მთავარი > სხვადასხვა > თანამედროვე ქართული მწერლობის იდეოლოგიური საფუძვლები
თანამედროვე ქართული მწერლობის იდეოლოგიური საფუძვლები22-05-2014, 06:18 |
ქართული ლიტერატურისა თუ კულტურის არაერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართულ მწერლობას კრიზისის ეპოქა უდგას, რისი დასტურიცაა მოძალებული უნიჭო, უზნეო და უფერუ-ლი ტექსტები, ფსევდოეპატაჟური გამოხტომები და სხვ. იშვიათად გვხვდება შექმნილი სიტუაციის ანალიზის ცდები, მაგრამ ანალიტიკოსთა უმრავლესობა ერიდება ნამდვილ მიზეზებზე მსჯე-ლობას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი პრობლემის რეალურ არსს შესანიშნავად აცნობიერებს. მწარედ ცდება ის, ვინც აღნიშნული მდგომარეობის საფუძ-ველს მხოლოდ ესთეტიკური აზროვნების კრიზისში ეძიებს, ვინაიდან ეს ვითარება, უპირატესად, გარეესთეტიკური, პო-ლიტიკურ-იდეოლოგიური მიზეზებით არის განპირობებული. უკვე ჩაგვესმის მავანი ნეოლიბერალის ისტერიული ხმა: „ნუ ურევთ ერთმანეთში ლიტერატურასა და პოლიტიკას! ეს ორი სხვადასხვა სფე-როა!" სინამდვილეში, საქმე ასე მარტივად არ არის. ლიტერატურა და ხელოვნება ყოველ ეპოქაში გამოიყენებოდა როგორც იდეოლოგიური იარაღი. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ „ლიტერა-ტურა საზოგადოების კულტურული იდენტურობის განსაკუთრებული ნაწილია. მას შეუძლია ხელი შეუწყოს მის მიღმა შექმნილ ფა-სეულობათა გადაცემას. მას შეუძლია ამ ფასეულობათა კონ-სტრუირება და იერარქიზირება".1 საზოგადოებრივ ცნობიერებას ქმნის და ამკვიდრებს ხელოვნება და მასმედია, იგი აკონტროლებს და მართავს საზოგადოებრივ აზრს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკისა და ლიტერატურის გზები ხშირად იკვეთება. როგორც დიდი გერმანელი მწერალი თომას მანი წერს: „დაუშვებელია სულიერი ცხოვრება პირწმინდად გავმიჯნოთ პოლიტიკისაგან. ის აზრი, თითქოს შესაძლებელია კულტუ-რული ფასეულობების შექმნა და ამავდროულად აპოლიტიკუ-რობის შენარჩუნება, წარმოადგენს ცდომილებას..."2 ქართველი მწერლის აზრითაც, „მწერლობა პოლიტიკურ ცხოვ-რებაში არ ერევა (არ უნდა ერეოდეს), თორემ პოლიტიკასთან პირდაპირაა დაკავშირებული".3 საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იწყება ნეოლიბერალთა გააქტიურება ჩვენს ქვეყანაში. ნეოლიბერალური იდეოლოგია გამოკვეთილად გლობალი-სტური ხასიათისაა. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშ-ნული, „გლობალიზაცია და ნეოლიბერალიზმი გვერდიგვერდ მიაბი-ჯებს".4 ნეოლიბერალთა მიზანია ე.წ. „ღია საზოგადოების" შექმნა (რომელიც სინამდვილეში ჩაკეტილი საზოგადოების ერთ-ერთ სახე-ობას წარმოადგენს), რაც საბოლოოდ უნდა დასრულდეს მართვის ერთიანი ცენტრის დაფუძნებით. თავიანთი მოღვაწეობის პირველ პერიოდში ახალი ლიბერალები, ძირითადად, უცხოური გრანტებით სულდგმულობენ და მათი პრო-პაგანდის საშუალებებიც შედარებით მოკრძალებულია. 