მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მაგალითი მოთმინებისა და მორჩილებისა

მაგალითი მოთმინებისა და მორჩილებისა


4-11-2014, 00:01

მაგალითი მოთმინებისა და მორჩილებისა

 

სიტყვა პატერიკიდან მოთმინებისა და მორჩილების შესახებ

 

   იმისათვის, რათა უფრო იოლად მივაღწიოთ სულიერ სრულყო-ფილებას, უპირველეს და უმეტეს ყოვლისა, აუცილებელია, მოთმი-ნება და მორჩილება გაგვაჩნდეს. არსებობენ წინამძღვრები ზეციური სამემკვიდროსკენ და ჩვენ მათი მორჩილება გვმართებს. ხოლო იმი-სათვის, რომ მათი შევისმინოთ და შევასრულოთ, რასაც გვთხოვენ, მოთმინების ქონაა აუცილებელი. მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ეს ორი სიქველე გვაკლია ხოლმე. ხოლო რომ განვმტკიცებულიყავით ამ ორ სიქველეში, ძალიდან ძალში ავმაღლდებოდით თანდათანობით და საბოლოოდ ღმერთის შეწევნით ყველა დაბრკოლებასაც დავძლე-ვდით. ზოგიერთი წმინდანი ამის დამადასტურებელ გასაოცარ მაგა-ლითებს გვთავაზობს.

   ანტიოქიის ერთი მცხოვრები მავან დაყუდებულ მამასთან მივიდა და შესთხოვდა, მიეღო და ბერად აღეკვეცა იგი. დაყუდებულმა უთ-ხრა:

  -თუკი გსურს, რომ მიგიღო, წადი, ჯერ გაყიდე შენი მამული და მათხოვრებს დაურიგე, და ამის შემდეგ მოდი ჩემთან.

  მთხოვნელმა შეასრულა, რასაც წმინდა მამა სთხოვდა, და დაბრუნდა დაყუდებულთან. მაშინ მან სხვა აღთქმა დააკისრა: მდუმარება. მთხო-ვნელმა ესეც აღასრულა და მართლაც, ხუთ წელიწადს არ ლაპარაკო-ბდა. წმინდა მამა გაოცდა მისი მოთმინებითა და მორჩილებით და მი-სი გამოცდა მოიწადინა.

  -მე არად მჭირდები,-უთხრა ბერს,-ამიტომ გამშორდი და ეგვიპტეს წადი მონასტერში.

   თავისთვის კი ფიქრობდა:

  -დაიწყებს თუ არა იგი ლაპარაკს?

  ბერი გასცილდა, მაგრამ ადრინდებულად, მაინც არ ლაპარაკობდა. გაოცებამ შეიპყრო იღუმენიც, ვინც მიიღო იგი, და, რაკი ეწადა გა-მოეცადა, დაარღვევს თუ არა იგი მდუმარებას, დააკისრა, მდინარის გაღმა მდებარე მონასტერში წასულიყო რაღაც დავალებით. თან ფიქ-რობდა:

   -რაკი სხვა გზა არა აქვს, ალბათ მეტყვის, რომ არ შეუძლია მდი-ნარის გადალახვა.-ბერს სიტყვა არ დაუძრავს, ისე გაუდგა გზას. მდინარეს რომ მიადგა და იხილა, რომ არსაით იყო მისი გადალახვის შესაძლებლობა, მდუმარედ მოიყარა მუხლი სალოცავად და ჰოი, სასწაულო! ბერთან ნიანგი მიცურდა, ზურგზე შეისვა და მეორე ნაპირზე გადაიყვანა იგი. როდესაც შეასრულა, რაც იღუმენისგან ჰქო-ნდა დავალებული, ბერი კვლავ მიადგა მდინარეს და ნიანგმა კვლავ უკან გადმოიყვანა იგი. ბერი კი კვლავ მდუმარე და აღთქმის ერთ-გული დარჩა.

   მოთმინებისა და მორჩილების ეს მაგალითი უჩვეულოა და ჩვენ-თვის, ალბათ, მიუწვდომელიც. მაგრამ შემაგონებელი კი ნამდვილად არის. ჩვენგან, ცხადია, არავინ მოითხოვს მსგავს სულიერ გმირობას. მაგრამ თუკი შესაძლოა ესოდენ დიდი ღვაწლის აღსრულება მორჩი-ლებითა და მოთმინებით, განა გვაქვს კი უფლება, არ ვიქონიოთ მორ-ჩილება და მოთმინება, როდესაც ჩვენგან ბევრად იოლ და მარტივად შესასრულებელ ღვაწლს მოითხოვენ? გვახსოვდეს, რომ მორჩილება მარხვასა და ლოცვაზე უმჯობესია; რომ მხოლოდ ბოლომდე მოთმინე გადარჩება; რომ, რაც უფრო ძნელია ღვაწლი, მით უფრო ბრწყინვალე გვირგვინი გველის მის გამო, დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ მორწმუნე-სათვის შეუძლებელი არაფერია. ამინ.

 

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება