მთავარი > სხვადასხვა > თანამედროვე ქართული მწერლობის ზოგიერთი მხატვრული თავისებურების შესახებ
თანამედროვე ქართული მწერლობის ზოგიერთი მხატვრული თავისებურების შესახებ27-05-2014, 06:16 |
თანამედროვე მწერალთა უდიდესი ნაწილი რაიმე ფორმით მაინც დაკავშირებულია ე.წ. პოსტოდერნისტულ დისკურსთან, ამიტომაც თანამედროვე ქართული ლიტერატურის მხატვრული თავისებურე-ბების განხილვა სწორედ პოსტმოდერნისტული ესთეტიკის ჭრილში უნდა მოხდეს. უპირველეს ყოვლისა, ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას თავად პოსტ-მოდერნიზმის ქართულ სივრცეში დამკვიდრების თაობაზე. ერთნი ფიქრობენ, რომ პოსტმოდერნიზმი ქართულმა სინამდვილემ თავის-თავად წარმოშვა, იგი ობიექტური განვითარებით არის განპირო-ბებული; მეორე თვალსაზრისით კი, რომლესაც ჩვენც ვიზიარებთ, პოსტმოდერნი თავს ძალად მოხვეული კულტურული ვითარებაა, პოსმოდერნიზმი კი ასეთივე ფორმით დამკვიდრებული ლიტერატუ-რული მიმართულება, მოდა, რომელსაც ხშირად გაუცნობიერებლად მისდევენ. მარტივი მაგალითი ჩვენი ყოველდღიურობიდან: პოსტმოდერნის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ტოტალური ირონია ტრადი-ციულისადმი. ეს ტენდენცია თავს იჩენს ჩაცმულობის სფეროშიც. დახეული ჯინსი პოსტოდერნის „მონაპოვარია". ასეთი სამოსით პოს-ტმოდერნისტი ირონიას ავლენს ტრადიციულ შეხედულებაზე, რომ-ლის მიხედვითაც, ადამიანს აუცილებლად მოწესრიგებულად, კლასი-კურად უნდა ეცვას, არამც და არამც გახეული სამოსი. გააჩერეთ ქუჩაში ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური იდიოტი, რომელიც დადის დახეული ჯინსით და ჰკითხეთ ამის მიზეზი. რა თქმა უნდა, იგი გაგებაშიც არაა პოსტმოდერნისა, არამედ, უბრალოდ, მოდასაა აყოლილი. რაც შეეხება ლიტერატურას, თუკი პოსტმოდერნიზმს ქართული მწერლობის განვითარების კანონზომიერ და გარდაუვალ ეტა-პად მივიჩნევთ, მაშინ იმის აღიარებაც უეჭველად მოგვიწევს, რომ ქართულმა ლიტერატურამ გადაუხვია თავისი განვითა-რების მაგისტრალურ შემოქმედებაში უმთავრესად გამოხატუ-ლია უარყოფითი მიმართება, მათივე ტერმინით რომ ვთქ-ვათ, „ანტი-მიმართება" ეროვნული მწერლობის ძირეული ტე-ნდენციებისადმი. პოსტმოდერნიზმი არის ნეოლიბერალთა სახელმწიფო იდეოლოგია ხელოვნებაში. ყურადღება რომც არ მივაქციოთ პოსტმოდერნისტული შემოქმედების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას ნეოლიბერალთა მხრიდან, იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ თვით უმაღლესი ხელი-სუფლების უშუალო ჩარევით იქმნება პოსმოდერნისტული სკულპ-ტურის ისეთი ღირსშესანიშნავი ნიმუშები, როგორებიცაა: ველოსიპე-დის ძეგლი, დაჭმუჭნილი ბოთლის ქარნდაკება, კვერცხებზე დალა-გებული ფლოსტების სკულპტურა, ბეჰემოტზე ამხედრებული თამარ მეფის ძეგლი და ა.შ. რატომ უჭერენ ნეოლიბერალები გამალებით მხარს პოსმოდერნის-ტულ ხელოვნებას? იმიტომ, რომ რაც არის ნეოლიბერალიზმი პო-ლიტიკაში, იმავეს წარმოადგენს პოსტმოდერნიზმი პოლიტიკაში, იმავეს წარმოადგენს პოსტმოდერნიზმი ლიტერატურაში. ამ მსოფლ-ხედვათა ძირეული მსგავსება მდგომარეობს რელატივიზმში. ამ მოძღვრებათა მიხედვით, ადამიანებს არ ძალუძთ ობიექტური ჭეშ-მარიტების წვდომა, ისინი თავად ადგენენ, რა არის მათთვის კარგი და ჭეშმარიტი. გარდა ამისა, პოსტმოდერნული მსოფლხედვისათვის დამახასიათე-ბელია კრიზისულობა, სკეფსისი მარადიულ ღირებულებათა, იდეა-ლური სამყაროს მარადიულ ღირებულებათა, იდეალური სამყაროს მიმართ. სწორედ ამ კრიზისული მსოფლხედვის გავრცელებას ესწრაფვიან გამალებით ქართულ სინამდვილეშიც. ქართველი ხალხი, დღევანდელ მდგომარეობაში, ნამდვილად არ განიცდის მსოფლმხე-დველობრივ კრიზისს. კომუნისტური მარწუხებისაგან განთავისუფ-ლებულნი სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ეკლესიას, თავის ნამდვილ არსს კი ადამიანი სწორედ რელიგიურ ცხოვრებაში სწვდება. სხვა საკითხია რამდენად ჯანსაღი ეთიკით ცხოვრობს საზოგადოება, მაგრამ ფაქტია, რომ ცნობიერ დონეზე საზოგა-დოებაში კრიზისი არ შეინიშნება. ყოფითი საზრუნავით დამძიმებულ ადამიანებს არც რჩებათ დრო ექსისტენციალურ საკითხებზე ფიქრი-სათვის. მიუხედავად ამისა, კრიზისულ ცნობიერებას უდიდეს პრო-პაგანდას უწევენ, ასეთი ცნობიერება კი არღვევს საზოგადოების ეთიკურ და რელიგიურ საფუძვლებს, აჩენს ურწმუნოებას, ეჭვს და ღირებულებათა გარეშე ტოვებს უსუსურ ადამიანს სამყაროს პირი-სპირ. მართებულია პ. ჩხეიძის მსჯელობა: „პოსტმოდერნი ჩაითვალა იმ საიდუმლო ღირებულებად, რასაც კომუნისტური რეჟიმი გვიმალავდა და რითაც დასავლური ფასეულობანი უნდა შემოსულიყო და ჩა-ნერგილიყო. თავისთავად პოსმოდერნის აგრესიულ შემოსვლაში ცუდი არაფერი ყოფილა. ფილოსოფიას სჭირდება განახლებული განსჯანი, ლიტერატურას-ახალი ხერხები, პოლიტიკას-ახალი იდეები. მაგრამ პოსტმოდერნმა ეჭვქვეშ დააყენა ისტორიული გამოცდილების უწყვეტობის საკითხი... ამაშიც არ იქნებოდა დიდი საფრთხე, ალტერ-ნატიული მსოფლხედველობა რომ შეგვეთავაზებინა დროულად და ისევე აგრესიულად, როგორც პოსტმოდერნი შემოიჭრა, მაგრამ დასავ-ლური სექტებისა არ იყოს, პოსტმოდერნი დაფინანსებული აღმოჩნდა, სწრაფად დაიკავა ტელევიზია, პრესა, თეატრი, კინო და გამაწონას-წორებელი მსოფლხედვანი ორიოდე ჟურნალისა და კანტი-კუნტი წიგნების ამარა დარჩა".1 ჩვენს კულტურულ სივრცეში ბუნებრივი მდგომარეობა მაშინ იქნებოდა, ქართულ მწერლობაში პოსტმოდერნი რომ არსებობდეს, როგორც მწერლობის ერთი შენაკადი. მაგრამ დღეს პოსტმოდერ-ნიზმმა საყოველთაოდ გაბატონებული და დაკანონებული ესთეტი-კური მოძღვრების სახე მიიღო, რაც სრულიად არაბუნებრივია. გადავიდეთ მხატვრულ ტექსტებზე. თანამედროვე მწერლობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ზედაპირულობა. რეალისტური ხელოვნება აღიარებდა სამყაროს თავისთავად ღირებულებას, ამიტომაც რეალისტი შემოქმედი მიისწ-რაფოდა ყოფიერი მოვლენების სიღრმისეული არსის წვდომისა და მათი გრძნობადი ფრომით გამოხატვისაკენ. ილია ჭავჭავაძის თქმით, ხელოვნება უნდა „ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგ მდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის, ის იპოვის ბევრ მარგალიტსა და უფრო ბევრ ლექსა და ლაფსა; არც ერთის გამოხატვა არ უნდა აშინებდეს ხელოვნებასა და არც მეორისა".2 მოდერნისტული მსოფლხედვით, რეალური სამყარო იდეალური სამყაროს ასლია, შესაბამისად, მას იმდენად აქვს ღირებულება, რამდენადაც მიგვითითებს, მიგვანიშნებს იდეალურზე. პოსტმოდერნისტული მსოფლგანცდა კი უარყოფს იდეალური სამ-ყაროს არსებობას; აქედან გამომდინარე, რეალური სამყარო არის ასლი ორიგინალის გარეშე. პოსტმოდერნისტისათვის „მთელი ყოფიერი სამყარო... საკმაოდ საეჭვო თვისებრიობისაა, უფრო ზუსტად, მას საერთოდ არ გააჩნია თვისებრიობა, არსი, თავისთავადობა".3 სწო-რედ ამიტომ „პოსტმოდერნისტული ხელოვნება იქმნება ისე, რომ მისი მიზნები არ მიემართება არც ტრანსცენდენტურ, არც ემპირიულ რეალობას, სიღრმისეულ რეალობას მისი რაიმე ფორმით".4 მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ თანამედროვე შემოქმედს ნამ-დვილად აქვს იმის ტალანტი, უფრო სიღრმისეულად ასახოს რეა-ლობა, ამას არ აკეთებს პოსტმოდერნისტული ესთეტიკისადმი თა-ვისი უგუნური ერთგულების გამო და მუდამ ზედაპირზე ტრიალებს. სამყაროს ზედაპირულობისა და ქაოტურობის აღწერას კი დიდი მხატვრული ოსტატობა სრულიადაც არ სჭირდება, ძნელი ყოფის შინაგანი სირთულეების გამომზეურებაა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს პოსტმოდერნისტული მწერ-ლობის მიდრეკილება ატიპურობისადმი. რეალისტური ხელოვნება უხვად ქმნიდა ტიპურ სიტუაციებს. თანამედროვე ქართული პოსტ-მოდერნისტული მწერლობის თითქმის ერთადერთი ტიპი კი არის საშუალო სტატისტიკური იდიოტი, ადამიანი-მასა, რომელიც ტიპუ-რია თავისი ატიპურობით. უსიცოცხლო, გამოფიტული, სისხლისაგან დაცლილი, უსახური პერსონაჟები საწყალობლად დალასლასებენ ნაწარმოებთა ფურცლებზე. ისინი მოკლებულნი არიან ინდივიდუ-ალობას, ერთს მეორისაგან ვერ გაარჩევ, მათ არ აქვთ ცხოვრების ღრმა საზრისი და მხოლოდ ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს აყოლილნი, უთავბოლოდ დახეტიალობენ სამყაროში. პოსტმოდერნისტულ მწერლობაში ტიპურის ადგილს, ხშირ შემთ-ხვევაში, იკავებს პათოლოგიური. როგორც პ. სოროკინი წერდა: „ჩვენი ხელოვნება სექსუალურად გაუწონასწორებელი და შერყვნი-ლია, ხოლო ზოგჯერ, სადისტურიც კი არის. თანამედროვე ხელოვნება უპირატესად სოციალური და კულტურული პათოლოგიის მუზეუმია. იგი კონცენტრირებულია პოლიციის მორგებში, დამნაშავეთა თავშე-საფრებში, სასქესო ორგანოებზე".5 თანამედროვე ქართული მწერლობაც სწორედ „პათოლოგიის მუზე-უმია". მწერალთა ინტერესის საგანია ისეთი თემები, როგორიცაა: ადამიანის სქესობრივი ლტოვლა დედისადმი, დედმამიშვილისადმი, ბებიისადმი, სადიზმი, მოხუცებულთა შეურაცხყოფა და სხვ. ვერავინ იტყვის, რომ იგივე სისხლის აღრევა აქტუალური საკითხია, მაგრამ თანამედროვე მწერლობა თითქმის საკაცობრიო პრობლემის დონეზე აყენებს ამგვარ ფსევდო-აქტუალურ თემებს. თანამედროვე მწერლობის შემოქმედებითი მეთოდი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ვულგარული ნატურალიზმი. თანამედ-როვე ავტორები სინამდვილეს გვაწვდიან უხეშად, აღწერენ მას მთელი თავისი სიბინძურით. მხატვრული შემოქმედების სპეციფიკა კი იმაში მდგომარეობს, რომ შემოქმედმა ყოფის უხეში მასალა ესთეტიკურად უნდა გარდაქმნას, სინამდვილის ვულგარულ-ნატუ-რალისტურ კოპირებას შეუძლებელია მაღალი ესთეტიკური ღირებუ-ლება ჰქონდეს: „ცხოვრებასთან რაც შეიძლება მეტი სიახლოვის მოთხოვნილება არ შეიძლება ყოველთვის პირდაპირი გამოხატვის გზით დაკმაყოფილდეს, რამდენადაც პირდაპირი გამოხატვა ხშირად დაიყვანება მდაბლის, გამღიზიანებლის, აუტანელის აღწერამდე. განსაკუთრებით ბოლო დროს, თითქოს სიმართლის ერთგულების მოტივით მომრავლდა ლიტერატურაში მდაბალი, გამაღიზიანებელი, უხეში, ჭუჭყიანი, მდარე, უნიჭო ეროტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ. ასეთ შემთხვევაში მწერლები (თუ შეიძლება ყველა ნამდვილ მწერლად ჩაითვალოს) ივიწყებენ, რომ ხელოვნებას თავისი კანონები აქვს, განსახიერების თავისი წესები, რომ სინამდვილის, ყოფის მასალა ესთეტიკური აღქმის დონეზე აიყვანოს, ლიტერატურის ფაქტად აქციოს, ხელოვნების ენაზე მოგვაწოდოს ისე, რომ სინამ-დვილის სიმძაფრე, სიმწვავე არ დაიკარგოს, მაგრამ ხელოვნების ენაზე მისაღები და ასატანი გახდეს" (ლ. მინაშვილი). ვულგარული ნატურალიზმი განსაკუთრებით იჩენს თავის სექსუა-ლური სცენების აღწერისას. მწერლები უმცირესი წვრილმანების გამოუკლებლად, დეტალურად აგვიწერენ ამგვარ ეპიზოდებს, ამიტო-მაც არ ძალუძთ მათ ესთეტიკური ზემოქმედების მოხდენა მკითხ-ველზე. მ. ჯავახიშვილსაც ისევე რომ აღეწერა ჯაყოს მარგოზე ძალა-დობა, როგორც ამას თანამედროვე ავტორები აკეთებენ, ცხადია, მას არავითარი ესთეტიკური ღირებულება არ ექნებოდა. მწერლობა, არაერთი მოაზროვნის განსაზღვრებით, იგივეა, რაც „გამოტოვების ხელოვნება". ავტორმა უნდა გამოტოვოს ყოფის ზოგიერთი უხეში ფაქტი, მკითხველმა თავად უნდა იგულისხმონ ისინი. უზნეობის აღწერას მაშინ აქვს ესთეტიკური ღირებულება, როდესაც მწერალი საპირისპირო, ეთიკური პოზიციიდან უცქერს მას. ლუარსაბ თათქარიძის ცხოვრების წესის აღწერას იმიტომ აქვს მხატვრული ხიბლი, რომ ილია მას ეთიკური პოზიციიდან აფასებს. თანამედროვე ტესქტებში კი უზნეობა წარმოდგენილია, როგორც სასურველი და ბუნებრივი, ჩვეულებრივი მდგომარეობა, რომლის გამოსწორებაზეც საუბარი არაა. თანამედროვე ქართული მწერლობის საერთო მახასიათებელია სტილური ერთფეროვნება. თანამედროვე ლიტერატურის დიდი ნაწილი ერთი ზერელე მწერლის ხელიდან გამოსულ ტექსტებს ჰგავს. იქნებ ვინმემ აგვიხსნას, რა სტილური თავისებურებებით განსხვავ-დება ლაშა ბუღაძის პროზა ბესო ხვედელიძის პროზისაგან, ანდა დ. ქართველიშვილის ნაწარმოებები თეონა დოლენჯაშვილის ნაწარმოე-ბებისაგან? თანამედროვე ქართული ლიტერატურა ხშირად ავლენს ინტერესს კომიკურის სხვადასხვა სახეებისადმი, მაგრამ მიუხედავად ამისა, შორს დგას ჭეშმარიტი კომიზმისაგან. თანამედროვე იუმორი, ძირი-თადად, დაფუძნებულია სკაბრეზზე, არაიშვიათად კი იგი მიდის უკიდურეს ცინიზმამდე, რომლის საფუძველიც ნიჰილიზმია და სა-დაც იუმორისათვის ადგილი აღარ რჩება. რაც შეეხება სამწერლო ენისადმი დამოკიდებულებას, თანამედროვე მწერალთა ნაწილი გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობს სხვადასხვა სახის სოციოლექტს, ჟარგონს, დიალექტიზმს. ჟარგონისა და დიალექ-ტიზმის მხატვრულ დონეზე აყვანა უდიდეს მხატვრულ ოსტატობას საჭიროებს, რომელიც თანამედროვე მწერლებს ხშირად არ ჰყოფნით (გადამლაშებული დიალექტის შესანიშნავი ნიმუშია კ. ჯანდიერის „გლობალიზაცია". ავტორი დიალექტური მეტყველებისას იმდენად აჭარბებს, რომ მკითხველს უსიამოვნო შეგრძნება ეუფლება ძალად დაღვარჭნილი ენის გამო.). ერთი სიტყვით, პოსტმოდერნისტული ესთეტიკა იშვიათად გვთა-ვაზობს რაიმე ახალს, ორიგინალურს და, ძირითადად, ძველის გაშარ-ჟებითა და ირონიზებითაა დაკავებული.
ლევან ბებურიშვილი
1პ. ჩხეიძე, კონსტიტუციისათვის, თბ., 2011, გვ. 51-52. 2ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ. III, გვ. 69. 3ბ. წიფურია, პოსტმოდერნიზმი, წიგნში, ლიტერატურის თეორია, XX საუკუ-ნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები, თბ., 2008, გვ. 264. 4იქვე, გვ. 268. 5პ. სოროკინი, ხელოვნების კრიზისი, გვ. 51. უკან დაბრუნება |