მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ცოდვები და მცირედმორწმუნეობა ავადობის მიზეზია; მონანიება და ღვთის მტკიცე რწმენა კი დაავადებას ჰკურნავს

ცოდვები და მცირედმორწმუნეობა ავადობის მიზეზია; მონანიება და ღვთის მტკიცე რწმენა კი დაავადებას ჰკურნავს


23-10-2014, 00:01

ცოდვები და მცირედმორწმუნეობა ავადობის მიზეზია; მონანიება და ღვთის მტკიცე რწმენა კი დაავადებას ჰკურნავს

 

ამბავი კაცისა, იოანე ოქროპირმა რომ განკურნა

 

   ჩვენ ყველას, ძმანო, დაბადებიდანვე თან გვდევს სხვადასხვაგვარი დაავადებანი. რა არის მათი გაჩენის მიზეზი? და არსებობს თუ არა მათგან თავის დაღწევის უებარი საშუალებანი? ჩვენი აზრით, ამ კი-თხვას ამგვარად უნდა ვუპასუხოთ: ავადობის უმთავრეს მიზეზად ჩვენი ცოდვები და მცირედმორწმუნოება უნდა ვაღიაროთ; ხოლო ყველაზე უებარ საკურნებელ საშუალებად ღვთის მტკიცე რწმენა და ცოდვათა მონანიება უნდა მოვიხმოთ. ცხადია, იკითხავთ: რით შეიძ-ლება ამის დამტკიცება?-ამის დამტკიცება,-მოგიგებთ ჩვენ,-შემდეგი მაგალითითაა შესაძლებელი:

   ოდესღაც ანტიოქიაში მავანი მდიდარი და წარჩინებული კაცი ცხო-ვრობდა. ერთხელაც ისეთი მძიმე დაავადება შეეყარა, რომ მარჯვენა თვალი გარეთ გამოუვარდა. იგი ექიმებთან მკურნალობდა, უამრავი ფული დახარჯა, მაგრამ არაფერმა არგო. მაგრამ ბოლოს, როდესაც საშ-ველი არსაიდან ჩანდა, კაცმა შემთხვევით შეიტყო იოანე ოქროპირის წმინდა ცხოვრების შესახებ. სნეული კაცი მივიდა მონასტერში, სადაც იმხანად ოქროპირი ცხოვრობდა, მუხლებში ჩაუვარდა და განკურნე-ბას შესთხოვდა. იოანემ უთხრა:

  -ავადობა შენთან შენი სიცრუისა და მცირე რწმენის გამო მოვიდა. მაგრამ თუკი ახლა მთელი სულით ირწმუნებ, რომ ღმერთს ძალუძს შენი განკურნება, და აღთქმას დადებ, რომ ამიერიდან მართალ ცხო-ვრებას შეუდგები, მაშინ ღმერთი გამოგაჯანმრთელებს.

   ოქროპირის ნათქვამი რომ ესმა, კაცმა შესძახა:

   -მწამს, ღმერთო, და აღვასრულებ, რაც გიბრძანებია!

   ამ სიტყვებით აიღო წმინდანის სამოსის კალთა და თავზე და მტკი-ვან თვალზე დაიფარა. მაშინვე დაეხსნა ავადობა, თვალი ბუდეში ჩა-ბრუნდა და ავადმყოფი გამოჯანმრთელდა. და წავიდა იგი შინ, თან ადიდებდა უფალს და მის წმინდა სათნომყოფელ იოანეს.

   ამგვარად, ძმანო, ჭეშმარიტად ვთქვით, რომ ავადობის უმთავრესი მიზეზი ჩვენი ცოდვები და ჩვენი მცირედმორწმუნეობაა, ხოლო საუკეთესო მკურნალად მტკიცე რწმენა და ცოდვათა მონანიება გვევლინება. რა უთხრა წმინდა ოქროპირმა კაცს, განკურნებას რომ შესთხოვდა? უთხრა, რომ, სენი სიცრუისა და მცირე რწმენის გამო შეეყარა, ხოლო კურნებას მიიღებდა მაშინ, როდესაც მთელი გულით ირწმუნებდა უფლის ყოვლისშემძლეობას და ცოდვილ ცხოვრებას განუდგებოდა. და რით დასრულდა ყოველივე? როდესაც სნეულმა ირწმუნა და უფლის მცნებათა აღსრულების აღთქმა დადო, მაშინვე გამოჯანმრთელდა. გულისხმავყოთ ყოველივე ეს, ძმანო, და, როდე-საც ავადობა გვეწვევა, მოვიქცეთ არა ისე, როგორც ჩვენი ჟამის ადა-მიანები იქცევიან, არამედ იმგვარად, როგორც იოანეს მიერ გან-კურნებული კაცი მოიქცა. ავადობის დროს უწინარეს ყოვლისა მივმა-რთოთ არა ამა სოფლის მკურნალებს, არამედ-ღმერთს. განვიმტკიცოთ რწმენა, მართალი ცხოვრების პირობა დავდოთ და საქმით განვეშო-როთ ცოდვას. და მაშინ მოწყალე უფალი, იხილავს რა ჩვენს რწმენას, უეჭველად მოგვანიჭებს კურნებას, ან მოგვცემს ძალას, მოთმინებით და უჩივლელად გადავიტანოთ იგი. გვახსოვდეს მუდამ და განსაკუთ-რებით კი ავადობის დროს: გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს (ფს. 50,17). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება