მთავარი > სხვადასხვა > მწერლობის მოთვინიერების მეთოდები
მწერლობის მოთვინიერების მეთოდები25-05-2014, 14:53 |
ნეოლიბერალები არც მალავენ, რომ მათ მიზნად დაისახეს ქართ-ველი ხალხის ცნობიერების გარდაქმნა. 2011 წელს, ერთ-ერთი სატე-ლევიზიო გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მენტალიტეტის შესაცვლელად კიდევ თხუთმეტი-ოცი წელიწადია საჭირო. მენტალური რევოლუციის განსახორციელებლად უმ-ნიშვნელოვანესია ესთეტიკური ცნობიერების დესტრუქცია, ვინაიდან ადამიანის ესთეტიკური ცნობიერება უმჭიდროეს კავშირშია მის ეთიკურ თუ რელიგიურ ცნობიერებასთან და დიდწილად საზრდოობს კიდეც ეთიკური და რელიგიური წარმოდგენებით. მით უმეტეს, ქართული ლიტერატურა ყოველ-თვის იყო ეროვნული თვითცნობიერების ერთ-ერთი უმთავრესი საძირკველი. თვით უცხოელთა დაკვირვებითაც: „საქართველოში ღი-რებულებები... ზნეობრივ-მხატვრულ მახსოვრობაში ძევს" (გ. გაჩევი, საქართველოს კოსმოსოფია, ჟურნ. „არილი", 9, III, 1996). აქედან გამო-მდინარე, ნეოლიბერალთა შეტევის ობიექტია ქართული მწერლობაც, ეროვნულ ღირებულებათა საუნჯე. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება ნეოლიბერალთა ლაშქრობა „საქართველოს მწერალთა კავშირის" წინააღმდეგ. ნეოლიბერალურად განწყობილი მწერლები დარაზმულნი არიან „კავკასიური სახლის" გარშემო. „მწერალთა კავშირის" კრიტიკოსებს შორის იყვნენ ქართული მწერლობის ნამდვილი გულშემატკივრებიც, რომელთაც გულწრფე-ლად სურდათ ამ ორგანიზაციის სასიკეთო გარდაქმნა, მაგრამ მათ ბევრად სჭარბობდნენ ნეოლიბერალური იდეოლოგიის ერთგული მსა-ხურები. რა თქმა უნდა, სრულიადაც არ ვართ იდეალური წარმოდ-გენის მქონენი მწერალთა კავშირის იმდროინდელ მუშაობაზე; უდა-ვოა, რომ ეს ორგანიზაცია ხშირად იყო პოლიტიკური მანიპულაცი-ების იარაღი; არც იმაზე შეიძლება კამათი, რომ თუ ამ დაწესებუ-ლებას სურს რაიმე პოზიტიური როლის შესრულება ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, მაშინ იგი ფუნდამენტურ გარდაქმნას საჭიროებს; მიუხედავად ამისა ფაქტია, რომ „მწერალთა კავშირი", იმ დროისათვის, ინარჩუნებდა ქართული ლიტერატურის დანიშ-ნულების ტრადიციულ გაგებას, რაც დამკვიდრებული იყო საუკუნეთა განმავლობაში. შეტევა „მწერალთა კავშირზე" კი ირიბად სწორედ მწერლობის ტრადიციულ გაგებაზე და თანა-მედროვე მწერლობის იმ კლასიკოსებზე თავდასხმას წარმო-ადგენდა, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ. მართებულად წერდა ო. ჭილაძე: „ჩვენს თვალწინ ინგრევა თავად ცნება მწერლობისა, როგორც ხალხის სულიერი და ზნეობრივი მთლიანობისა. ისევ ჩემი ვარაუდით, ვიღაცას ძალიან უშლის ხელს თავად ქართული მწერლობა, როგორც უაღრესად ეროვ-ნული ფენომენი, და არა, ვთქვათ, ხუთასწევრიანი მწერალთა კავშირი".1 „კავკასიური სახლის" მიერ გამოცემულ ჟურნალ „აფრაში" იბეჭდება „მწერალთა კავშირის" წინააღმდეგ მიმართული წერილი, სახელწო-დებით: „სადიზმის პოსტსაბჭოთა დიდოსტატებს!" აქვე ჩამო-თვლილნი არიან სადიზმის პოსტსაბჭოთა დიდოსტატებიც: ანა კა-ლანდაძე, ლია სტურუა, ბესიკ ხარანაული, ოთარ ჭილაძე, ჭა-ბუა ამირეჯიბი, ტარიელ ჭანტურია, ემზარ კვიტაიშვილი, გი-ვი გეგეჭკორი, გურამ დოჩანაშვილი და სხვ.2 წერილში ამ შემოქ-მედთა მოქალაქეობრივ უპრინციპობაზეა საუბარი. იმავე ჟურნალში წააწყდებით ასეთ განცხადებასაც: „კომუნიზმის მეხოტბენი მკით-ხველს აღარ სჭირდება".3 სამაგიეროდ ახალ დროს ესაჭიროება სასქესო ორგანოთა მეხოტბენი, რომელთაც უხვად შემოიკრებს კიდეც ირგვლივ „კავკასიური სახლი". „მწერალთა კავშირზე" განხორციელებული თავდასხმების მიზანი მწერლობის, როგორც ეროვნული მნიშვნელობის მოღვაწეობის, დესაკ-რალიზაცია გახლდათ. სახელგატეხილი საზოგადოებისათვის, მწერ-ლობა კი უნდა გადაქცეულიყო ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ პროფესიად, შემოსავლის მიღების უბრალო წყაროდ. ე.წ. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ „მწერალთა კავშირი" თმობს წამყვან პოზიციებს და მის ადგილს სწორედ ნეოლიბერალურად განწყობილი მწერლები იკავებენ, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ „ყოვლად გაუგებარ, იდიოზურ სოციალისტურ რეალიზმს ჩაენაცვლა ყოვლად გაუგებარი, იდიოზური ლიბერალური რეალიზმი, ისევე ნაკურთხი მთავრობისაგან, როგორც თავის დროზე კომუნისტური ლიტერატურა. და შესაბამისად, სამწერლო მდინარებაში სოცია-ლისტური ავანგარდის ნაცვლად გაჩნდა ლიბერალური ავანგარდი, როგორც მანკიერებათა სერიის გვირგვინი".4 ნეოლიბერალური მთავრობა მფარველობს და პროპაგანდას უწევს პოსტმწერლებსა და პოსტპოეტებს. მათი შემოქმედება უცხოურადაც ითარგმნება. 2011 წელს კულტურის სამინისტროს ინიციატივით გამოიცა ქართულ-გერმანული ბილინგვური კრებული „თანამედროვე ქართული პროზა", რომლის ავტორთა ჩამონათვალში არიან: ლ. ბუღაძე, ა. მორჩილაძე, ზ. ბურჭულაძე, ბ. ხვედელიძე და სხვ. 2012 წელს კი ამავე კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით დაიბეჭდა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია უკვე ინგლისურ ენაზე. კრებულში კვლავ წარმოდგენილნი არიან: დ. ქართველიშვილი, თ. დოლენჯაშვილი, ლ. ბუღაძე, ზ. ბურჭულაძე და სხვ. 2011 წელს კულტურის სამინისტროს ინიციატივივით რუსულ და პოლონურ ენებზე ითარგმნა ზ. ბურჭულაძის რომანი „adibas”. საქარ-თველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მის ფულს კულტურის სამინისტრო ბურჭულაძის პორნოგრაფიული ტექსტის უცხოურად თარგმნაში ხარჯავს. ბურჭულაძის პროზის თაყვანისმცემელნი კი მისი შემოქმედების მაღალი ღირებულების აღსანიშნავად სიამაყით განაცხადებენ, რომ მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. ამის პასუხად შეიძლება ითქვას ის, რომ სოციალისტური რეალიზმის „კლასიკო-სებსაც" უხვად თარგმნიდა იმდროინდელი კულტურის სამინისტრო უცხოურად, თუმცა დღეს მათი სახელები აღარავის ახსოვს. ძალიან სამწუხაროა, რომ კულტურის სამინისტროს ამგვარად ესმის ქართული კულტურის პოპულარიზაცია. სახელმწიფო უნდა ზრუნა-ვდეს, რომ უცხოელ მკითხველს მიაწოდოს არა ისეთი ტიპის ლიტე-რატურა, რომელიც საზღვარგარეთაც თავზე საყრელად აქვთ, არამედ რაღაც ახალი, განსხვავებული, ეროვნული ნიშნით აღბეჭდილი, მწერლობა, რომელიც ყველაზე უკეთ ავლენს ერის სახეს, მის ღირებულებებს. მაგრამ ხომ უნდა დავუმტკიცოთ დასავლეთს, რომ გარყვნილებაში არც ჩვენ ჩამოვრჩებით და ჩვენი საწყალობელი მიმდინარე ლიტერატურული პროცესიც დასავლური კულტურის ნაწილია! რა მოხდებოდა, რომ უახლესი ლიტერატურის ის კლასიკა ეთარგმნათ, რომელიც სულიერ საზრდოს მისცემდა მკითხველს, ამ გაუხეშებულ, ტექნიცისტურ ეპოქაში დააფიქრებდა მას მარადიულ ღირებულებებზე? ამ დროს, უპირველეს ყოვლისა, თანამემამულეთაგან დაუფა-სებელი, ტრაგიკული ბედის მქონე დიდი შემოქმედი, ადამიანური სიყვარულისა და სიკეთის მქადაგებელი, გოდერძი ჩოხელი გვახ-სენდება. მისი ორგვერდიანი მოთხრობა „თეთრჩოხიანი და შავჩო-ხიანები" გადასწონის თანამედროვე პოსტმწერლების მთელს შემოქმე-დებას! მიუხედავად ამისა, კულტურის სამინისტროს ურჩევნია უელ-ბეკის, ბეგბედერისა და პალანიკის უნიჭო ქართველი მიმბაძველებით გააცნოს ქართული ლიტერატურა უცხოელ მკითხველს. თუ კომუნისტები ცეცხლითა და მახვილით ცდილობდნენ მწერ-ლობის მოთვინიერებას, ნეოლიბერალებმა წახალისებითა და მოთაფ-ვლით დაიწყეს იმავეს განხორციელება. საქართველოში არსებობს მგზნებარე ლიბერალური გამოცემები, ჟურნალები: „ტაბულა", „ლიბე-რალი" და „ცხელი შოკოლადი". ამ ჟურნალების ავტორთა ჩამონათ-ვალში შეხვდებით თანამედროვე ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზროვნების ისეთ კორიფეებს, როგორებიც არიან: შ. იათაშვილი, ლ. ბუღაძე, პ. შამუგია, ზ. ბურჭულაძე, ა. მორჩილაძე, ა. კორძაია-სამადაშვილი, გ. კეკელიძე, მ. ხარბედია და სხვ. გავითვალისწინებთ რა იმ გარემოებასაც, რომ მაგ.: ჟურნალი „ტაბულას" რედაქტორის თვიური ხელფასი 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარია5, თავიანთი ჯამაგირით უკმაყოფილონი არც ასეთ გამოცემებში დასაქმებული თანამედროვე მწერლები იქნებიან. ამ მგზნებარე ლიბერალურ გამო-ცემასთან „ტაბულასა" და „ცხელ შოკოლადს" აქვთ ლიტერატურული დამატებები, რომლებშიც უხვად იბეჭდება ნეოლიბერალური რეალი-ზმის წარმომადგენელთა შემოქმედება. დეისაძის „... სირობა" პირვე-ლად სწორედ „ცხელი შოკოლადის" ლიტერატურულ დამატებაში გამოქვეყნდა. არაიშვიათად ცნობილი ნეოლიბერალი პოლიტიკოსები და ექსპერ-ტები კრიტიკოსის კალამსაც ჰკიდებენ ხელს და ხოტბას ახსამენ თავიანთ ფავორიტებს. ზ. ბურჭულაძის შემოქმედებას ეხმაურებიან: ლ. ბერძენიშვილი, გ. ზედანია, ე. ჯგერენაია, ნ. ლადარია და სხვ.6 ახალი ლიბერალები არც ჯილდოებს იშურებენ. ნეოლიბერალთა მექამ, ე.წ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა წლის საუკეთესო რომანისათვის 10 000 ლარიანი პრემიით დააჯილდოვა ზ. ბურჭუ-ლაძე. მისი წიგნის პრეზენტაცია ამავე დაწესებულებაში შედგა და მისასალმებელი სიტყვით თვით რექტორი, გ. თევზაძეც გამოვიდა. არ გაგიკვიდრეთ, რომ სულ მალე ბურჭულაძე ნობელის პრემიაზე წარადგინონ. უფრო მეტიც, ისიც არ გაგიკვიდრეთ, ბურჭულაძემ ნო-ბელის პრემია რომ აიღოს კიდეც! ამავე უნივერსიტეტში გაიმართა ე. დეისაძის „საიდუმლო სირობის" პრეზენტაცია. კარგად გვახსოვს ამ წიგნის მხატვრული ღირსებებით აღფრთოვანებული, რესპუბლიკური პარტიის წევრის, დ. ზურაბიშ-ვილის გაბრწყინებული სახეც. ერთი სიტყვით, ნეოლიბერალები სრულიად აშკარად უჭერენ მხარს ახალ ხელოვნებას და პოპულარიზაციას უწევენ ანტიმწერლებს. მწერლობის მოთვინიერების პროცესში თავისი როლი აკისრიათ: გამომცემლებს, ლიტერატურულ პერიოდიკას, ლიტერატუ-რულ კრიტიკას, ლიტერატურულ კონკურსებსა და ტელევი-ზიას. 1) გამომცემლობები. თანამედროვე ქართულ მწერლობაში ანტი-ხელოვნების დამკვიდრების პროცესში სრულიად განსაკუთრებულია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ღვაწლი. ეს გამომცემლობა მწერლებად ასაღებს შემოქმედებით ნიჭთან მწყრალად მყოფ არაერთ ავტორს და გონებას უბნევს მკითხველებს. საკმარისია ვინმემ ეპატაჟური, სამშობლოსა და ეკლესიის საიძულვილით აღსავსე ტექსტი დაჯღაბნოს, რომ სულაკაური მზადაა, სასწრაფოდ გამოსცეს იგი. დეისაძის „... სირობა" სწორედ ბაკურ სულაკაურის გამომცემ-ლობამ დასტამბა და თან ისეთი ანოტაცია წააწერა წიგნს, რომ შეუძლებელია, გული არ აგიჩუყდეს: „ეს პროვოკაციული წიგნი პრობლემატიკით ქართული სივრცის კუთვნილებაა, არსით კი მსოფლიო ლიტერატურულ პროცესს ეხმიანება - თხრობის ორიგინალურობით, მეტატექსტური თამაშებითა და ირონიული ტოპებით, ეპატაჟით გაჯერებული „საიდუმლო სირობა" ნამდვილ პოსტმოდერნულ კრებულად შეიძლება ჩაითვალოს". ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ლიტერატურის თეო-რიისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის მაგისტრანტებს ვთავაზობთ სამაგისტრო დისერტაციის თემას: „ე. დეისაძის „საიდუმლო სირობა" მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტ-ში". ვინმე მართლა ნიჭიერ ახალგაზრდას რომ მიეტანა ღირებული ნაწარმოები სულაკაურის გამომცემლობაში, თავზე გადაახევდნენ. ეპატაჟური, სიძულვილით აღვსილი წიგნაკი კი სასწრაფოდ დაბე-ჭდეს. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" არის ქართული ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული კრებულის, „წლის 15 საუკეთესო ქართული მოთხრობის", ავტორი. ამ კრებულში წარმოდგენილი ტექსტების უდიდესი უმრავლესობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს!7 კრებულის შემდგენლები გვარწმუნებენ: „თუ გსურთ თვალი მიადევნოთ თანამედროვე ქართულ პროზას, „15 საუკეთესო" იდეალური მეგზურია". ეს განცხადება დაზუსტებას საჭიროებს. უნდა ეწეროს: „თუ გსურთ თვალი მიადევნოთ თანამედროვე ქართული პროზის იმ შენაკადს, რომლისთვისაც ნიშნეულია ეროვნული და რელიგიური ნიჰილიზმი, სისაძაგლის კულტი, ბილწსიტყ-ვაობა და მხატვრული აზროვნების სიმწირე, მაშინ „15 საუკეთესო" იდეალური მეგზურია!" 2012 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ამ წლის „15 საუკეთესოში" მოხვდა სამი გულისამრევი მოთხრობა: ზ. ლეჟავას „სამანტას შეუსაბამო პო-ზა" (რომელიც პირველ ადგილზე გავიდა წარმოდგენილ ავტორებს შორის), რომელშიც აღწერილია მამათმავლების სქესობრივი აღვირახ-სნილობა, ნ. თარხნიშვილის „ლюკი, ფლюკი და юკი", „მოწოდებით მეძავის" შესახებ დაწერილი ნაწარმოები და ზ. კოშკაძის „მე ბებია, დიდი ბებია და უცხოპლანეტელები", რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ ამყარებს პერსონაჟი გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივ კავშირს საკუთარ დიდ ბებიასთან. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ლიტერატურის ისტორია ყველას აუცილებლად მიუზღავს საკადრის პასუხს ანტიხელოვნების პროპაგანდით ნამდვილი ლიტერატურის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლისათვის.
გამომცემლობა „დიამ" გამოსცა ექვსტომეული-„მსოფლიო ლიტერა-ტურა"-რჩეული მოთხრობები, რომელშიც წარმოდგენილნი არიან მსოფლიო ლიტერატურის ბუმბერაზები: გოეთე, ბალზაკი, გოგოლი, ჰიუგო, დოსტოევსკი, ჩეხოვი, ჰემინგუეი და ა.შ. მეექვსე ტომი (თბ., 2008) ქართველ ავტორებს დაეთმო. კრებულში ვერ მოხვდნენ: ილია ჭავჭავაძე, კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი. სამაგიეროდ ყელი მოიღერეს: ზაალ სამადაშვილმა, აკა მორჩილეძემ, ლაშა ბუღაძემ, ზაზა ბუღჭულაძემ და სხვებმა. ახლა ზოგიერთი გონებაშეზღუდული ნეოლიბერალი იტყვის, რომ ილია ჭავჭავაძისა და სხვათა ნაწერები დროს გაჰყვა. ასეთ სისულელესთან კამათს არ ვაპირებთ. როდესაც ქართულ ლიტერატურაში არსებობს ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ", რომელიც დაამშვენებდა მსოფ-ლიო კლასიკური მწერლობის ნებისმიერ ანთოლიგიას, მ. ჯავახიშ-ვილის მოთხრობა „ეშმაკის ქვა", მხატვრული ფსიქოლოგიზმის უბადლო ნიმუში, კ. გამსახურდიას „ზარები გრიგალში" და, მიუხედავად ამისა, კრებულში ბუღაძეს და ბურჭულაძეს ჩაჩურთავ, რა შეიძლება ასეთ საქციელს ეწოდოს? ალბათ, სიტყვა „უზნეობა" ოდნავადაც ვერ გამოხატავს კრებულის შემდგენელთა ქმედების არსს.თვით ამ კრებულში წარმოდგენილ თანამედროვე ავტორებს მაინც როგორ არ ეუხერხულათ, რომ ისინი მოხვდნენ აღნიშნულ წიგნში და ქართული მწერლობის კლასიკოსები კი-ვერა. მათ ადგილზე, ზნეობ-რივი ადამიანი უარს იტყოდა საკუთარი ნაწარმოების ასეთ კერბულში შეტანაზე, მაგრამ რა ზნეობრივი მაგალითი უნდა მოსთხოვო მათ, როდესაც ამ ავტორებს მართლა მწერლები ჰგონიათ საკუთარი თავი... გამომცემლობამ "link" გამოსცა ჰოლანდიელი მწერლის არნონ გრუნბერგის რომანი „სტატისტები", თითქოს ჩვენთან საკმარისად არ იყვნენ მწერალ-გენიტალისტები. გამომცემლები, კომერციული და იდეოლოგიური მიზნებიდან გამომდინარე, პოპულარიზაციას უწევენ ანტიხელოვნებას. 2) ლიტერატურული პერიოდიკა. პერიოდული ლიტერატურუ-ლი გამოცემები მრავლად მოგვეპოვება. დღეს ლიტერატურული ჟურნალის გამოსაცემად სრულიადაც არაა საჭირო პროფესიონა-ლიზმი და ლიტერატურული გემოვნება, მთავარია დაფინანსება. თუ ადრე ლიტერატურული გამოცემების სარედაქციო კოლეგიაში უახლესი ლიტერატურის კლასიკოსები იყვნენ (იხ. ძველი „ცისკარი", „მნათობი"), დღეს ყველა საეჭვო განათლებისა და გემოვნების ადამიანი რედაქტორი გახდა.8 უმთავრესად იბეჭდება ზერელე, მხატვრულად უვარგისი ტექსტები. ამიტომაც არაპროფესიონალთა ხელში ჩავარდნილმა ლიტერატურულმა პერიოდიკამ თავისი როლი შეასრულა მწერლობის მოთვინიერების, მკითხველის ესთეტიკური გემოვნების დაცემის საქმეში. 3) ლიტერატურული კრიტიკა. თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკის უსუსური მდგომარეობა ხშირად გამხდარა მსჯელობის საგანი. ლიტერატურული სივრცე წალეკა სადღეგრძელოების მსგავსმა ტექსტებმა, სანთლითაა საძებარი ისეთი ნაშრომები, რომლებშიც ნაწარმოებთა უარყოფით მხარეზე იქნება საუბარი, თითქოს, მხოლოდ კარგი წიგნები იწერებოდეს. თუ ვინმე თხზულებათა ნაკლზე გაამახვილებს ყურადღებას, უკვე ეჭვის თვალით უცქერენ, რომ ვინმეს დავალებით წერს წერილს. ნეოლიბერალურ მწერლობას მოეპოვება ნეოლიბერალური კრიტიკა. საკმარისია, რომ რომელიმე ამ ტიპის ავტორმა ახალი ტექსტი გამოსცეს, რომ მაშინვე დაიწერება სახოტბო რეცენზიები ხელის კრიტიკოსების მიერ. ლიტერატურული კრიტიკაც დაკავებულია ზერე-ლე მწერლობის პოპულარიზაციით. 4) ლიტერატურული კონკურსები და პრემიები. ლიტერატუ-რული კონკურსებიდან და პრემიებიდან მხოლოდ ორ მათგანზე: „Pen-მარათონზე" და „საბაზე" შევაჩერებთ ყურადღებას. "Pen-მარათონი", გარკვეულწილად, ექსპერიმენტული კონკურსი გახლდათ. მონაწილეებს სთავაზობდნენ ერთგვარ დავალებას, რომე-ლიც მათ უნდა შეესრულებინათ. დიდი მხატვრულ შედევრებს კონკურსისაგან არც არავინ ელოდა, თუნდაც იმის გამო, რომ მარათონი და დოღი ნაკლებად შეეფერება ისეთ საქმიანობას, როგორიც მხატვრული შემოქმედებაა. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორების, ჟიურის საქმიანობასა და მონაწილეთა უნიჭობას საგანგებო წიგნი მიუძღვნა მწერალმა და კრიტიკოსამ ჯემალ მეხრიშვილმა.9 ირკვევა, რომ ჟიური საფუძვლიანად არ კითხულობდა კონკურსან-ტების ნაწარმოებებს. ყოვლად შეუძლებელია ერთ დღეში 86 ნაწარმოების ნორმალურად წაკითხვა, არათუ მხატვრული გააზრება და შეფასება. ჟიურის წევრებიცა და კონკურსანტებიც, ალბათ, უფრო ბანკეტისათვის მიდიოდნენ კონკურსზე. კონკურსანტთა დაბალ პროფესიონალიზმზე ჯ. მეხრიშვილიც შესა-ნიშნავად მსჯელობს. ჟიურის წევრებმა კი, ისე რომ დიდად არც შეუწუხებიათ შავი ნაწარმოებთა წაკითხვით, კურიოზული ესთეტი-კური ხედვის კონკურსანტებს ჩამოურიგეს საპრიზო ადგილები. ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიად დღეს „საბა" ითვლება. ეს პრემია მხოლოდ ერთი კატეგორიის შემოქმედებაზე გაიცემა. პრიზიორები არიან სულ ერთი და იგივე პირები: ა. მორჩილაძე, ლ. ბუღაძე, ბ. ხვედელიძე, თ. დოლენჯაშვილი, გ. მეგრელიშვილი, ბ. ჯანიკაშვილი, რ. ამაღლობელი და სხვ. ერთი სიტყვით, პრემია „საბა" „ლიბერალური ელიტისთვისაა" განკუ-თვნილი და განსხვავებულებისათვის აქ ადგილი არაა. ამ ლიტერატურული ჯილდოს არაერთი ინდივიდუალური თუ ჯგუ-ფური აფიორის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ნ. დარბაისელის პუბ-ლიკაციებში. როგორც ირკვევა, ჟიურის ზოგიერთი წევრი საერთოდ არ იწუხებს თავს კონკურსანტების ნაწარმოებთა კითხვით. რატი ამაღლობელმა, რომელიც ჟიურის წევრი გახლდათ, პრიზიორის, გ. მეგრელიშვილის, წიგნის სათაური მოიხსენია, როგორც „მრავალჯერადი ბილეთები". ვისაც წიგნის სათაურად გამოტანილი მოთხრობა წაკითხული აქვს, მოთხრობის სიუჟეტიდან გამომდინარე, „ბოთლები" „ბილეთებში" არ აერევა. მისი შეცდომა ჟიურის ერც ერთ წევრს არ შეუნიშნავს. როდესაც ერთ ავტორს მიუმართავს ა. კორძაია-სამადაშვი-ლისათვის, (რომელიც ჟიურის წევრი იყო), თუ რატომ არ მოხვდა მისი წიგნი „შორთ ლისთში", კორძაია-სამადაშვილს უპასუხია, რომ ვერ ასწრებს ყველა კონკურსანტის ნაწარმოების წაკითხვას და დახმარებისათვის მამამისს მიმართავს ხოლმე, აღნიშნული წიგნი კი სწორედ მამას დაუწუნებია. ჟიურის წევრ მერაბ ღაღანიძეს კი ერთხელ უბრძანებია: რა საჭიროა წავიკითხოთ ბესო ხვედელიძის „ძაღლური ცხოვრება". მაგან შარშან ხომ მიიღო „საბა"... მოდი, წელს ნუგზარ შატაიძე დავაჯილდოვოთ, ნათესავის წლისთავი აქვს გადასახდელი და ფული სჭირდებაო.10 უმწიფარი მწერლები, უზერელესი ნაწარმოებების ავტორები რომ გეყოლება ჟიურის წევრებად, სხვას არც არაფერს უნდა ელოდო. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ავტორი ერთ წელს ჟიურის წევრია, მეორე წელს კი-პრემიის მფლობელი. რ. ამაღლობელი, ბ. ხვედელიძე, დ. ანფიმიადი, ა. კორძაია-სამადაშვილი და სხვ. ჟიურის წევრებიც გახლდნენ და პრიზიორებიც. ახალი „ლიბერალური ელი-ტის" წარმომადგენლები მორიგეობით აჯილდოებენ ერთმანეთს და ამ მასკარადს ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიად ასაღე-ბენ. 2012 წელს, ესთეტიკისა და დოკუმენტური პროზის ჟანრში, პრემია „საბა" რომელი ნაშრომისათის უნდა მიენიჭებინათ, თუ არა ყოვე-ლივე ქართულის პათოლოგიურად მოძულე გ. მაისურაძის პასკვი-ლების კრებულისათვის: „ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯე-ბი" („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბ., 2011). მაისურაძე იმ ავტორთაგანია, რომელიც გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ქართველ „ფუნდა-მენტალისტებს". მიუხედავად იმისა, რომ მას წარმოდგენაც არ აქვს მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმეტყველებაზე, იგი ყოვლის-მცოდნის პოზიციიდან აკრიტიკებს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართულ ნაციონალიზმს. ნაშრომის ფორმატიდან გამომდინარე, ავტორის მხოლოდ რამდენიმე აბსურდულ განცხადებაზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას. საუბრობს რა მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის მომხდარ სქიზმაზე, მაისურაძე დასკვნის: „ბიზანტიის იმპერა-ტორის... აღზევებამ (და არა საბაბად გამოყენებულმა სულიწმინდის ძისაგან გამოსვლისა თუ არგამოსვლის დოგმატზე პოლემიკამ) გამოიწვია XI საუკუნეში ეკლესიის სქიზმა და „მართლმადიდებლო-ბისა" და „კათოლიციზმის" გამიჯვნა".11 რა ტყუილად იმტვრევდნენ თავს ლათინი და მართლმადიდებელი თეოლოგები და რელიგიის ისტორიკოსები საუკუნეთა განმავლობაში სქიზმის საღვთისმეტყველო მიზეზების შესწავლაზე! აგერ, XXI საუკუნეში მაისურაძემ უცებ აღმოაჩინა, რომ თურმე ყველაფერში დამნაშავე ბიზანტიის იმპერატორი ყოფილა! რომ არაფერი ვთქვათ ავტორის უვიცობაზე ეკლესიოლოგიის სფეროში, საგანგებო აღნიშვ-ნას ერთი გარემოება საჭიროებს. ოღონდ რომის პაპი არ გამოიყვანოს დამნაშავედ და ყველაფერს „ბნელი" მართლმადიდებლების იმპერა-ტორს აბრალებს ავტორი. ყოველგვარ მიკერძოებასაც აქვს საზღვარი. მაისურაძე განაგრძობს: „დავით აღმაშენებელი პირველი ქართველი მეფეა, რომელიც უარს ამბობს ბიზანტიურ ტიტულებზე და ამით არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკლესიურადაც კი ემიჯნება იმპერიას".12 კვლავ აშკარაა მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ელემენტა-რული უცოდინრობა. რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესია არ გამიჯვნია ბიზანტიის ეკლესიას, ვინაიდან ქრისტიანული ეკლესია ერთიანია ონტოლოგიურად, არსებობს „ერთი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია" და არა ცალკეული ნაციონალური ეკლესიები. საუბრობს რა ქართულ რელიგიურ ნაციონალიზმზე, მაისურაძე კაჭკაჭივით იმეორებს საქმეში ჩაუხედავთა მიერ ერთ დროს გამოთ-ქმულ აბსოლუტურ სისულელეს:„თამარის ანონიმი ისტორიკოსი... რომელიც, სავარაუდოდ სასულიერო პირი უნდა ყოფილიყო,თამარს სამების მეოთხე წევრად და მასზე აღმატებულადაც კი მოიხსენიებს: „აქა კულა სამებისა თანა იხილვების თამარ, მისწო-რებული და აღმატებული"... თუკი საეკლესიო დოგმატიკით ამგ-ვარი წარმოდგენა მწვალებლურია, მის მართებულობას სწო-რედ პოლიტიკური თეოლოგია განსაზღვრავს".13 კვლავ ცხადია მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სრული უცოდინრობა. თამარის ისტორიკოსის განცხადება არავითარი მწვალ-ებლური შინაარსის შემცველი რომ არ არის, ეს საგანგებოდაა გამოკვ-ლეული სპეციალურ ლიტერატურაში.14 ერთი სიტყვით, მაისურაძის წიგნი სავსეა უმეცარი და ქართველო-ფობიური გამოხტომებით, მიუხედავად ამისა, „საბას" ჟიურიმ მას მიაკუთვნა პრემია, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ ლიტერა-ტურული ჯილდოს იდეოლოგიურ მიზანდასახულობას. ლიტერატურული კონკურსები სრულიად ობიექტური ვერასოდეს იქნება, ვინაიდან ზედმიწევნით ობიექტურობაზე ესთეტიკის სფერო-ში შეუძლებელია საუბარი იყოს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ არც სურვილისა ამ კონკურსების შეძლებისდაგვარად ობიექტურად ჩატა-რებისა. 5) ტელევიზია. ტელევიზია განუწყვეტლივ აპიარებს ერთი კატეგორიის შემოქმედებს. შეიქმნა „ტელეწმრელის" უნიკალური სახე (რ. ჩხეიძე). საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა შესანიშნავად იცის, რომ მაგ.: ლაშა ბუღაძე და დათო ტურაშვილი მწერლები არიან, ისე, რომ ერთი პწკარიც არ აქვთ წაკითხული მათი შემოქმედებიდან. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" 35 წუთიანი ფილმი მიუძღვნა ზ. ბურჭულაძეს, რომელიც თითქმის გენიოსადაა გამოცხადებული ჟურნალისტის მიერ. იგივე ბურჭულაძე არაერთი სატელევიზიო გადაცემის ხშირი სტუმარია. მასმედია ყოველი საშუალებით ცდი-ლობს გააპიაროს მისი სკანდალური საქციელი, თუმცა ხანდახან მარცხიც მოსდით ასეთ შემთხვევაში. 2011 წელს ბურჭულაძემ ერთ-ერთ ლიტერატურულ ღონისძიებაზე განაცხადა: „ქურდებს-სიცო-ცხლე...". ტელევიზიამ სასწრაფოდ ატეხა აჟიოტაჟი, თუმცა ამ ზეიდიოტურ პროვოკაციას არავინ წამოეგო გარდა... საქართველოს პრეზიდენტისა. ამავე „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" მოზარდებისათვის განკუთ-ვნილი გადაცემა დაუთმო ე. დეისაძის „საიდუმლო სირობის" პრე-ზენტაციას. იგივე დეისაძე, ფაქტობრივად, ყველა თოქ-შოუსა და გადაცემაში მიიწვია არაერთმა ტელევიზიამ. იმის მაგიერ, რომ ტელევიზიები მართლა ნიჭიერი, ზნეობრივი ახალგაზრდებით დაინ-ტერესდნენ და ისინი გაანცონ პუბლიკას, უზნეო, უტიფარ ახალ-გაზრდებსა და ანტიკულტურას უწევენ პოპულარიზაციას. ამრიგად, როგორც ვხედავთ, გამომცემლები, ლიტერატურული პერიოდიკა, ლიტერატურული კრიტიკა, ლიტერატურული კონკურ-სები და ტელევიზია აპიარებს ერთი კატეგორიის შემოქმედებს. შედეგად კი შეიქმნა ჩაკეტილი წრე. თუ ვინმეს სურს, რომ პოპუ-ლარული გახდეს, უნდა დაემსგავსოს სხვებს, დაიწყოს წერა სასქესო ორგანოებზე, მიმართოს ეროვნულ და რელიგიურ სატირას. ამ შემ-თხვევაში ტელევიზიაც დაინტერესდება, გამომცემლებიც და ლიტე-რატურული პერიოდიკაც. სწორედ ამ ჩაკეტილი წრის გამო წერის სურვილი დააკარგვინეს ბევრ მართლაც ნიჭიერ შემოქმედს, რომლებიც არ წავიდნენ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ. ზერელე მწერლობის პროპაგანდას უდიდესი ზიანის მოტანა შეუძლია. კლასიკურ ესთეტიკაში უდავო ჭეშმარიტებადაა მიჩნეული, რომ ესთეტიკური გემოვნება აღზრდას საჭიროებს, რომ „მშვენიერის დასაფასებლად საჭიროა განვითარებული გონი; ადამიანს, ისე, რო-გორც ის არსებობს, მოუმზადებლად და განუვითარებლად, მშვენიე-რის შესახებ არავითარი მსჯელობა არ გააჩნია".15 თანამედროვე პოსტმოდერნული ეპოქა კი, სამწუხაროდ, ეჭვის თვალით უცქერს ყოველგვარ აღმზრდელობით საქმიანობას. ესთე-ტიკური სუბიექტი ყოველ ახალ ნაწარმოებს იმის მიხედვით აფასებს, რაც მისი გემოვნების საფუძველშია ჩადებული. ის ახალგაზრდები კი, რომელთა გემოვნების საფუძველიც ბუღაძისა და ხვედელიძის ზერელე ნაწარმოებებს დაემყარება, ესთეტიკურად სრულიად დეგრა-დირებულნი იქნებიან. ამასთანავე, ყოველი მხატვრული ტექსტი გარკვეული ეთიკური ღირებულების მატარებელია. თანამედროვე ნაწარმოებებში კი სინთე-ზურადაა შერწყმული ზერელე ესთეტიკა და ზერელე ეთიკა. მასებს კი, რომელთაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ავისა და კარგის გარჩევა, გამალებული პროპაგანდის საშუალებით შთააგონებენ, თითქოს, ასეთი თხზულებები წარმოადგენენ ნამდვილი ლიტერა-ტურის ნიმუშებს. შედეგად კი ხდება ხალხის ესთეტიკური და ეთი-კური გადაგვარება.
ლევან ბებურიშვილი
1ო. ჭილაძე, წინ მარადისობაა!, გვ. 77. 2ჟურნ. „აფრა", 1998, № 5, გვ. 237-238. 3იქვე, გვ. 202. 4რ. ჩხეიძე, სწრაფვა დასავლური სივრცისაკენ, ჟურნ. „ჩვენი მწერლობა", 2012, № 8, გვ. 49. 5ეს გარემოება კიდევ ერთხელ შესანიშნავად მიუთითებს, თუ რა თანხებს ხარ-ჯავენ ნეოლიბერალები თავიანთი მიზნების განსახორციელებლად. მართლა ქვეყნის კეთილდღეობას რომ მოხმარებოდა გრანტებში და ასეთ გამოცემათა დაფინანსებაში უაზროდ გახარჯული თანხა, ალბათ, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა. 6ბურჭულაძის შემოქმედებაში აღნიშნული ავტორების გამოხმაურებები თავმოყ-რილია: http://burusi.wordpress.com/literature/zaza-burchuladze/ 72005 წლის „15 საუკეთესოში" წარმოდგენილი მასალები განხილულია ჯ. მეხ-რიშვილის წიგნში „თავფარავნელი დედაბრის ალქიმია", რომელშიც მოთხრო-ბილი და მიწასთან გასწორებულია კრებულში წარმოდგენილ ავტორთა მწერ-ლური ტალანტის სისუსტე, უვიცობა, უგემოვნობა, კრებული შემდგენელთა არაპროფესიონალიზმი და თავხედობა. 8მაგ.: ჟურნალი „ლიტერატურული პალიტრის" რედაქციის მუშაობის სტილზე, უვიცობასა და არაპროფესიონალიზმზე იხ. ჯ. მეხრიშვილის წიგნი - „გინდო-და გოგოთურსაცა წამასჯდომიყავ თავზედა?" თბ., 2006. 9იხ.ჯ. მეხრიშვილი, პენმარათონი თუ კამიკაძეთა პიკნიკი?!, თბ., 2008. 10ამ და სხვა კურიოზული სიტუაციების შესახებ იხ. ლ. კოდალაშვილის წერი-ლი „რა არის საჭირო იმისათვის, რომ „საბას" ლაურეატი გახდე...", ჟურნ. „ჩვენი მწერლობა", 2010, № 8, გვ. 34-39. 11გ. მაისურაძე, ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები, გვ. 46. 12იქვე, გვ. 48. 13იქვე, გვ. 49. 14იხ.ე. ჭელიძე, წმ. თამარ მეფის ე. წ. მეოთხე ჰიპოსტასობისა და „ბუნებითი ღმერთობის" შესახებ, ჟურნ. „გული გონიერი", 2011, № 2, გვ. 25-46. 15ჰეგელი, ესთეტიკა,I, გვ. 77. უკან დაბრუნება |