მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > რად დაუშვებს უფალი, რომ მართლები დაიტანჯონ უკეთურთა მიერ და რად მიჰკერძებს მათ სხვა გასაჭირსაც?
რად დაუშვებს უფალი, რომ მართლები დაიტანჯონ უკეთურთა მიერ და რად მიჰკერძებს მათ სხვა გასაჭირსაც?25-10-2014, 00:01 |
წმინდანთა ცხოვრების კითხვისას ვხედავთ, რომ მათგან ზოგს მრავალ ბოროტებას და დევნას მიჰკერძოებდნენ, სხვანი წყლულებსა და თავად სიკვდილს დაითმენდნენ უკეთურ ადამიანთაგან. მათგან უმრავლესობას გადაუჭარბებლად შეიძლება მივუსადაგოთ წმ. პავლე მოციქულის სიტყვები: სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრუ-ლნეს; და არა მოიღეს მათ გამოხსნა... ხოლო სხუანი კუალად ტა-ნჯვითა და გუემითა განი-; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა; ქვითა განიტვინნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახვილისათა მოსწყდეს (ებრ. 11, 35-37). რას ნიშნავს ეს? ვისი ცხოვრება იყო ამ დევნილ წმინდანებზე მეტად უზადო? მათზე უკეთ ვინ იცნობდა ღმერთს და მათზე გულმოდგინედ ვინ ემსახურებოდა მას? მათზე უანგაროდ ვინ ეხმარებოდა მოყვასს, ვინ იყო უმეტესად თანამგრძნობელი, უფრო მშვიდობისმოყვარე, უფრო კეთილზნიანი? რად დაუშვა ღმერთმა, რომ უკეთურთ ეტანჯათ ისინი? ან იქნებ არ ძალუძდა მათი დახსნა ბოროტთა ხელიდან? ან იქნებ არ ჰქონდა მათთვის სიყვარული და თანალმობა? ოდესღაც ღირსი ნილოს მმარხველი,-თანამოღვაწე სინასა და რაი-თში მოწყვეტილ მამათა, 14 იანვარს ვინც მოიხსენიებიან,-როდესაც ხედავდა ბარბაროსთაგან მათ გვემასა და ტანჯვას, აგრეთვე სვამდა კითხვას: რისთვის იტანჯებიან ისინი? -ნეტარნო მამანო, სადაა თქვენი თავშეკავების ნაყოფი?-კითხუ-ლობდა იგი,-სადაა ჯილდო მწუხარების დათმენისათვის? სადაა მრა-ვალი გმირობის გვირგვინი? ესაა თქვენი მონაზვნების საზღაური? ან იქნებ ფუჭად იდებდით თავს გმირობას? ან იქნებ რამე სამართალია იმაში, რომ სიქველის წილ ჭმუნვა მიიღოთ, რომ შემწეობის გარეშე დაგტოვათ ღვთის განგებამ, როდესაც გხოცავდნენ? და აი, ძალი მო-იცა სიბილწემ თქვენს წმინდა სხეულებზე, და ბოროტება ძლევას იქადის. ჩვენს მსგავსად, ამგვარ კითხვას სვამდა მწუხარე ღირსი ნილოსი. მაგრამ, თავისდანუგეშად, მან მალევე მიიღო პასუხი. -რად შეგაცბუნებთ ჩვენს თავს მოწეული ჭირი?-უთხრა მას და მას-თანვე მყოფ, ბოროტთა მახვილს გადარჩენილ სხვა ბერებს, დაჭრილ-მა, სულთმობრძავმა ბერმა თეოდულემ,-განა არ უწყით, რად მისცემს უფალი თავის მოღვაწეებს მტრის ხელში? განა იმად არა, რომ უდი-დესი საზღაურით დააჯილდოვოს ტანჯვის ბოლომდე დამთმენნი, როგორც უხვად მისცა იობს ყოველი, რაც კი დაუღუპა? ხოლო ჩვენ, რასაკვირველია, შეუდარებლად მეტს მოგვიზღავს, რადგანაც რომე-ლი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოხუდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა (1 კორ. 2,9) და ბოლომდე ჭირთა დამთმენთ. ძმანო, უკეთესი პასუხი ჩვენს კითხვაზე დაუმსახურებელ ტანჯვათა შესახებ შეუძლებელია რომ მივიღოთ. მაგრამ რა ვთქვათ მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ მართალი ზოგჯერ იტანჯება არა ადამიანთა მიერ? ზოგიერთ სათნო ადამიანს მთელი ცხოვრება თავშესაფარიც კი არ გააჩნია; ზოგს კი-კიდევ უარესი-სასტიკი და მოულოდნელი სიკვდილი ეწვევა ხოლმე. და მაშინაც საგონებელში ვვარდებით: რას ნიშნავს ყოველივე ეს? რის გამო იტანჯება მართალი ადამიანი? ო, ძმანო! ნურც აქ შეშფოთდებით; რადგანაც მართალია, გამოუკვლეველია უფლის გზანი, მაგრამ მათ მუდამ კეთილ მიზანთან მივყავართ, მუდამ ჩვენს ხსნასა და ნე-ტარებას ემსახურებიან. ერთმა ბერმა, ვინც ქალაქში თავისი ხელსაქმის გასაყიდად ჩავიდა, იხილა მავანი ბოროტი წარჩინებული დაკრძალვა და ჰკვირვობდა იმას, რომ ამ ურჯულოს უდიდესი საეკლესიო თუ სამოქალაქო პა-ტივით მიაცილებდნენ უკანასკნელ გზაზე. კიდევ უფრო მეტად შეძრა იგი იმან, რაც უდაბნოში დაბრუნებულმა იხილა: ღვთისმოსავი წმინ-და მამა, მისი მოძღვარი, მტაცებლის მიერ დაგლეჯილი უსულოდ ეგ-დო. -ღმერთო!-შეჰღაღადა დაობლებულმა მეუდაბნოემ,-რად ეღირსა ის ავი თავადი ესოდენ დიდებულ სიკვდილს, ხოლო ეს წმინდა ადა-მიანი რად დაგლიჯა ნადირმა? მტირალს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: -ნუ ტირი შენი მოძღვრის გამო. ბოროტ წარჩინებულს ერთი კეთი-ლი საქმე ჰქონდა ჩადენილი და მის გამო პატივით დაკრძალვას ეღირსა; თუმცა მხოლოდ ამქვეყნად მიიღო ჯილდო, საიქიოს კი ყვე-ლა ბოროტი საქმის გამო ტანჯვა მოელის. და პირუკუ: შენს მოძღვარს, თუმც კი ყველაფრით სათნო იყო ღვთისათვის, ერთი მანკიერება გაა-ჩნდა, რისგანაც განიწმინდა კიდეც ავი სიკვდილით. ამგვარად, ძმანო, ცხადია, რომ მას, ვინც კადნიერად აყვედრის ღმერთს უსამართლობას და შეუბრალებლობას, არაფერი გაეგება ზე-ციური მამის უსასრულო სიყვარულისა ჩვენდამი. გვწამდეს, რომ წუთიერი ჭმუნვა მარადიულ ნეტარებას მოგვანიჭებს, თუკი მწუხა-რებას მოთმინებით და ღვთის სახელით დავითმენთ. და გვახსოვდეს, რომ გაგდება დრო, როდესაც აღხოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა (გამოცხ. 7,17) სამარადჟამოდ. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |