მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ამქვეყნიურ საუნჯეთა ამაოება

ამქვეყნიურ საუნჯეთა ამაოება


24-10-2014, 00:01

ამქვეყნიურ საუნჯეთა ამაოება

 

ამბავი იოანე მებოსტნისა

 

   ჩვენ ყველას მშვენივრად მოგვეხსენება, რომ ყოველგვარი ამქვე-ყნიური სიმდიდრე ფუჭია; რომ არა წარმავალი და ხრწნადი, არამედ ზეციური და მარადიული ქონების მოხვეჭაზე უნდა ვიზრუნოთ. და მაინც, მრავალი ჩვენგანი მიწიერი სიმდიდრის სიყვარულითაა შეპყ-რობილი და მთელ თავის იმედს მხოლოდ მასზე ამყარებს. თავგა-დაკლულ ვერცხლისმოყვარეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რამდენი გულკეთილი ადამიანია ამქვეყნად, ვინც ამბობს:

   -მოვა ავადმყოფობა, სიბერე... რას გავაწყობ ფულის გარეშე? ვიღა-სთვის ვიქნები საჭირო?-და ასე შემდეგ. მრავალი ამბობს ასე, და, მაშასადამე, მათი აზრით, მხოლოდ ფულს შეუძლია, სიბერისა და ავადობის სიმძიმე შეგვიმსუბუქოს. სინამდვილეში კი სრულიადაც არაა ასე. არა ფული, ძმანო, არამედ სულ სხვა რამ გვჭირდება და გვრგებს ავადმყოფობისა და სიბერის ჟამს.

   მავანი მებოსტნე, სახელად იოანე, მეტად მოწყალე იყო გლახაკთა მიმართ. რასაც შეიძენდა, იმის მხოლოდ მცირე ნაწილს იტოვებდა თავისთვის, დანარჩენს კი უპოვარებს ურიგებდა. ასე ცხოვრობდა კარ-გა ხანს; და მოულოდნელად იოანე ამგვარმა აზრმა შეაშფოთა:

   -რას ვიზამ, როდესაც დავბერდები და დავუძლურდები? ვიღას დავ-ჭირდები მაშინ? ვინ გამომკვებავს?-დაფიქრდა იოანე ამაზე და ფუ-ლის შეგროვებას მიჰყო ხელი; საკმაოდ დააგროვა ვერცხლი. შემდეგ, თითქოსდა მისი ზრუნვის გასამართლებლად, ავადმყოფობა შეეყარა. ფეხი დაულპა და წყლულებით დაეფარა; იოანემ მკურნალებს მიმა-რთა, მრავალი ექიმი მოიწვია, უამრავი ფული გადაუხადა მათ, მაგრამ ვერაფერმა უშველა. რაღა ექნა? ბოლოს და ბოლოს ყველაზე სახელ-განთქმულ ექიმს მიმართა. მან გასინჯა მტკივანი ფეხი და უთხრა იო-ანეს, რომ განკურნების ერთადერთი საშუალება ფეხის მოკვეთა იყო.

   -თუკი ასე არ მოვიქცევით, მთელი სხეული დაგილპება,-დაამატა მან.

   რაღას იზამდა იოანე, დაჰყაბულდა ექიმს, მანაც აღუთქვა, რომ მე-ორე დღეს მოვიდოდა. იმ ღამით იოანემ ცრემლით მიმართა უფალს.

   -უფალო,-თქვა მან,-მოიგონე ჩემი ადრინდელი საქმენი, როდესაც უხვად გავცემდი მოწყალებას, და განმკურნე მე!

   როგორც კი ეს წარმოთქვა, მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარსდგა და უთხრა:

   -აბა, სად არის ვერცხლი, რომელიც შეაგროვე?

   -ცოდვილი ვარ, უფალო,-მიუგო იოანემ,-შემინდე და ამიერიდან ასე აღარ მოვიქცევი!

   მაშინ ანგელოზი შეეხო მის ფეხს და მყისვე გაამრთელა. იოანე წა-მოდგა და სამუშაოდ გასწია. დილით მოვიდა ექიმი, რათა ფეხი მოე-კვეთა მისთვის, და, რომ ვერ ნახა, იკითხა:

   -სადაა იოანე?

   -დილაადრიან ბოსტანში სამუშაოდ წავიდა,-უპასუხეს მას.

   განცვიფრებული ექიმი გაემართა, რათა საკუთარი თვალით ენახა და დარწმუნებულიყო ნათქვამის სისწორეში. მივიდა და, მართლაც, იხი-ლა, რომ იოანე მიწას ამუშავებდა. მაშინ ადიდა მან ღმერთი და თქვა: (მათ. 5,7).

   ამგვარად, ძმანო, არა ფულს, არამედ მხოლოდ ჩვენს კეთილ საქ-მეებს შეუძლიათ, ხვედრი შეგვიმსუბუქონ ავადობის და სიბერისას, აგრეთვე ყოველ სხვა ჟამსაც. ამიტომაც შავი დღისათვის ისინი დააგ-როვეთ, და არა ფული. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება