მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > არ არის მართალი, თითქოს შეუძლებელი იყოს აკრძალვის ვადის შემცირება

არ არის მართალი, თითქოს შეუძლებელი იყოს აკრძალვის ვადის შემცირება


1-11-2014, 00:01

არ არის მართალი, თითქოს შეუძლებელი იყოს აკრძალვის ვადის შემცირება

 

მრევლის წევრებს, ვინც განდგომილ-უმღვდელოთა შორის ცხოვრობენ

 

   როგორც ცნობილია, განდგომილნი ყოველგვარ ხერხს მიმართავენ საიმისოდ, რომ თქვენ მართლმადიდებლურ ეკლესიას განგაშორონ. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მხოლოდდამხოლოდ წესებისა და სიტყვების გამო, რომლებიც, მათი აზრით, შეცვლილია წმინდა მა-მათა დროიდან, გეენიის ცეცხლს გიქადიან-ისინი ჩვენი ეკლესიის მთელ წყობასაც გმობენ. და რას აღარ აყვედრებენ მას! ავიღოთ, თუნ-დაც მაგალითად, მათი დამოკიდებულება მონანიე ცოდვილთა მი-მართ.

   -ეს რა ეკლესია გაქვთ?-გვესმის მათგან,-ყველას აზიარებთ! და განა კი შეიძლება, ვაზიაროთ უდიდესი ცოდვილნი? წაიკითხეთ ნომოკა-ნონი: რას გვეუბნება იგი? ერთნი-ექვსი, სხვანი-ათი, ზოგი კი სულაც ოცი წლით უნდა განვკვეთოთ წმინდა ზიარებისგან. აი, რა წერია იქ!

   იქ, ძმანო, მართლაც რომ ასე წერია. მაგრამ რას იტყოდით ამგვარ შემთხვევებზე: წმინდა ბასილი დიდმა ჭაბუკი, რომელმაც ქრისტე უარჰყო და დემონებს მიჰყიდა თავი, მერე კი მოინანია, ორმოცი დღის შემდეგ ეკლესიაში შეიყვანა და წმინდა ზიარების ღირსი გახა-და. როგორ შევუთანხმოთ ეს ნომოკანონს? ან როგორ ავხსნათ ნომო-კანონის წესებით ის საიდუმლოებებს ეზიარა? მაგრამ ესეც არ კმარა: როგორ ავხსნათ ის შემთხვევები, როდესაც წმინდა მამანი უდიდეს ცოდვილებს არანაირ აკრძალვას არ აკისრებდნენ? არადა, ასეც ხდებო-და: მაგალითად, გავიხსენოთ შემთხვევა წმინდა სერაპიონის ცხოვრე-ბიდან: როდესაც მან ქრისტესკენ მოაქცია მეძავი, ქალთა მონასტერში წაიყვანა იგი და იღუმენიას უთხრა:

   -მიიღე ეს და არანაირი ეპიტიმია არ დასდო მას, არამედ იყოს, რო-გორც თავად ისურვებს.

  როგორ ავხსნათ ყოველივე ეს? ნომოკანონის წესებით, დიდ ცოდ-ვილებს რამდენიმე წლით უნდა ავუკრძალოთ ზიარება, წმინდა მა-მანი კი მონანიების შემდეგ რამდენიმე დღეში მათ უკვე აძლევენ ზიარების უფლებას. როგორ შევათანხმოთ ეს ერთმანეთთან? ამის ურ-თიერთშეთანხმება იოლი იქნება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ აკრ-ძალვის ვადა წმინდა მამათა მიერ უპირობოდ არ არის განსაზღვრული და რომ მღვდელს გარემოებისდა მიხედვით სრული უფლება აქვს, შეამციროს ან გაზარდოს ეპიტიმიის ხანგრძლივობა. წმინდა ბასილი დიდი თავის ერთ-ერთ კანონში (84-ე) გვეუბნება: დროით კი არ განი-საზღვრება აკრძალვა, არამედ რაგვარობით. რა აზრი დევს ამ სიტყვე-ბში? ის, რომ წმინდა მამათა განმარტებით, თუკი აკრძალვები დადგე-ნილი და ჩაწერილია, აკრძალვის ხანგრძლივობას კი არ უნდა მივხე-დოთ, არამედ იმას, თუ რამდენად ძლიერია სინანული. გესმათ განა? აკრძალვის ხანგრძლივობას კი არ უნდა მიხედოთ, არამედ-სინანულს!

   ამის შემდეგ, დასასრულ, რაღა ვუთხრა არამკითხე მოძღვრებსა და მამხილებლებს? უმჯობესს იზამდნენ, თუკი აღსარებაზე საუბრისას საკუთარ თავსაც განიხილავდნენ. ცნობილია, რომ ჩვენთან ქრისტია-ნისგან აღსარებას კანონიერად ხელდასხმული პრესვიტერი იბარებს. მათთან კი ვინ აკეთებს ამას? უბირი უბირისგან ჰგონებს შენდობის მიღებას! ჰგონებს, მაგრამ იღებს კი? ვაი, რომ ფუჭია ამგვარი აღსარება. იგი მათთან საეკლესიო წესის დაუცველად აღესრულება. აი, ასეა მუ-დამ: სხვათა თვალში ბეწვსაც ვხედავთ, საკუთარში კი ძელსაც ვერა ვგრძნობთ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება