მთავარი > ლოცვა > შვილებისათვის მშობელთა ლოცვის კეთილსმყოფელობის შესახებ

შვილებისათვის მშობელთა ლოცვის კეთილსმყოფელობის შესახებ


28-10-2014, 00:01

შვილებისათვის მშობელთა ლოცვის კეთილსმყოფელობის შესახებ

 

შესახებ იმისა, თუ რაოდენ სარგოა მიცვალებულის მოხსენიება

 

   თუკი უფლის სიტყვის შეგონებით, ჩვენ ყველამ ერთმანეთისთვის უნდა ვილოცოთ (იაკ. 5,16), მაშასადამე, მით უფრო მშობლებმა უნდა ილოცონ შვილებისათვის. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ხალხი ამ-ბობს, მშობლის ლოცვა ზღვის ჯურღმულიდანაც ამოგზიდავსო; ანუ, იგი განსაკუთრებულად შეისმინება ღვთისგან და შვილებისათვის მეტად კეთილი ნაყოფი მოაქვს. ამ ჭეშმარიტებას, ძმანო, საქმით და-გიდასტურებთ.

  მავანი ყმაწვილი კაცი, კუნძულ კვიპროსის მცხოვრები, სპარსელებმა შეიპყრეს რამდენიმე თანამემამულესთან ერთად და საპყრობილეში ჩააგდეს. რაღაც დროის შემდეგ მისი რამდენიმე თანატომელი გაიქცა ტყვეობიდან და კვიპროსზე დაბრუნდა. ყმაწვილი კაცის მშობლებმა გამოკითხეს მათ შვილის შესახებ და ტყვეობიდან თავდახსნილებმა უთხრეს, რომ მათი შვილი დაიღუპა ამა და ამ თვის ამა და ამ რიცხვში და რომ ამბის მომტანებმა საკუთარი ხელით დაკრძალეს იგი. უნდა აღვნიშნოთ, რომ ტყვეობიდან დაბრუნებულები ცდებოდნენ. მათ უცხო მხარეში მართლაც დამარხეს დაღუპული ახალგაზრდა კაცი, ოღონდ არა ამბის გამომკითხველი მშობლების შვილი-იგი ცოცხალი გადარჩა. მაგრამ ტყვეობაში მყოფი ყმაწვილი კაცის მშობლებმა დაი-ჯერეს სამშობლოში დაბრუნებულთა სიტყვები და ამიერიდან შვილ-ისთვის, როგორც მიცვალებულისათვის, ისე ლოცულობდნენ. განსა-კუთრებით გულმხურვალე იყო მათი ლოცვა წელიწადში სამჯერ: აღდგომის, სულთმოფენობის და ქრისტეშობის დღესასწაულებზე. მაგრამ აი, გავიდა ოთხი წელიწადი და შვილი, რომელიც მკვდარი ეგონათ, შინ დაბრუნდა. გახარებულმა მშობლებმა უთხრეს:

   -ჩვენ კი უკვე მკვდარი გვეგონე და წელიწადში სამჯერ განსაკუთ-რებით გულმხურვალედ ვლოცულობდით შენთვის.

   -რომელ დღეებში ლოცულობდით?-ჰკითხა შვილმა.

  -აღდგომას, სულთმოფენობას და ქრსიტეშობას.-მიუგეს მშობლებმა.

   -მაშ იცოდეთ, -უთხრა მათ შვილმა,-რომ სწორედ ამ დღეებში მოდ-იოდა ჩემთან ვინმე, თეთრი სამოსელით მოსილი და მზესავით ბრწყინვალე; მხსნიდა ხუნდებს, გავყავდი საპყრობილედან და მთელ დღეს თავისუფალი ვიყავი, ვერვინ მხედავდა. მეორე დილას კი კვლავ საპყრობილეში და ხუნდებით შეკრული აღმოვჩნდებოდი ხოლმე.

   განა მართალი არ არის, მშობლებო, რომ თქვენს ლოცვას შვილე-ბისათვის დიდი სიკეთე მოაქვს და ამიტომ განსაკუთრებით გულმო-დგინედ უნდა ილოცოთ მათთვის? რასაკვირველია, ასეა, და მოხმო-ბილი მაგალითიც, მგონი, საკმაოდ ცხადად გარწმუნებთ ამაში. ამი-ტომ ილოცეთ. ილოცეთ, რომ უფალმა ყოველივე კეთილსა და მშვე-ნიერში აღზარდოს ისინი, ილოცეთ, რომ თქვენი შვილები გაიზარ-დონ ღვთის სადიდებლად, მოყვასთა სარგოდ და საკუთარი სულის სახსნელად; და დასასრულ, ილოცეთ, რომ უფალმა წყალობა მიანი-ჭოს მათ, შემწედ ექმნას ყოველ კეთილ საქმეში და რომ, თქვენდა სასიხარულოდ, დაიცვას და აცოცხლოს ისინი მრავალ და მრავალ წე-ლიწადს. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება