მთავარი > სხვადასხვა > გლოვა ცოდვათა გამო

გლოვა ცოდვათა გამო


17-10-2014, 00:01

 

გლოვა ცოდვათა გამო

 


 

 

ამბავი ავაზაკისა, ათ დღეში მცირე ცრემლით რომ ცხონდა

 

   ცოდვათა მიტევების მისაღებად ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი სა-შუალება გახლავთ ტირილი ცოდვათა გამო და გულის შემუსვრი-ლობა. რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ, ამბობს მოცი-ქული პავლე, სინანულსა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმნს (2 კორ. 7,10.). გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერ-თმან არა შეურაცხ-ყოს (ფს. 50,17.), გვასწავლის მეფე და წინასწარ-მეტყველი დავითი. თუკი სხვა არაფრით შეგვიძლია უფლის წინაშე საკუთარი ცოდვების გამოსყიდვა, ჩვენ, ძმანო, რაც შეიძლება ხშირად უნდა მოვიხმოთ ხსენებული საშუალება და ხშირად მივმართოთ მწუხარებას, გულის შემუსვრილებას და გულწრფელ ცრემლებს იმის გამო, რომ აქამდე არასრულყოფილად და უღირსად ვმსახურებდით უფალს; რომ ჩვენს საქმეთა გამო მხოლოდ რისხვას და სასჯელს ვიმსახურებთ მისგან; რომ არ ვართ მისი წყალობის ღირსნი. ამგვარი თავმდაბლობა და გულის შემუსვრილობა დიდად სთნავს უფალს და მის რისხვას მუდამ წყალობად აქცევს.

   მეფე მავრიკიუსის დროს თრაკიაში სასტიკი და დაუნდობელი ავა-ზაკი ცხოვრობდა. რაკი მძლავრებით ვერ შეიპყრო იგი, მეფემ გადაწ-ყვიტა, ავაზაკის დასაოკებლად მოწყალე მოპყრობა ეცადა. ამიტომ თავისი ჯვარი გაუგზავნა და შეუთვალა:

   -ნუ გეშინია.-ამ უჩვეულო საქციელმა შეძრა ავაზაკის გული. მან და-უყოვნებლივ მოინანია, თავად ეახლა მეფეს, დაეცა მის ფერხთით და მართალი ცხოვრების დაწყება აღუთქვა. მეფემ შეუნდო ავაზაკს და იგი ქალაქში დასახლდა. დიდი ხანი არ გასულა და, ყოფილი ავაზაკი მძიმედ დასნეულდა. სნეულმა ერთხელ საშინელი სამსჯავრო იხილა სიზმრად. გამოღვიძებულმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, შეძრწუ-ნდა საკუთარ ცოდვათა გამო და მდუღარე ცრემლთა ფრქვევით შე-ევედრა ღმერთს შენდობას.

   -უფალო, კაცთმოყვარევ, მეუფეო,-ამბობდა იგი,-როგორც ჩემამდე იხსენი ავაზაკი, ასევე აწ ჩემზე მოავლინე შენი წყალობა და მიიღე ჩემი გოდება, რომლითაც ვგოდებ სასიკვდილო სარეცელზე მდებარე. და როგორც მიიღე სხვანი, ვინც მოგეახლნენ მეათერთმეტე ჟამს და ვერაფერი ჰქმნეს საღირალი, ასევე შეიწირე ჩემი მწარე ცრემლები და განმწმინდე და განმანათლე მით. მეტს ნურაფერს მოელი ჩემგან. ნუ მოელი და ნუ განმცდი, რადგანაც ჩემში ვერაფერს ჰპოვებ კეთილს; ჩემი ურჯულოება და ჩემგან ქმნილი ურიცხვი ცოდვა გარს მახვევია. მაგრამ მიიღე ჩემი მცირე ცრემლებიც, ვით მიგიღია პეტრე მოციქუ-ლის გოდება, და შენი მოწყალების ღრუბლით განბანე ჩემი ცოდვანი!

   და ამგვარად, მოთქმით აღასარებდა იგი თავის ცოდვებს მრავალი საათის განმავლობაში, შემდეგ კი აღესრულა. მისი მიცვალების ჟამს იმავე სახლში მცხოვრებმა ექიმმა სიზმრად ამგვარი რამ იხილა: ავა-ზაკის სარეცელთან მრავლის უმრავლესი ავსული შეიკრიბა, რომელ-თაც ხელთ ეპყრათ მიცვალებულის ცოდვათა ჩამონათვალი. შემდეგ გამოჩნდა ორი ანგელოზი სასწორით ხელში. სასწორის ერთ პინაზე ეშმაკებმა მიცვალებულის ცოდვათა სია დადეს.

  -ჩვენ რაღა დავდოთ ჩვენ პინაზე?-იკითხეს ანგელოზებმა,-ხელთ არაფერი გვაქვს, რადგან მხოლოდ ათი დღეა, რაც მან კაცისკვლაზე აიღო ხელი! აი, ეს ხომ არ დავდოთ: ხელსახოცი, დალტობილი ცრემ-ლებით, რომელიც სიკვდილის წინ დააფრქვია?-და მართლაც, დადეს. და ჰოი, იხილეთ უფლის გულმოწყალების განუზომელობა! ხელსახო-ცმა ავაზაკის ყველა ცოდვა გადაწონა და ავსულთა სიები გაქრა. ანგე-ლოზებმა აიყვანეს მიცვალებულის სული, ეშმაკები კი სირცხვილე-ულნი გაიფანტნენ. აი, ძმანო, რას ნიშნავს ტირილი და შემუსვრი-ლობა ცოდვათა გამო!

   მაგრამ განა ერთადერთი გვაქვს ამგვარი მაგალითი? არა, ასეთი მრა-ვლის უმრავლესია. ღმერთმა შეიწყნარა მეძავი, როდესაც მან ცრემ-ლით განუბანა და საკუთარი თმით შეუმშრალა უფალს ფეხები. შენდობილი გამოვიდა ტაძრიდან მეზვერე-მას შემდეგ, რაც იდგა ტა-ძარში, ცად თვალის აპყრობაც ვერ გაებედა, მკერდში იცემდა და ამბობდა:-უფალო, შემიწყალე მე ცოდვილიო.-შეენდო მოციქულ პეტ-რესაც, ვინც სამგზის უარყო ქრისტე, და შეენდო იმად, რომ მწარე ცრემლი დაღვარა თავისი შეცოდების გამო. დავითს შეენდო მრუშო-ბისა და მკვლელობის მძიმე ცოდვა, მაგრამ შეენდო მას შემდეგ, რაც ყოველღამ ცრემლით ალტობდა სარეცელს. ჩვენც ხშირად ვიტიროთ ჩვენს მრავალ ცოდვათა გამო, რათა უფალმა, რომელიც იხილავს ჩვენს შემუსვრილებას, მიგვიღოს, ვით მამამ მიიღო ძე შეცდომილი, და შეგვინდოს, რომ შეჰღაღადა: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა (ლუკ. 23,42). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება