მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > თანამედროვე ქართული მწერლობის იდეურ-თემატური სამყარო
თანამედროვე ქართული მწერლობის იდეურ-თემატური სამყარო28-05-2014, 00:03 |
ზოგადი მიმოხილვა
1. სამშობლოს, პატრიოტიზმისა და ეროვნული კულტურის კრიტიკა
ზოგადად თუ მიმოვიხილავთ თანამედროვე ქართულ მწერლობას, რამდენიმე ძირითადი თემა შეიძლება გამოვყოთ. ერთ-ერთი მთა-ვარი საკითხია სამშობლოს, პატრიოტიზმისა და ეროვნული კულ-ტურის კრიტიკა, ეროვნული ნიჰილიზმის ქადაგება. აუცილებელია, ორიოდე სიტყვა ითქვას პატრიოტიზმის ნეო-ლიბერალურ გაგებაზე: თუ როგორ შინაარსს დებენ ახალი ლიბე-რალები ამ სიტყვაში, პატრიოტიზმის როგორი გაგება სურთ, რომ დაამკვიდრონ. საერთოდ, ნეოლიბერალური ექსტრემიზმის განუყოფელი ნაწილია ცნებათა შინაარსების აღრევა. ამა თუ იმ მოვლენას ხშირად იმის საპირისპირო სახელს არქმევენ, რასაც ის რეალურად წარმოადგენს. მაგ.: ჯანსაღი პატრიოტული გრძნობის გამოვლენას ფაშიზმი და იზოლაციონიზმი უწოდეს, ხოლო თხემით ტერფამდე ანტიეროვნულ პოლიტიკურ გაერთიანებას - „ნაციონალური მოძრაობა". ეს ერთი უდიდესი კურიოზია, თუ ამას კურიოზი შეიძლება ეწოდოს. ზოგიერთი მოვლენისათვის სახელის გამოცვლით კი სურთ, იმ სათაკილო შინაარსის რეაბილიტაცია მოახდინონ, რასაც ის რეა-ლურად ასახავს. ამიტომაც, მეძავობას „სექსმუშაკობა" დაარქვეს, მამათმავლობას-„ჰომოსექსუალიზმი". ცნებების „პატრიოტულისა" და „ეროვნულის" გაუფასურებისა და გამასხარავებისათვის კი ნეოლიბე-რალები განსაკუთრებული თავგამოდებით იღვწიან. „პატრიოტი" მათ ბანაკის მობინადრე თინეიჯერს უწოდეს, ხოლო „ეროვნული" კი-მისაღებ გამოცდებს. ზოგიერთი ახალი ლიბერალი ცდილობს ფილოსოფოსობანას თამაშით შემოგვაპაროს პატრიოტიზმის ნეოლიბერალური დეფი-ნაცია. ამის ნიმუშია ლ. ბერძენიშვილის სტატია: „პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი და იდენტობის სხვადასხვა დონე". ბერძენიშვილმა აღმოაჩინა, რომ „პატრიოტიზმზე ლაპარაკი არ შეიძლება იმ დრომდე, ვიდრე მეფის მიმართ ლოიალობა შეიცვლებოდეს სახელმწიფოს მიმართ ლოიალობით... ეს მოვლენა ჩნდება მას შემდეგ, როცა სუბიექტი მოქალაქის ლოიალობისა ხდება არა მეფე, არა ხალხი, არა მიწა-წყალი, არა აღმსარებლობა, არამედ-სახელმწიფო".1 ბერძენიშ-ვილის ერთმნიშვნელოვანი დასკვნით, პატრიოტიზმი შეუძლებელია არსებობდეს მონარქიულ ქვეყანაში, ვინაიდან პატრიოტი ისაა, ვისი ლოიალობის ობიექტიც არის სახელმწიფო და არა მონარქი; შესა-ბამისად, პატრიოტები ვერ იქნებოდნენ ვერც დავით აღმაშენებელი, ვერც თამარი, ვერც მეფე ერეკლე, ვერც მათი თანამებრძოლნი. ქართული პატრიოტიზმის ათვლის წერტილი უნდა დავიწყოთ საქართველოს სამეფოს გაუქმებიდან, მაგრამ აქაც სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით: ბერძენიშვილის თქმით, პატრიოტული გრძნობის არსებობა „შეუძლებელია კოლონიურ ქვეყანაში",2 საქარ-თველო მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის გუბერნია იყო, ქართველთა ლოიალობის ობიექტი კი ვერ იქნებოდა ქართული სახელმწიფო, რადგანაც იგი არ არსებობდა. შესაბამისად, გამოირიცხა ქართული პატრიოტიზმი XIX საუკუნეში. ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა და სხვები პატრიოტები არ ყოფილან! მით უმეტეს, შეუძლებელია პატრიოტული გრძნობის არსებობა საბჭოთა საქართველოში: „ქარ-თული პატრიოტიზმი საბჭოთა კავშირის დროს არ არსებობდა და ვერც იარსებებდა-ეს შეუძლებელია კოლონიურ ქვეყანაში".3 აქედან გამომდინარე, არც ქაქუცა ჩოლოყაშვილი ყოფილა პატრიოტი, არც ივანე ჯავახიშვილი, არც ექვთიმე თაყაიშვილი და არც ვინმე სხვა... სამაგიეროდ ბერძენიშვილის ლოგიკით, პატრიოტები ყოფილან ის კომუნისტები და ფაშისტები, რომელთა ლოიალობის ობიექტიც იყო საბჭოთა რუსეთისა და ნაცისტური გერმანიის სახელმწიფოები. ლ. ბერძენიშვილი ხსნის ფრჩხილებს და ნათლად მიგვითითებს თავისი აზროვნების წყაროების შესახებ: „ყველაზე პერსპექტიული და ყველა თვალსაზრისით სასარგებლო არის ამ ცნების ამერიკული განმარტება, რომლის მიხედვით პატრიოტიზმი ზუსტად იგივეა, რაც ლოიალობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი".4 კვლავ აშკარაა უგუ-ნური ბრმადმიმბაძველობა და ყოველივე ამერიკულის გადმონერგვის სურვილი. ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკაში პატრიოტიზმის ამგვარი გაგების ჩამოყალიბებას ჰქონდა თავისი მიზეზები. საქმე ისაა, რომ არ არსებობს და არც არასოდეს იარსებებს ამერიკელი ეთნოსი; ამიტომაც გამორიცხულია ამერიკაში ეთნიკური პატრიოტიზმის არსებობა. ბერძენიშვილი განაგრძობს: „როდის გვექნება თანამედროვე და სრულფასოვანი პატრიოტიზმი?-მაშინ, როცა პატრიოტული ფრაზა იქნება:-არა „ვასრულებ ილიას ნაანდერძალს!" ან „წინ, ახალი დიდგო-რისაკენ!", არც „მამული, ენა, სარწმუნოება" და არც თუნდაც „მე მიყვარს ქართველი ხალხი", არამედ-„ყოყმანისა და ორჭოფობის გარეშე ვემორჩილები საქართველოს პრეზიდენტის (ან პარლამენტის, ან უზენაესი სასამართლოს) გადაწყვეტილებას (მიუხედავად იმისა, რამდენად ხელსაყრელი და მომგებიანია იგი ჩემთვის)!!!"5 კომუნისტური მმართველობის პრინციპიც ხომ ეს იყო: პატრიოტი არის ის, ვინც პარტიის დადგენილებას ემორჩილება! ახლა პატრიოტი ის გახლავთ, ვინც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფ-ლებას უპირიბოდ ემორჩილება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. ეს კი გახლავთ ნეოლიბერალური მონობის დასა-წყისი. ნარკვევის ავტორი პატრიოტული გრძნობის განმსაზღვრელად აღიარებს არა ადამიანის შინაგან ნებასა და ბუნებას, არამედ გარეგან, სოციალურ-პოლიტიკურ ფაქტორებს. ასეთია შინაარსისაგან დაცლი-ლი, ფორმალურ ეტიკეტამდე დასული პატრიოტიზმის ნეოლიბე-რალური გაგება, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მერე რა მოხდა, რომ ბერძენიშვილმაც შესანიშნავად იცის ამ დეფინიციის უსუსურობა?.. მთავარია, გრანტი წამოვა! ზოგიერთ შემთხვევაში კი ამ ვაიფილოსოფიური მსჯელობებისაგან განსხვავებით, ნეოლიბერალები სათქმელს პირდაპირ ამბობენ: „ეროვ-ნული თვითშეგნება კოლექტიური პარანოიის ნაირსახეობაა, მას ხშირად მგზნებარე პატრიოტიზმსაც უწოდებენ, ეს კი, თავის მხრივ, ჰიპერსექსუალობას წააგავს. განსხვავება ჰიპერსექსუალობასა და ჰიპერპატრიოტიზმს შორის მხოლოდ იმაშია, რომ პირველი თანდა-ყოლილი პათოლოგიაა, მეორე კი-შეძენილი"6- გვმოძღვრავს პ. ქურ-დაძე. დ. უსუფაშვილი კი ასეთ განცხადებას აკეთებს: „...ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი შეხედულება და ისეთი იდეა, რომელიც, შესაძლოა, ჩვენი თანამოქალაქოობის ერთ ნაწილში ვერ არის ასეთი პოპულარული. მაგალითად, ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ თქვენ, ჩემო შვილო, შენ დაიბადე და გაგაჩინეთ იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს. მე ვეუბნები, რომ, შვილო, თქვენ დაიბადეთ და შეიქმენით და გაჩნდით ამ ქვეყანაზე, რომ იყოთ თავისუფალნი და ბედნიერნი და ყველა საკითხზე გააკეთოთ თავისუფალი არჩევანი..."7 ერთი სიტყვით, სამშობლოს სამსახური ნეოლიბერალებისათვის არ არის მორალური იმპერატივი. ეს იდეოლოგიური კონცეპტი თეორიული აზროვნების სფეროდან ინაცვლებს მხატვრულ ლიტერატურაშიც. როგორც ქართული პოსტ-მოდერნიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი გვამცნობს: „პოსტმო-დერნულ ადამიანს ხელიდან ეცლება სამშობლოს ცნება, ეროვნული იდეალები: მისთვის ისტორია რეალურყოფილს აღარაფერს ინახავს, ისტორია მხოლოდ მითების ერთობლიობაა, პიროვნება თავის ეროვ-ნულ, დედა-ისტორიას მოწყვეტილია, მისგან გაუცხოებულია".8 თანამედროვე ქართულ მწერლობაში ეროვნული ნიჰილიზმის ქადაგება ერთობ საჭირო, აუცილებელ საქმედ არის ჩათვლილი. პოსტმოდერნისტული ეპატაჟის განუყოფელი ნაწილია „ღადაობა" წინაპართა ნამოღვაწარზე: „... გურჯისტანში ყოველთვის პატივსა სცემდნენ ასაკს, ჩვენი წინაპრები კი დედამიწის ზურგზე ყველაზე ასაკოვნებად და ხანდაზმულებად მიმაჩნია. თუმცა ამასთან ისიც სახსენებელია, რომ ყველა როდი იყო ისეთი ნაღდი და სასახელო მამულიშვილი, რომ თითოეული მათგანისგან განურჩევლად ღირდეს მაგალითის აღება. ჩვენდა სააუგოდ ისიც უნდა ითქვას, რომ ერთი-ორი ყველა თაობაში გამოგვერეოდა ხოლმე საქვეყნოდ თავის-მომჭრელი დამთხვეული, ვინცა ნაცრის ქექვას არად აქნევდა, და ხან ქვას თლიდა, სადღაც იყალთოში თუ ჯანდაბაში რომ დაედო, ხან ჰაგიოგრაფიულ ძეგლებსა თუ ვაიუშველებელ პოემებსა სწერდა, ხან ჭედურობის თითით საჩვენებელ ნიმუშებსა სჭედავდა, ხან ქვეყნის მოწყობის გეგმაზე ასრესდა ტვინს, ხან კიდევ მეჭურჭლეთ-უხუცესობდა და გურჯისტანიდან სახელდახელოდ გატანილ საგან-ძურს დაჰფოფინებდა, თვითონ კი ამ დროს შიმშილისაგან კუჭი ეწვოდა... არ ერჩივნათ ყოფილიყვნენ წყნარად, ეკოტრიალათ ლოგი-ნში და ელოკათ ჯამები, ვიდრე შიმშილისაგან კუჭი გახმობოდათ და რუმბივით გასიებულთ საბოლოო ანგარიშით ზღვის ფსკერზე ელივ-ლივათ?"9 საქართველოს ისტორიული წარსულის გაშარჟების კუთხით ნაყო-ფიერად მუშაობს ლაშა ბუღაძე. როგორც ბუღაძის შემოქმედების მკვლევარები მიუთითებენ, მწერალი „ისტორიოგრაფიულ მეტაპ-როზას" ქმნის. მისი ნაწარმოები „პირველი რუსი" თამარ მეფის საქორწინო ღამის შესახებ მოგვითხრობს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, აშკარაა მოთხრობის ქსენოფობიური მიზანდასახულობა. ეს თვით სათაურიდანაც ჩანს: „პირველი რუსი". ამის შემდეგ გამოვა „ტელე-მწერალი" ბუღაძე და ქსენოფობიაზე დაიწყებს პედაგოგიკური ტონით საუბარს. აბა, ბუღაძეს დაეწერა მოთხრობა „პირევლი ამერიკელი", რომელშიც უზნეო ამერიკელის სახე იქნებოდა აღწერილი... რა ამბავს ატეხდა მთელი ჩვენი ლიბერასტობა! იმავე ავტორის მოთხრობას-„საშინაო დავალება: როსტომ-ხანი" ბაკურ სულაკაურმა თავის საუკეთესო მოთხრობებში მიუჩინა ადგილი (2009). ნაწარმოები როსტომ-ხანის აპოლოგიას წარმოადგენს. როსტომი გამოყვანილია შესანიშნავ მმართველად, რომელმაც მარ-თალია, უარი თქვა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, მაგრამ ამით მშვიდობა შეინარჩუნა. ირონიით გვიხატავს ბუღაძე „ფუნდამენ-ტალისტ" სკოლის მასწავლებელს: „-წარმოიგინეთ, რამდენი სული დაღუპა ამ კაცმა!-წუხს მაია მასი. ალბათ, როგორ ველოდით რჯუ-ლისათვის წამებას... მტკვარში ჩახრჩობას... კიდურების წაწყვეტას, თავის დაჭრას, ცეცხლში დაფერფვლას! გმირებს გმირობა არ ჩა-ადენინა ამ უღმერთომ, უდრეკ მორწმუნეებს ქრისტეს ერთგულების საშუალება არ მისცა".10 მოთხრობას ლაიტმოტივად გასდევს აზრი, რომ რელიგიური რწმენისათვის თავის გაწირვა სისულელეა, მთავარია მატერიალური კეთილდღეობის შენარჩუნება. ნეოლიბერალურ საზოგადოებაში რე-ლიგიური რწმენისათვის თავის გაწირვა აბსოლუტურ სისულელედ ცხადდება. უმაღლესი ღირებულებაა ფიზიკური არსებობა, მიუხე-დავად იმისა, რის ხარჯზე იქნება იგი შენარჩუნებული. ჩვენი წინა-პრები კი, რომელთაც რწმენისათვის თავი გაწირეს, იდიოტებად ცხადდებიან. სამშობლოსა და პატრიოტიზმისადმი აგდებული დამოკიდე-ბულების პარალელურად სასურველ მოვლენად ცხადდება გლობა-ლიზაცია, მისი მოწინააღმდეგეები კი, ველურ და შეშლილ ფანატი-კოსებად. გ. მეგრელიშვილის თითიდან ძალისძალად გამოწოვილ, სქემატურ მოთხრობაში „ანტიგლობალისტები"11 გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა შთამბეჭდავი სახეებია დახატული. სადისტი ან-ტიგლობალისტები მოკლავენ უდანაშაულო ზანგს და შემდეგ ღორებს მიუგდებენ საჭმელად. თანამედროვე მწერლობა ეროვნული კულტურისადმი ხშირად ცინიკურ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენს. ამის ნა-თელი მაგალითია დ. ბარბაქაძის ტექსტი „ტრფობა წამებულთა", რომელშიც მასხარადაა აგდებული ჰაგიოგრაფიული მწერლობა. რაც ყველაზე გამაოგნებელია: ამ ტექსტის ავტორს ჰყოფნის თავხედობა, რომ სრული სერიოზულობით განაცხადოს: „ტრფობა წამებულთა" დაწერილია... იმ ადამიანის მიერ, ვინც თავის თავს ილია ჭავჭავაძის და მიხეილ ჯავახიშვილის მოწაფედ მიიჩნევს".12 საინტერესო და მრავლისმთქმელია ქართული ლიტერატურის კლასიკოსების მხატვრული შესაძლებლობების შეფასება განათლების მინისტრის მოადგილედ ნამსახურები პოეტისა და ლიტერატორის, მ. ლეკიაშვილის მიერ: „ქართულ პოეზიაში გამორჩეულად ყალბი და სახელგანთქმულია გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება. ხოლო პო-ეზიის ყველაზე ცუდი, მდარე და მდაბიო მკითხველები ისინი არიან, ვისაც ეს შემოქმედება არათუ გულს არ ურევს, არამედ მოსწონს და უყვარს კიდეც".13 ლეკიაშვილი არ ინდობს არც ნიკოლოზ ბართაშვილსა და არც ილია ჭავჭავაძეს: „აკუსტიკურობის სრული უგულებელყოფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია დიდ პოეტად შერაცხული ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება. ნიშანდობლივია, აქ ისიც, რომ ნიკო-ლოზ ბარათაშვილი აღმოაჩინა და დიდ პოეტად შერაცხა ილია ჭავჭავაძემ. ამ უკანასკნელს კი თვითონ იმდენად დახშული ჰქონდა პოეტური სმენა, რომ „თამარიანს" სიტყვების რახარუხს უწოდებდა, თვითონ კი ეგონა, რომ ლექსებს წერდა".14 ლეკიაშვილი უაღრესად გაფაქიზებული და, ამდენად, პრეტენ-ზიული ესთეტიკური გემოვნების მქონე ადამიანია. მას მიაჩნია, რომ „ბოლო საუკუნეების განმავლობაში ქართულად არ დაწერილა არც ერთი მართლა კარგი ლექსი".15 ასეთ განცხადებას ნამდვი-ლად ვერ დავეთანხმებით. მ. ლეკიაშვილი ამ შემთხვევაში, როგორც ყველა ზნეობრივ ადამიანს სჩვევია, დიდი თავმდაბლობას ავლენს. სინამდვილეში, ბოლო საუკუნეების განმავლობაში მართლაც დაიწერა ერთი შედევრი, რომლის ავტორი თავად ლეკიაშვილია. ცხადია, აგდებული დამოკიდებულებისაგან ვერ გადარჩებოდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანიც". პოეტმა პაატა შამუგიამ დაწერა მინიპოემა „ანტიტყაოსანი", რომელშიც ავადმყოფურმა გონე-ბამ ტარიელისა და ასმათის სექსუალურ სცენებს შეასხა ხორცი. ერთი სიტყვით, ეროვნული კულტურის აბუჩად აგდება დღეს საქებარ, შესაშურ და აუცილებელ საქმედ ითვლება. ასეთი საქცი-ელით ავტორები საგანგებოდ უსვამენ ხაზს საკუთარ გამბედაობასა და „თავისუფალ აზროვნებას".
2. მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკა
განსაკუთრებით დიდი სიძულვილით ნეოლიბერალები მართლმა-დიდებლური ეკლესიის მიმართ არიან განწყობილნი. ამ გარემოებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: უპირველეს ყოვლისა, ეს არის რადიკალური მსოფლმხედ-ველობრივი შეუთავსებლობა. რამდენიც უნდა ამტკიცონ თავგამო-დებით ზერელედ მოაზროვნეებმა, რომ ნეოლიბერალიზმის საფუძ-ველი ქრისტიანობაა, ფაქტი ჯიუტია: ნეოლიბერალიზმი და მართლმადიდებლური ქრისტიანობა დიამეტრულად საპირის-პირო, აბსოლუტურად შეუთავსებელი მოძღვრებებია.16 მართლმადიდებლური სწავლების ცენტრში დგას ღმერთი, ლი-ბერალური მსოფლხედვის ცენტრში კი-ადამიანი. მართლმადი-დებლური შეხედულებით, ერთია ჭეშმარიტება და ერთია მასთან მისასვლელი გზა, ნეოლიბერალური თვალსაზრისით კი, ყველას თავისი ჭეშმარიტება გააჩნია. მართლმადიდებლური ეკლესია განაჩინებს, რომ არსებობს ღვთივდადგენილი, უცვალებელი და მარადიული ღირებულებები. ნეოლიბერალთა მიხედვით კი, ადამი-ანები თავად ადგენენ, რა არის კარგი და რა-ცუდი. მართლმადი-დებლური ეკლესია, ნეოლიბერალთაგან განსხვავებით, ყოველთვის დაგმობს ქორწინებამდელ სქესობრივ ურთიერთობებს, არასოდეს აღიარებს ჰომოსექსუალიზმს სქესობრივი ცხოვრების ბუნებრივ ფორმად, მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის მკაცრად გაილაშქრებს უზნეობის პროპაგანდის წინააღმდეგ, რაც ნეოლიბე-რალთა მხრიდან თავისუფლების ნიღბით ხორციელდება. ერთი სიტყვით, მართლმადიდებლობასა და ნეოლიბერალიზმს შორის დაპირისპირება იმდენად მძაფრია, რომ როგორც მკვლევარი მიუთითებს, ბოლოს „ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ან ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, ან ისეთ ეკლესიას, რომელიც, ევროპული ანალოგების მსგავსად, ნეოლიბერალური სახელმწიფოს „სასულიერო განყოფილებად" იქნება გადაქცეული და ყველაფერს „აკურთხებს"-ერთსქესიანი ქორწინებებისა და სხვა „ფუნდამენტური უფლებების" ჩათვლით".17 ნეოლიბერალების მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გამძვინვარების მეორე მიზეზი გახლავთ შემდეგი: როგორც სამართლიანად მიუ-თითებს ა. ბაქრაძე, ქართველი ერის წინამძღოლობის მისიას ასრუ-ლებდა ორი ძალა: ქართული მწერლობა და საქართველოს მართლ-მადიდებლური ეკლესია. XIX საუკუნეში, რუსეთის სამეფოს მიერ საქართველოს ანექსიის და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოსპობის შემდეგ, მართლმადიდებლური ეკლესია ვეღარ ახერხებდა ეროვნული წინმაძღოლის ფუნქციის შესრულებას, ამიტომაც მთელი პასუხისმგებლობა ქართულ მწერლობას დაეკისრა. დღეს საპირის-პირო ვითარებასთან გვაქვს საქმე. ნეოლიბერალებმა სრულად დაი-მორჩილეს ყველა ინსტიტუტი, იერიშით აიღეს ქართული მწერლობა. ამ ვითარებაში ერთადერთი სისტემა, ერთადერთი ძალა, რომლის სრულად დამორჩილება მათ ვერ მოახერხეს, ეს არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ეს იმით არის განპირობებული, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ჯანსაღი კონსერვატიული ბუნებისაა და ლიბერასტული კადრების იქ დამკვიდრება უკიდურესად გაძ-ნელებულია. ერთადერთი სისტემა, რომელიც საგანგებო ყურა-დღებას ამახვილებს ეროვნულ პრობლემატიკაზე, რომელიც თავის თავში იცავს და პატრონობს ქართულ ეროვნულ ფე-ნომენს, არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეები და ქადაგებები არის არა მხოლოდ ღრმა სულიერების, არამედ ეროვნული და სახელმწოფოებრივი აზროვნების ბრწყინვალე ნიმუში. ნეოლიბერალები კატეგორიულად აყენებენ საქართველოს მართლ-მადიდებლური ეკლესიის გარდაქმნის მოთხოვნას, თუმცა იშვიათად აკონკრეტებენ, რა იგულისხმება ამ გარდაქმნაში: ის, რომ საქართ-ველოს ეკლესია კათოლიკური ეკლესიის ნაწილი გახდეს, თუ ის, რომ პირდაპირ პროტესტანტული ეკლესიის იმ განშტოებას დაუკავ-შირდეს, რომლის ლესბოსელ ეპისკოპოს ქალსაც „ცოლად" ჰყავს ამავე ეკლესიის მღვდელი ქალი. რაოდენ ამაღლებული იქნება ლოცვა იმ ეკლესიაში, სადაც მღვდელი ეპისკოპოსზეა გათხოვილი! მოგეხსენებათ, ნეოლიბერალები თავს ილია ჭავჭავაძის მემკვიდ-რეებად აცხადებენ. ვნახოთ, თუ როგორ აფასებს ილია ჭავჭავაძე მართლმადიდებლური ეკლესიის როლს საქართველოს ისტორიაში: „წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვი-დრებულმა ქრიატიანობამ გვიხსნა ჩვენ არამცთუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. იმ უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნობას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთა-ებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმა-რიტებისა. და, აი, ათასხუთასი წელიწადია, ამ ძალ-ღონით ქრისტიანობამ შეგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნობა. ქრისტიანობის მოფენა და დამკვიდრება თვითონ ცალკე, თავისთავადაც დიდი ღვაწ-ლია და რომ ქრისტიანობამ ქვითკირსავით შეგვკრა და გაგვამაგრა, რომ ქრისტიანობა გაგვიძღვა მამულისა და ეროვნობის შერჩენისა და ხსნისათვის, ღვაწლი იგი გვიორ-კეცდება, გვიდიდდება, გვიძლიერდება" (ი. ჭავჭავაძე, ქართ-ველი ერი და ღვაწლი წმინდა ნინოსი, გაზ. „ივერია", 1888, № 9). ე.წ. „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" რექტორის, გ. თევზაძის თქმით კი, „მართლმადიდებლური ეკლესიის დადებითი როლი საქართველოს ისტორიაში საკამათოა".18თუმცა, რატომ უნდა გაგვიკვირდეს თევზაძის განცხადება, როცა ქართველ ნეოლიბერალთა მამამთავარი უფრო შორსაც წავიდა, როცა ქართული აზროვნების სპეციფიკაზე საუბრისას გვამცნო, რომ „რუსულმა აზროვნებამაც და მართლმადიდებელმა ქრისტიანობამაც ჩვენ უფსკრულში გა-დაგვჩეხა".19 ვის დავუჯეროთ, ილია ჭავჭავაძეს, რომლის თქმითაც, მართლმა-დიდებლურმა ქრისტიანობამ იხსნა საქართველო სულიერადაც და ხორციელადაც, თუ ნეოლიბერალებს, რომელთა აზრითაც, მართლმა-დიდებლობამ ჩვენ უფსკრულში გადაგვჩეხა? ახალი ლიბერალები გამუდმებით იმეორებენ აბსოლუტურ სი-სულელეს, რომ თითქოს სხვაა სტალინამდელი და სტალინის მმართველობის შემდგომდროინდელი მართლმადიდებლობა, რომ „ქართულ ნაციონალისტურ მართლმადიდებლობას ნამდვილად ატყ-ვია სტალინური სულისკვეთების კვალი",20 რომ „საქართველოს ეკლესია თავისი ორგანიზაცული წყობით ე.წ. „მასობრივი ტიპის" ბოლშევიკური ყაიდის პარტიას ჩამოჰგავს",21 რომ „მართლმადი-დებელი ეკლესიები თითოეულ საბჭოთა რესპუბლიკაში... ტოტა-ლიტარული რეჟიმის ისეთივე ორგანული ნაწილი იყო, როგორც სხვა ნებისმიერი სახელმწიფო თუ „არასახელმწიფო" ორგანიზაცია".22 შემდეგ კი „...პოსტსაბჭოთა საქართველოში საბჭოთა იდეოლოგიის თანდათანობით მართლმადიდებლობად ტრანსფორმაცია დაიწყო, ანუ მართლმადიდებლობა ქართველი ხალხის სუბოტექსი გახდა".23 ამ შემთხვევაშიც სახეზეა დისკრეტიზაციის ერთ-ერთი მთავარი ნეოლიბერალური მეთოდი. იმ შეხედულებასა თუ მოვლენას, რო-მელიც მათ არ მოსწონთ, გამოაცხადებენ კომუნისტურად და იწყებენ მის წინააღმდეგ ბრძოლას. თურმე მართლმადიდებლური ეკლესია სტალინის მმართველობამდე ჩახუტებული იყო სექტანტებთან და აკურთხებდა ერთსქესიან ქორწინებებს, სტალინური რეფორმის შემ-დეგ კი აღარც რელიგიურ უმცირესობებთან გაერთიანება სურს და მამათმავლობასაც შეაჩვენებს, როგორც სასიკვდილო ცოდვას. ნეოლიბერალების აღტაცებული მსჯელობის საგანია საუკუნეთა განმავლობაში არსებული ქართველთა მცირედმორწმუნოება და რელიგიისადმი გულგრილობა. ისინი გამუდმებით იმეორებენ იმ არგუმენტს, რომელსაც ნახუცარი ივანე გამოთქვამს „ჯაყოს ხიზ-ნებში": „ზოგს უკვირს, რატომ საქართველოში სექტანტობა არ იყოო? იმიტომ არ იყოო... რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ურწმუნო იყო, ხოლო სადაც რწმენა არ არის იქ ჭეშმარიტი ღმერთის ძიებაც არ არის, იქ სექტაც არ იქმნის".24 ასეთი მსჯელობა იმ ლოგიკას ჰგავს, როდესაც დურგალს ჰყვე-დრიან, თუ კარგი დურგალი ხარ, თითები რატომ არ გაკლიაო. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰყავს ისეთი დიდი ინტელექტითა და ერუდიციით გამორჩეული წმინდანები, როგო-რებიც არიან: წმ. გრიგოლ ხანძთელი, იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელები, წმ. ეფრემ მცირე, წმ. არსენ იყალთოელი (რომლის შედგენილი თეოლოგიური კრებული „დოგმატიკონი" უნიკალურია მთელი საქრისტიანოს მასშტაბით), წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) და ა.შ. მიუხედავად ამისა, გამოვა რომელიმე ახალი ლიბერალი და თავდაჯერებული გვამცნობს, რომ ქართველებს ქრისტიანული რე-ლიგია არ აინტერესებდათ. სწორედაც რომ აინტერესებდათ და ღრმად ჰქონდათ შესწავლილი, იმიტომ არ აღმოცენებულა ერესი. როგორც წმ. გიორგი მთაწმინდელი ბრძანებდა: „ესე არს სარწმუნოება მართალი ნათესავისა ჩვენისა და რაჟამს ერთგზის გვიცნობიეს, არღარა მიდრეკილ ვართ არცა მარცხლ, არცა მარჯულ და არცა მივდრკებით, თუ ღმერთსა უნდეს".25 გადავიდეთ ლიტერატურულ ტექსტებზე. ნეოლიბერალი მწერლები, უპირველესად, თავად შემოქმედის წინააღმდეგ ილაშქრებენ და ქმნიან ისეთ სტრიქონებს, რომელთა ავტორებისაც თვით „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" აქტივისტებსაც კი შეშურდებოდათ. უზენა-ესისადმი უაღრესად გაბედული დამოკიდებულებით გამოირჩევა პოეტი პაატა შამუგია, რომელიც არის ავტორი პოემისა „დაუჯ-დომელი". როგორც რომელიმე ნეოლიბერალი კრიტიკოსი იტყოდა, „პოეტი იღებს „დაუჯდომლის" ლოცვითი კანონის ფორმას, ახალი შინაარსით ავსებს მას და ერთგვარ „ანტი-დაუჯდომელს" გვთა-ვაზობს". პოეტი კიდევ უფრო დიდ გასაქანს აძლევს თავის უშრეტ ფანტაზიას და იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის თავისებურ ვერსიას გვთავაზობს. საგანგებო აღნიშვნის ღირსია სასულიერო პირებისა და მრევლის სახე თანამედროვე ქართულ მწერლობაში. მწერალთა ცალმხრივობა და მიკერძოება განსაკუთრებული სიცხადით სწორედ ამ შემთხვევაში მჟღავნდება. თუ სადმე მღვდლის სახე გაკრთა, ის ან ვერცხ-ლისმოყვარეა (ბ. ხვედელიძე, „უზარმაზარი ბაზარი") - ან, ლოთი და ხარბი (გ. მეგრელიშვილი, „მღვდელი"), ან მლიქვნელი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანს ყურადღებას არ უთმობს (ლ. ბუღაძე, „კავკასიოლოგი"). იმის თქმა კი არ გვსურს, თითქოს, ასეთი მღვდლები არ არსებობენ, მაგრამ თანამედროვე მწერალთა მიერ, უმთავრეს შემთხვევაში, მხოლოდ უარყოფითი ხდება გამოსახვის საგნად. ამ მხრივაც თანა-მედროვე ლიტერატურა სოციალისტური რეალიზმის მემკვიდრეა, მისდევს რა ლოგიკას: მღვდელია? ე.ი. ცუდია! მწერლები, სულიერ სიმახინჯესთან ერთად, ხაზს უსვამენ მღვდელმსახურთა ხორციელ სიბინძურესაც: გ. მეგრელიშვილი წერს: მღვდელი „... მაღალი კაცი იყო, ჭაღარა, წვერს ყოველთვის ერთნა-ირად ატარებდა (ხომ შესანიშნავი ქართულია? ლ. ბ.) ანაფორა ქერტლით ჰქონდა დაფარული... გალურჯებულ ტუჩებს ხშირად ილოკავდა, რაც ხარბი ადამიანის შესახედაობას აძლევდა".26 ქერტლიანი ანაფორის თემა ბურჭულაძესთანაც გაკრთება: „ეკლე-სიის ეზოდან მღვდელი გამოდის... ძალიან გამხდარი კაცია, ერთი დაბანღა დარჩა. ტალღოვანი წითური წვერი და ბავშვივით ნათელი თვალები აქვს... მამა ეზოში ბრუნდება. საკმევლის და ოფლის სუნს ერთად ტოვებს. ანაფორის შავ ქსოვილზე კარგად ჩანს, როგორ აყრია მხრებზე მოყვითალო ქერტლი".27 ამის თაობაზე შეიძლება ითქვას, რომ ერთი დაუბანელი მღვდელი მაინც ბევრად სჯობს ათ დაბანილ, ნოდარ ლადარიას მსგავს, „თეო-ლოგს". იშვიათად მოიძებნება ეკლესიაზე ისე გამწარებით დაგეშილი ავტორი, როგორიცაა ზ. ბურჭულაძე. იგი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ბოლო ჟამის უდიდეს წმინდანს ბერ გაბრიელს (ურ-გებაძეს). ასევე ხატოვნად არის ასახული თანამედროვე მწერლობაში ქა-რთველი მრევლის სახე: ბანჯგვლიანი, მოუვლელი ქალები (ზ. ლეჟავა, „სამუდამო კბილები"), სამარხვო ტორტებისა და კატლეტების მაძებარი მორწმუნეები, „ღობის წინ სკამზე ჩიტებივით ჩამწკრი-ვებული და შავებში ჩაცმული ბებიები", რომელთაც ხელში ნაკურთხი სანთლები უჭირავთ და „ზომბებს გვანან: დანაოჭებული, გაქვავე-ბული სახეები და ანთებული თვალები აქვთ".28 ეკლესიური ქალის „ეშმაკობაა" დ. ქართველიშვილის მოთხრობა „ციყვის" თემა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შვილი არ უჩნდება. ცოლი მორწმუნეა, ქმარი-ურწმუნო. ბოლოს მკურნალობა შედეგს გამოიღებს და ქალი დაორსულდება, მაგრამ ცოლი უმალავს ქმარს ნამდვილ ამბავს და ცდილობს, ეს ღვთაებრივ სასწაულად გაასაღოს, რათა რო-გორმე ეკლესიაში მიიყვანოს მეუღლე.29 ქართველიშვილის ეს მოთხრობა იმითაცაა საყურადღებო, რომ მასში აღწერილია თანამედროვე ადამიანისა და თანამედროვე მწე-რლის რელიგიური აზროვნების არსი: „სინამდვილეში მე არც მორ-წმუნე ვარ და არც ათეისტი. რა თქმა უნდა, მე ვხვდები, რომ სამყარო ვიღაც ადამიანებზე ძალიან ძლიერმა და ძალიან სრულყოფილმა არსებამ შექმნა, მაგრამ იმის იქით აღარ მივდივარ, აღარ ვიქექები: ვინ არის ეს არსება? რას ითხოვს ეს არსება ჩემგან? მე ჩემი პრობლემები მაქვს. მე მინდა, რომ ჩვენი კანტორა მსოფლიოში ცნობილი კანტორა გახდეს... შეუწყობს ხელს თუ არა ჩემი პრობლემების მოგვარებას ქექვა: ვინ არის ეს არსება? რას ითხოვს ეს არსება ჩემგან? მე მგონი, რომ არ შეუწყობს".30 ასეთია აზროვნება თანამედროვე ადამიანისა. მას „სწამს", რომ ღმერთი არსებობს, იმის იქით კი აღარაფერი აიტერესებს, არ სურს რაიმე ვალდებულების აღება საკუთარ თავზე. იგი ეკლესიის გარეშეც „ბედნიერია". მისი ცხოვრების კრედო კი წინასწარმეტყველის სი-ტყვებით რომ ვთქვათ, ასეთია: „ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკვდებით" (ეს. 22,13). არცთუ იშვიათად კი თანამედროვე ავტორთა ნაწარმოების ფურცლები ასეთ პათოლოგიურ ბოდვებს ეთმობა: „მე რომ ბევრი ფული და ძალა მქონდეს, ავაშენებდი ერთ დიიიიიიდ, უზარმაზარ ეკლესიას და კიდევ ბევრ ფულებს მივცემდი დალაი-ლამას, იერუსალიმის პატრიარქს, რომის პაპსა და ყველა რელიგიის მე-თაურს. ამ ფულების სანაცვლოდ იმათ ვთხოვდი, რომ ჩაეტარებინათ ლოცვა ჩემს აშენებულ უუუზარმაზარ ეკლესიაში... უუუთვლელი ხალხი მოვიდოდა. დეტონატორიანი ბომბი საკურთხეველში იქნე-ბოდა დამონტაჟებული გუმბათზე და სხვაგანაც. რამდენიმე ტერო-რისტი ხალხშიც იქნებოდა გარეული... ამ აფეთქების მერე რელიგიები მოკვდებოდნენ... რელიგიების ბიზნესსაც ვერავინ გააკეთებდა და ჩემს ცოლსაც არ ექნებოდა ასეთი მითებით გამოტენილი ტვინი".31 მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მწერლები ხშირად აკ-რიტიკებენ ეკლესიას, მათი კრიტიკა მაინც ზედაპირული ხასიათისაა. მათ არ ძალუძთ გამოავლინონ ჩვენი რელიგიური ყოფის ღრმად დაფარული, შინაგანი სნეულებანი, რადგან მათ შესამჩნევად რელი-გიური ცხოვრების ხანგრძლივი გამოცდილებაა საჭირო. თანამედროვე შემოქმედებს კი მეტი საქმე არ აქვთ, რომ დაუბანელ, გაუნათლებელ მღვდელს ჩააბარონ აღსარება და ლიტურგიაზე გაიქცნენ დილა-ადრიან. თუ საჭირო გახდა, ისინი თავად დაუწყებენ დამოძღვრას სასულიერო პირებს, ამიტომაც თანამედროვე რელიგიური სატირა უაღრესად ზედაპირულია და ვერ სცდება „სამარხვო ტორტებისა" და „კატლეტების" თემას.
ლევან ბებურიშვილი
1ლ. ბერძენიშვილი, პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი და იდენტობის სხვადა-სხვა დონე, საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე, გვ. 62. 2იქვე, გვ. 72. 3იქვე, გვ. 72. 4იქვე, გვ. 71. 5იქვე, გვ. 73. 6პ. ქურდაძე, ჰიმნი № 2 ნაცია, ჟურნ. „ცხელი შოკოლადი", 2012, № 75, გვ. 147. 7გაზ. „ასავალ-დასავალი", 2012, № 13, გვ. 12. 8დ. ბარბაქაძე, კითხვები და სოციალური გარემო, თბ., 2000, გვ. 21. 9ზ. ბურჭულაძე, მინარელური ჯაზი, თბ., 2010, გვ. 144-145. 1015 საუკეთესო ქართული მოთხრობა 2009, თბ., 2010, გვ. 37. 1115 საუკეთესო ქართული მოთხრობა 2012, თბ., 2012, გვ. 157-169. 12იქვე, გვ. 90. 13მ. ლეკიაშვილი, ველური ხილი, ჟურნ. „ცხელი შოკოლადი", 2011, № 71, გვ. 79. 14იქვე, გვ. 95. 15იქვე, გვ. 79. 16აღნიშნული საკითხის თაობაზე იხ.: ზ. ავალიანი, ნეოლიბერალიზმი და მართლმადიდებლობა, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა", 2011, № 52, გვ. 4, აგრეთვე ფილოსოფოსზ. ხასაიას პუბლიკაციები, განსაკუთრებით მისი ბრწყინ-ვალე ესე - „საქართველო და დასავლური კულტურა", ჟურნ. „ჩვენი მწერლობა", 2012, № 6, გვ. 2-6. 17ზ. ავალიანი, ნეოლიბერალიზმი და მართლმადიდებლობა, გაზ. „საქართ-ველოს რესპუბლიკა", 2011, № 52, გვ. 4. 18გ. თევზაძე, საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები, თბ., 1999, გვ. 82. 19მ. მამარდაშვილი, ცნობიერების ტოპოლოგია, თბ., 2011, გვ. 190. 20გ. ნოდია, ემუქრება თუ არა საქართველოს რელიგიური ფუნდამენ-ტალიზმი?, ეკლესია, სახელმწიფო და რელეგიური უმცირესობები საქართ-ველოში: გვემუქრება თუ არა რელიგიური ფუნდამენტალიზმის საფრთხე? თბ., 2000, გვ. 63. 21ა. ჯოხაძე, სიკვდილი ბიზანტიურად, საზოგადოება და პოლიტიკა, IV, გვ. 188. 22ზ. შათირიშვილი, რომის მისია და სტალინური მართლმადიდებლობა, ეკლესია, სახელმწიფო და რელიგიური უმცირესობები საქართველოში, გვ. 71. 23გ. მაისურაძე, „გაძლიერებული ლოცვა" ანუ მართლმადიდებლობა სუბოტე-ქსის ხანის საქართველოში, ჟურნ. „ცხელი შოკოლადი", 2010, № 56, გვ. 93. 24მ. ჯავახიშვილი, ჯაყოს ხიზნები, ქართული მწერლობა, ტ. 35. თბ., 2011, გვ. 581. 25გიორგი მცირე, გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება, ქართული მწერლობა, ტ. II, თბ., 1987, გვ. 126. 26გ. მეგრელიშვილი, მღვდელი, 15 საუკეთესო მოთხრობა 2010, თბ., 2011, გვ. 150. 27ზ. ბურჭულაძე, adibas, თბ., 2009, გვ. 88. 28ზ. ბურჭულაძე, adibas, გვ. 87. 29დ. ქართველიშვილი, ციყვი, 15 საუკეთესო მოთხრობა 2005, თბ., 2006. 30იქვე, გვ. 132. 31ჯ. ზარქუა, შესაქმის შვიდი დღე, 15 საუკეთესო მოთხრობა 2012, თბ., 2012, გვ. 57.
უკან დაბრუნება |