2003 წ. ე.წ. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ კი ნეოლიბერალები მოდიან ხელისუფლებაში და ნეოლიბერალიზმი სახელმწიფოს ოფიციალური იდეოლოგია ხდება. ვინაიდან ნეოლიბერალთა ერთ-ერთი მამამთავრისა და იდეოლო-გიის აზრით: „არსებობს კონფლიქტი ღია საზოგადოების ცნებასა და ეროვნული სუვერენიტეტის ცნებას შორის"5, იწყება თავგანწირული შეტევა ყველაფერზე, რაც ეროვნული ნიშნითაა აღბეჭდილი და ქართული თვითცნობიერების განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. ღია საზოგადოების უპირველეს მტრებად ნაციონალური, ეროვნულ საფუძველზე დამყარებული სახელმწიფოები ცხადდებიან. ამიტომაც ეროვნული ცნობიერების მოსპობა ნეოლიბერალთა უმთავრესი ამოცანაა. ნეოლიბერალები თავდაპირველად უტევენ ქართულ ეროვ-ნულ ფენომენს. მათი განქიქების საგანი, უპირველესად, არის ქართ-ველი ხალხის ბუნება: „უგემოვნო, უტიფარი, უნიჭო, უბირი ადამი-ანია საქართველოს სიმბოლო. შემცბარი, უგუნური, ბოღმიანი გამო-ხედვაა საქართველოს სიმბოლო... კოტიტა თითები, დამანჭული სი-ფათი, ხვანჯარში გაჩრილი დამბაჩა... თითქოს არამყრალი სიგარეტის გამონაბოლქვი, ოდეკოლონის შთამბეჭდავი სურნელია საქართველოს სიმბოლო".6 ახლა ზოგიერთი ზერელედ მოაზროვნე უთუოდ წამოიძახებს, რომ ილია ჭავჭავაძეც ნაკლები სიმწვავის სიტყვები არ უთქვამს ქართველ ერზე, მაგრამ ილია, უზომოდ რომ უყვარდა სამშობლო, ხალხის ზნეობრივ ნაკლზე ამახვილებდა ყურადღებას და არა „კოტიტა თითებზე, დამანჭულ სიფათზე, ბოღმიან გამოხედვაზე, სიმ-ყრალეზე" და ა.შ. ასეთი სიტყვების თქმის საფუძველი მხოლოდ სიძულვილი შეიძლება იყოს. სხვა მოაზროვნის შეხედულებით კი, „მთავარი დამახასიათებელი თვისება ჭეშმარიტი ქართველის არის მისი ქალურობა... ისტერიუ-ლობა, მეძავისათვის დამახასიათებელი მლიქვნელობა და ტყუილი... ქართველი დაუძინებელ მტერსაც კი უხსნის სიყვარულს და ამას საკუთარი სტუმართმოყვარეობით ამართლებს, სინამდვილეში კი ეს მეძავი ქალისათვის დამახასიათებელი ამორალურობაა და მეტი არა-ფერი".7 მიაქციეთ ყურადღება: მეძავობა ქართველის ერთ-ერთი კი არა, მთავარი დამახასიათებელი თვისებაა, პასკვილიანტის აზრით. თვალსაჩინოა ქართული სტუმართმოყვარეობის ფსიქოანალიზიც. ჩვენ რომ სტუმარ-მასპინძლობის ფენომენის სათავეებს ქრისტიანულ რელიგიაში ვეძიებდით,8თურმე სინამდვილეში იგი ქართველთა მეძავური ბუნებით ყოფილა განპირობებული. პუბლიცისტი კი აგრძელებს: „მრავალხმიანი სიმღერა... იმიტომ არ-ის უსაზღვროდ ლამაზი, რომ თავისი არსით აბსოლიტურად ამორა-ლურია. კაცების გუნდში ყოველი მათგანი სხვადასხვა ხმას მღერის, ანუ არ ეთანხმება უმრავლესობის აზრს, ამტკიცებს თავისას და იშვი-ათად უერთდება უმრავლესობას".9 ამ მსჯელობას კი, უკვე შეუძლებელია, ეწოდოს სხვა რამ, გარდა გონებააშლილობისა. ჰარმონია სხვა