მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ახალგაზრდა ბერ-მონაზვნებს - შესახებ იმისა, რომ ეშმაკი არვის წინააღმდეგ ისე არ შეიჭურვება და არვის ებრძვის ისე თავგამოდებით, როგორც მონაზვნებს
ახალგაზრდა ბერ-მონაზვნებს - შესახებ იმისა, რომ ეშმაკი არვის წინააღმდეგ ისე არ შეიჭურვება და არვის ებრძვის ისე თავგამოდებით, როგორც მონაზვნებს29-10-2014, 00:01 |
ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა (1 პეტრ. 5,8).- გვეუბნება სიტყვა უფლისა. ვის ეძებს ჩასა-ნთქმელად? ერთის მხრივ, როგორც ცნობილია, ყოველ ჩვენგანს. მაგრამ უწყოდეთ, ახალგაზრდა ბერებო, რომ უფრო მეტად ჩვენ-ბერებს გვეტანება იგი. დიახ, უდავო ჭეშმარიტებაა და არავის ისე არ ებრძვის, როგორც ჩვენ. ამ ჭეშმარიტებას თქვენს წინაშე შემდეგი მა-გალითით გავაცხადებთ: მავანმა თებელმა ბერმა, ვინც ძმებს უამბობდა, თუ რამ აიძულა მო-ნაზვნად აღკვეცა, ასეთი რამ მოუთხრო მათ: როდესაც ჭაბუკი ვიყავი, მე, ვით კერპთმსახური ქურუმის ძე, ხში-რად ვიმყოფებოდი ხოლმე საკერპოში და ვუცქერდი, როგორ სწი-რავდა მათ მსხვერპლს მამაჩემი. ერთხელაც, საკერპოში შესულმა დავინახე სატანა და მასთან-მრავალი ეშმაკი. და აი, ერთი ეშმაკ-თაგანი მიუახლოვდა სატანას და თავყანი სცა მას. სატანამ ჰკითხა: -საიდან მოდიხარ? -მე ერთგან ომი ავტეხე ადამიანებს შორის და მრავალი სისხლი და-იღვარა იმ ომში. - მიუგო ეშმაკმა. სატანამ სირცხვილეული განაგდო იგი თავისგან. წინ წამოდგა სხვა ეშმაკი და თქვა: -მე ზღვაზე ვიყავი, გემი ჩავძირე და მრავალი კაცი დავღუპე. სატანამ ეს ეშმაკიც გააძევა. გამოვიდა კიდევ სხვა ეშმაკი და თქვა: -მე საქორწილო ლხინში ვიყავი; იქ სტუმრებს შორის, ნეფე-პატარ-ძალს შორის, შუღლი აღვძარი და სისხლი დაიღვარა. სატანამ არც ეს მსახური შეაქო და მასაც პირველი ორის მსგავსად მოექცა. ბოლოს მოვიდა მეოთხე ეშმაკი და უთხრა: -მე უდაბნოში ვიყავი, ოცდაათ წელს ვებრძოდი ერთ ბერს და აი, ამ ღამით მოვახერხე, დამემარცხებინა და სასიკვდილო ცოდვაში ჩამეგ-დო იგი. ამის გამგონე სატანა წამოდგა ადგილიდან, ეამბორა ეშმაკს, მოი-ხადა გვირგვინი და მას დაჰხურა, თან წამოიძახა: -ჰოი, რაოდენ დიდებული საქმე ჩაგიდენია! სატანის ეს სიტყვები რომ გავიგონე, მივხვდი, რამდენად დიდია მონაზვნის ღირსება, და მივიღე იგი. - ამგვარად ასრულებს თავის მო-ნათხრობს თებელი ბერი. თებელი წმინდა მამის ეს ნაამბობი, ჩვენის აზრით, ცხადად გვი-დასტურებს, რომ ეშმაკი მართლაცდა არავის ებრძვის იმგვარი გავე-შებით, როგორც თქვენ-ბერებს. და თუკი მართლაც ასეა და თუკი თქვენც დაგვეთანხმებით, მაშ, რაღა დაგვრჩენია ბერ-მონაზვნებს? რა-საკვირველია, ის, რომ მუდამ ყურადღებით ვიყოთ საკუთარი თავის, საკუთარი აზრების, განზრახვების და საქციელის მიმართ; ვიფხიზ-ლოთ საკუთარი სულისთვის, აღვიჭურვოთ ყველა იმ აიარაღით, რომელიც უფლის სიტყვაში მიგვეთითა ჩვენი გადარჩენის მტრის წინაღსადგომად, და მით დავუპირისპირდეთ ეშმაკს. ყოველი ღონით ცდილობს იგი ჩვენს დაღუპვას და თქვენც, თქვენი მხრივ, ყოველი ღონე იხმარეთ მის დასამარცხებლად. შეურიგებელი ბრძოლა გამოუც-ხადებია მას თქვენთვის: თქვენც ებრძოლეთ მას. იგი, ვით ლომი მყვირალი, მიმოვალს და ჩანსათქმელად დაგეძებთ: თქვენც გამოდით მის წინააღმდეგ უფლის სრული საჭურველით შეჭურვილნი. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |