მთავარი > სხვადასხვა > სიცრუის წინააღმდეგ
სიცრუის წინააღმდეგ21-10-2014, 06:07 |
ბერ ევაგრეს სიტყვა ცრუთა შესახებ
იმისათვის, ძმანო, რომ აირიდოთ სადღეისოდ ესოდენ გავრცე-ლებული ცოდვა სიცრუისა და ხოლოდ სიმართლე თქვათ ხოლმე, დღეს გთავაზობთ, ისმინოთ ბერ ევაგრეს სიტყვა ცრუთა შესახებ. რაკი ვხედავ,-ამბობს იგი,-რა მცირედ ზრუნავთ თქვენს ბაგეთა დასაცავად, საჭიროდ მივიჩნევ, რომ მოგახსენოთ ორიოდე სიტყვით, თუ რამდენი ზიანი მოაქვს ჩვენთვის სიცრუეს. იცოდეთ, რომ ცრუ ადამიანი შორსაა ღვთისგან და არ სთნავს მას, როგორც საღვთო წერილიც გვეუბნება: ყოველი ტყუვილი ჭეშმარიტებისაგან არ არს (1 იოან. 2,21); და სხვაგანაც: ეშმაკი (იოან. 8,44). აქედან ცხადია, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა, ხოლო სიცრუე ეშმაკისგანაა. და ეს შეიძ-ლება დადასტურებული იქნას იმითაც, რომ ღმერთი საკუთარ თავს თავად უწოდებს ჭეშმარიტებას, როდესაც ამბობს: მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხორება (იოან. 14,6.). ამის მსმენელნი, და-ფიქრდით: ვის განეშორებით, როდესაც ცრუობთ, და ვის მიეახლე-ბით. და მაშინ ცხადი გახდება თქვენთვის, რომ სიცრუით ღმერთს შორდებით და ეშმაკს უახლოვდებით. დაფიქრდით იმაზე, მართლაც გულწრფელად გსურთ სულის ხსნა? თუკი მართლაც გსურთ, მაშინ მთელი გულმოდგინებით და თქვენი სულის ყოველი ღონით ესწ-რაფეთ ჭეშმარიტების სიყვარულს და ყველანაირად განერიდეთ ტყუილს, ადამიანთა ფიქრებში, მათ სიტყვებში და საერთოდ მთელს მათ ცხოვრებაში რომ იჩენს თავს. სწორედ ამ სიცრუეს, მის ყოველ-გვარ გამოვლინებას ერიდეთ; ადრე ნათქვამი სიცრუე შეინანეთ და იმისათვის, რათა მომავალშიც აირიდოთ იგი, ხშირად გაიხსენეთ ის ჭეშმარიტება, რომელიც გვეუბნება, რომ ბოროტი ხე არასოდეს არ გა-მოიღებს კეთილ ნაყოფს. ძმანო, ჭეშმარიტებაა ყოველი, რაც ევაგრემ სიცრუის შესახებ გით-ხრათ; ვიანიდან ცრუ მართლაც განეშორება ღმერთს და მართლაც ეშამკის ახლობელი ხდება-ამას თავად საღვთო წერილიც გვიდასტუ-რებს. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუ-ვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა (ფს. 5,6). ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე (იგავ. 12,22). ყოველივე ამის გამო, ძმანო, ვერიდოთ სიცრუეს, ვითარცა დამღუპველ წყლულს; გვეშინოდეს სიცრუის, როგორც სინდისის შემბღალავი და უფლისთვის სიძულვილი ცოდვისა; მუდამ გულწრფელად ვაფასებ-დეთ სიმართლებს და მუდამ გვეპყრას იგი, როგორც ხსნის საფუძ-ველი და დასაბამი. დაბოლოს, ჩვენს ბაგეთა სიცრუისაგან დასაცავად, გამუდმებით ვიფიქროთ იმაზე, რომ უფალმა ენა მხოლოდ სიმართ-ლის სათქმელად და მისი უწმინდესი სახელის სადიდებლად მოგვცა. დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი ძნელი-ბაგეთა ჩემთა (ფს. 140,3). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |