მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ჯვრის ნიშანი ავ სულებს ძრწოლას გვრის

ჯვრის ნიშანი ავ სულებს ძრწოლას გვრის


31-10-2014, 00:01

 

 

 

 

წმ. ოქროპირის ცხოვრებიდან

 

  წმ. კირილე იერუსალიმელი, რომელიც ჯვრის ნიშნის შესახებ მსჯელობს, სხვათა შორის, ამბობს, რომ ავი სულები ძრწიან ამ ნიშნის წინაშე. მართალია თუ არა?

   როდესაც წმ. იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლის პატრიარქი გახ-და, ერთხელ, ქადაგებისას, ეკლესიაში მყოფ ერთ შეპყრობილს ეშმა დაეუფლა და მიწაზე დაანარცხა. მან კი ისეთი საზარელი ხმით დაიწყო ყვირილი, რომ ტაძარში მყოფნი შეძრწუნდნენ. იოანემ უბრ-ძანა, ეშმაკეული მასთან მიეყვანათ, პატიოსანი ჯვრის ნიშანი გადა-სახა და ეშმაკმა ის კაცი მაშინვე დატოვა. კიდევ ერთი შემთხვევაც: ოდესღაც წმ. მოწამე იუსტინასთან ეშმაკთა ერთი მთავართაგანი გა-მოცხადდა და მრავალსიტყვაობით ცდილობდა, ის უწმინდურ კავში-რზე დაეთანხმებინა. იუსტინა მიხვდა, ვინც ელაპარაკებოდა, ეშმაკი-სათვის სიტყვაც არ უთქვამს, მოწიწებით გადაისახა პირჯვარი და დიდად შერცხვენილი ეშმა იმავწამს განეშორა.

   აი, მესამე შემთხვევაც: ერთხელ მოწამე კიპრიანემ ეშმაკი დაინახა და უთხრა:

  -მაცდურო, ყოველგვარ უწმინდურებათა დამტევნელო, ვიცი, რომ ჯვრის ნიშნის გეშინია და ქრისტეს სახელიც კი გაძრწუნებს; თვით უფალი რომ მოვიდეს, მაშინ რაღა დაგემართება? განვედ, ჩემგან, წყეულო, მომცილდი, მოძულევ და წესრიგის მტერო!-ამის გამგონე ეშმაკი კიპრიანეს მოსაკლავად ეცა და ღრჩობა დაუწყო. უმწეო მდგო-მარეობაში ჩავარდნილ კიპრიანეს გაახსენდა, თუ რა ძალა აქვს ეშმა-კებზე ჯვრის ნიშანს, ამით შემოიზღუდა თავი და როგორც ნათქვამია, ეშმაკი, როგორც მოზიდული ისარი, ისე მოსხლტა მისგან.

   როგორც ხედავთ, ამ მაგალითებიდან გამომდინარე, კიპრიანე იე-რუსალიმელის სიტყვა იმის შესახებ, რომ ჯვრის ნიშანი ბოროტ სუ-ლებს ძრწოლას გვრის. - არავითარ ეჭვს არ იწვევს. რა უნდა შევით-ვისოთ აქედან? პირველ ყოვლისა ის, რომ რაკი ჯვრის ნიშანი ბოროტ სულებს აშინებს, ჩვენ, იმავე კირილე იერუსალიმელის სიტყვებით, მუდამ უნდა ვისახავდეთ პირჯვარს. ამიტომ, კიდეც გამოვისახოთ. გამოვისახოთ ჯვარი შუბლზე და გამოვსახოთ ყველაფერს: პურს, რო-მლის მოღებასაც ვაპირებთ; თასს, საიდანაც უნდა შევსვათ; გამო-ვისახოთ ჯვარი შესვლისას და გამოსვლისას; მაშინაც, როდესაც და-საძინებლად ვწვებით ან დილით ლოგინებიდან ვდგებით; მგზავ-რობისას თუ დასვენებისას. ხოლო მეორე, რაც ზემოთმოტანილი მაგალითებიდან გამომდინარე მუდამ უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ თუმცა ავი სულები მუდამ ცდილობენ, ბოროტი შეგვამთხვიონ, უფლის დაშვების გარეშე ჩვენთვის არანაირი ვნება არ შეუძლიათ. და ვერაფერს დაუშვებენ ღვთისმოსავ ადამიანებს, ვინც მუდამ მოწი-წებულნი არიან უფლის წინაშე და ყველაფერს ლოცვით აღასრუ-ლებენ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 

 

 


 

 


უკან დაბრუნება