არაფერია, თუ არა განსხვავე-ბულთა მოწესრიგებულობა. ქართულ ხალხურ სიმღერაში სხვადასხვა ხმა ერთმანეთის წინააღმდეგ კი არ მიდის, როგორც ამას პასკვი-ლიანტი წერს (ამ შემთხვევაში საქმე გვექნებოდა არა სიმღერასთან, არამედ ყმუილთან), არამედ ავსებსერთმანეთს, რის შედეგადაც განუმეორებელ ჰარმონიას ვიღებთ. ნეოლიბერალები უტევენ ქართულ მეცნიერებას: „ქართული ისტორიოგრაფიის, ლიტერატურათმცოდნეობის, ფილოსოფიის დონე არათუ საერთაშორისო სატანდარტებთან ახლო ვერ მიდის, არამედ უბრალო კრიტიკასაც ვერ უძლებს".10მათვე განახორციელეს საგანმა-ნათლებო სისტემის დამანგრეველი „რეფორმა", რის შედეგადაც მიწასთან გაასწორეს კვლევითი ცენტრები, პროფესორის ხარისხით აღჭურვეს მედროვეები, ღირსეული მეცნიერების დიდი ნაწილი კი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოაძევეს. ნეოლიბერალები უტევენ საქართველოს მართლმადი-დებლურ ეკლესიას: „საქართველოს ეკლესია თავისი ორგანიზა-ციული წყობით ე.წ. „მასობრივი ტიპის" ბოლშევიკური ყაიდის პარ-ტიას ჩამოჰგავს".11 სხვათა აზრით კი, საქართველოს მართლმადი-დებლური ეკლესია მისი ანტიდასავლური და იზოლაციონისტური ბუნების გამო წინ ეღობება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.12 ნეოლიბერალები უტევენ ქართულ ტრადიციებს: „თითქმის ყველა ქართველი თავის ბედს, მთელს თავის ცხოვრებას ბოლომდე ბრმად ანდობს ამ „ათადან და ბაბადან" მომავალ „ტრადიციებს", იმას, რაც „ოდითგანვე წესი ყოფილა" და ამით ძირშივე კლავს თავის ორიგინალურობას, განუმეორებლობას, პიროვ-ნულობას, თავისუფლებას, სიცოცხლის უფლებას-მოკლედ ყველა-ფერს, რაც ღმერთმა მისცა".13 - წერს ლევან რამიშვილი. „ქართული სუფრა ფორმით ჰომოსექსუალისტური და შინაარსით ტრაგი-ჰეტეროსექსუალისტურია, ხოლო ქართველი მამაკაცი არშემდ-გარი ქალი, ანუ ქალის ცუდი შემთხვევაა",14- გვმოძღვრავს ემზარ ჯგერენაია. ნეოლიბერალები უტევენ ქართულ მწერლობას: აგდებულად საუბრობენ ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაზე (იხ. ქვემოთ), ყალბ და უნიჭოებად თვლიან ნ. ბარათაშვილსა და გალაკტიონ ტაბიძეს15, ხოლო უახლესი ქართული ლიტერატურის კლასიკოსებს მოიხსენიებენ, როგორც „სადიზმის პოსტსაბჭოთა დიდოსტატებს".16 ერთი სიტყვით, ნეოლიბერალების მიხედვით, ქართველთა წარუმატებლობის სათავე მათ ქართველობაში მდგომარეობს. ქართველები უბედურები იმიტომ არიან, რომ ქართველები არიან! ქართული ტრადიციები, ქართული სუფრა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გვეღობება დემოკრატიისა და მატე-რიალური კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე. ნეოლიბერალების მიერ მდგომარეობა ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოს ჩვენი ყოფის ყველა ნაკლი, ყველა სიმახინჯე, ყოველი უარყოფითი თვისებები წარმოადგენენ კიდეც ქართველობის არსს, მის ნამდვილ სახეს. ამიტომაც ქართველი არსობრივად უნდა გარდაიქმნას, უნდა გადაკეთდეს. პავლე მოციქულისეული „ახალი ადამიანი" ჯერ კონუნისტების მიერ გადაშინაარსდა „საბჭოთა ადამიანად", „Homo soveticus”-ად, შემდეგ კი ნეოლიბერალებმა დაიწყეს „ახალი ლიბერალური ადამიანის", „ახალი ქართველის" გამოყვანა, არსებისა, რომლის ინტერესთა სფერო მხოლოდ ბიოლო-გიური მოთხოვნილებებით უნდა იყოს შემოსაზღვრული. ფ. დოსტოევსკის „იდიოტში" გვხვდება საგულისხმო მსჯელობა: „რუსული ლიბერალიზმი მარტო არსებული წესების წინააღმდეგ გალაშქრება კი არაა, მარტო რუსულ წესებს კი არ ესხმის თავს, არამედ თვით რუსეთის წინააღმდეგ ილაშქრებს. ჩემი ლიბერალი იქამდეც მიდის, რომ თვით რუსეთს უარყოფს, მაშასადამე საკუთარი დედა სძულს და საკუთარ დედას სცემს. ყოველი უკუღმართული, ყოველი კვიმატური რუსული ფაქტი მას მხოლოდ სიცილსა და ლამის აღტაცებას ჰგვრის. მას სძაგს ხალხის ადათ-ჩვევები, რუსული ისტო-რია, ყველაფერი... რუსეთისადმი ეს მისი სიძულვილი ყველაზე ნაყოფიერ ლიბერალიზმად მიაჩნია".17 ჩასვით ამ ციტატაში „რუსულის" მაგიერ „ქართული" და მიიღებთ ქართული ნეოლიბერალიზმის ზედმიწევნით ზუსტ დახასიათებას. ძნელია, არ დაეთანხმო მკვლევრის განცხადებას, რომ „ახალ ლიბე-რალებს სურთ საქართველოში ისეთ ლიბერალიზმს მიაღწიონ, როგორიც დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში არ არის. ეს ცდები ჰგავს ძველი საბჭოთა კავშირის კამპანიას „დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას".18 თუ ვინმე კრიტიკული თალით შეხედავს ნეოლიბერალურ ექსტ-რემიზმს, მაშინვე უპასუხებენ, ერთი შეხედვით, ჩამჭრელი კითხვით: კი, მაგრამ ილია ჭავჭავაძეც ხომ ლიბერალი იყოო? აუცილებელია, ორიოდე სიტყვა ითქვას ლიბერალიზმისადმი ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულებაზე. ილიასათვის ლიბერალიზმი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, სრულიადაც არ იყო უნივერსალური: „სწორედ რომ ვთქვათ, ადამიანის ღირსების საწყაო ლიბერალობა ან რეტროგრადობა ან სხვა ამისთანა-კი არ არის არამედ ეს: მართალია კაცი, თუ მტყუანი".19-წერს ილია და უმკაცრესად ამხელს თანამედროვე ლი-ბერალებს, რომლებიც ადამიანს აფასებენ არა მისი ზნეობრივი სახის, არამედ იდეოლოგიური პოზიციის მიხევდით. ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა ლიბერალიზმის საკუთარი, ნეოლიბე-რალებთან რადიკალურად განსხვავებული, გაგება. თითქოს სწორედ ამ ფსევდოლიბერალთა გასაგონად წერდა ილია: „ლიბერალობა განა მალვაა, ანუ ხელის წაფარება ტყუილებისა, იონბა-ზობისა, თაღლითობისა, თვალთმაქცობისა და ყოველგვარი ნამუსახდილობისა, და არა მხილება ყოველ ამისი? თუ საძრახავსა არ ამხელ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ, მაშ რის მაქნისიღაა ეს თქვენი მოწონებული, თქვენი ქადებული დოყლაპია ლიბერალობა?.. ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის, რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედინო, არავის გააქელინო, ბოროტს ბოროტი ამხილო, მსჯავრდაუდებლად არ შეარჩინო და თუ საიმისოა, ცხვირიდამაც ძმარი ადინო".20 როგორც ვხედავთ, ილია ჭავჭავაძეს ლიბერალობა უმთავრესად ესმის არა როგორც იდეოლოგიური,არამედ როგორც ეთიკური პოზიცია. ილიას აზრით, ლიბერალი იგივე ზნეობრივი ადამიანია, რომლის ცხოვრების მიზანსაც სიმართლის დაცვა და მსახურება შეადგენს. საგულისხმოა, რომ ამ სიტყვებს ილია წერს თავის ვრცელ ნარკვევში: „ქვათა ღაღადი". ილიას ეპოქის ფსევდოლიბერალები, დღევანდელთა მსგავსად, ეროვნული საკითხის სრულ იგნორირებას ახდენდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ილია ჭავჭავაძის მკაცრი პასუხი სომეხი ვაი-მეცნიერებისადმი ეროვნული შუღლის გაღვივებას შეუწ-ყობდა ხელს; ეს კი, ლიბერალური პოზიციიდან, გაუმართლებელი იყო. მსგავსადვე, ნეოლიბერალებიც, უკეთეს შემთხვევაში, სრულიად არ აქცევენ ყუდარღებას ეროვნული კულტურის აბუჩად აგდებას; უარეს შემთხვევაში კი თავად გვევლინებიან ცილისმწამებლებად. ასეთ ფარისევლობით განრისხებული ილია წერს: „რას გვიქვიან აქ ლიბერალობა, ან რეტროგრადობა, როცა ჩვენს ვინაობას, ჩვენს თავ-ბედს ასე აბიაბრუებენ და ძირიანად სთხრიან!"21 ყურადღება უნდა გავამახვილოთ კიდევ ერთ გარემოებაზე: ახალ-გაზრდა ილია ჭავჭავაძე აცხადებდა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?"22. ვინმეს წარმოუდგენია, რომ რომელიმე ნეოლი-ბერალი მსგავს რამეს იტყვის? ეს ხომ ყოვლად შეუძლებელია! უფრო მეტიც, დღევანდელი გადასახედიდან, ილიას ეს სიტყვები არათუ ლიბერალური, არამედ თხემით ტერფამდე კონსერვატიულია.23 ამას შესანიშნავად აცნობიერებენ ნეოლიბერალები, ამიტომაც ყველა საშუალებით ცდილობენ ილიას სიტყვები გააკრიტიკონ. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შემთხვევითი არაა, რომ დღევანდელი ფსევდოლიბერალის აღსანიშნავად შეიქმნა ტერ-მინი: „ლიბერასტი". გვხვდება შემთხვევები, როდესაც ილიას ლიბერალობას უწუნებენ; ალმაცერად უცქერენ ილია ჭავჭავაძეს, როგორც მწერალსაც. მაგ.: ლ. ბერძენიშვილი სიამოვნებას ვერ ფარავს იმის გამო, რომ „გაჩნდა დავით აღმაშენებლისა და ილია ჭავჭავაძის კრიტიკის საშუალება".24 მანვე განაცხადა, რომ იგი „ილია ჭავჭავაძეს, ასეთ ქართველ მწერალს, არ იცნობს".25 ცოტა ხნის შემდეგ ლ. ბერძენშვილმა შესაშური გულახ-დილობით ისიც აღიარა, რომ მას არც აკაკი წერეთელი მოსწონს.26 მ. ჯავახიშვილი კი, ბერძენიშვილის აზრით, შეიძლება წივწივაძის დონის მწერალია.27 სამაგიეროდ, ლევან ბერძენიშვილს ძალიან მოსწონს მწერალი ზაზა ბურჭულაძე და სახოტბო წერილებსაც უძღვნის მას.28 დავსვათ კითხვა ამგვარად: რატომ არ მოსწონს ლევან ბერძე-ნიშვილს ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი? პასუხი: იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი თავიანთი მსოფლხედვითა და აზროვნების წესით ლიბერალისტები არ არიან! კითხვა მეორე: რატომ მოსწონს ლ. ბერძენიშვილს მწერალი ზაზა ბურჭულაძე? პასუხი: იმიტომ რომ ზაზა ბურჭულაძე თავისი მსოფლ-ხედვითა და აზროვნების წესით მგზნებარე ლიბერასტია. ყველაფერი ძალიან მარტივია. ყოველივე ზემოთ თქმული ხელს არ უშლის ზოგიერთებს, რომ ნეოლიბერალები ილიას საქმის გამგრძელებლებად გამოაცხადოს და პარალელები გაავლოს მათსა და ილიას შორის.29 ილია ჭავჭავაძემ უმკაცრესად ამხილა ქართველთა მან-კიერებანი, მაგრამ ამ მხილებას ეროვნული ფენომენის უდი-დესი სიყვარული ედო საფუძვლად. ნეოლიბერალებიც ბევრს წერენ ქართველთა უკეთურებებზე, მაგრამ მათი საქციელი ეროვნული ფენომენისადმი სიძულვილით არის მოტივი-რებული; ილია ჭავჭავაძე ებრძოდა იმ არაარსებითსა და არაბუნებრივ თვისებებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ფესვი გაიდგა ქართველთა სულში; ნეოლიბერალები კი ებრძვიან იმ არსებითსა და ძირეულ ნიშნებს, რომელთა გარეშეც ქართველი კაცი აღარ იქნება ქართველი; ილია ჭავჭავაძის მიზანი იყო ქართველებს შეენარჩუნებინათ ისტო-რიული წარსული, დაბრუნებოდნენ ისტორიულ ძირებს, ამიტომაც ხალხს იდეალად უსახავდა ისტორიულ გმირებსა და სამშობლოსათვის თავდადებულ მამულიშვილებს; ნეო-ლიბერალებს კი სურთ ქართველების გადაყვანა აზროვნების სხვაგვარ წესზე, თვისებრივად განსხვავებულსა და არაერო-ვნულ ნიადაგზე, ამიტომ ისტორიულ გმირებს ქონდრის-კაცებად წარმოაჩენენ და ხალხს ეტალონად მამათმავლებსა და უზნეო ადამიანებს უსახავენ; ილია ჭავჭავაძე მედგრად იცავდა ეროვნულ კულტურას აბუჩად აგდებისა და დამცი-რებისაგან, ნეოლიბერალები კი თავად ესხმიან თავს და ცილს სწამებენ ყოველივე ქართულს. ილია ჭავჭავაძემ დაა-არსა სათავადაზნაურო ბანკი, რათა ქართულ მიწებს უცხო-ელები არ დაპატრონებოდნენ; ნეოლიბერალები კი უდიდესი სიამოვნებით ასხვისებენ ქართულ მიწებს ნებისმიერზე, ვი-საც ფულის გადახდა არ დაენანება. აი, რა განსხვავებაა ნეოლიბერალებსა და სამოციანელებს შორის. ნეოლიბერალთა შეტევის საგანგებო ობიექტია ქართული ლიტე-რატურა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართული ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო. იწყება იერიში ქართული ლიტერატურის კლასიკოსებზე და პარალელურად კი-უნიჭო და უზნეო ავტორების გაპიარება. სწორედ ამიტომ ქართული მწერლობა თანდათანობით გადაიქცა ჰეროსტრატეს კომპლექსით შეპყრობილ ადამიანისმაგვართა, ლიტერატურული ქილერებისა და კამიკაძეების თავშეყრის ადგილად. ქართული მწერლობისადმი გამოცხადებული საბრძოლო კამპანია შესანიშნავად ცნობიერდება თავად ქართველი მწერლების მიერაც: „ვისაც გლობალიზაცია არათუ გარდაუვალ უბედურებად, არ-ამედ სასურველ მოვლენადაც მიაჩნია, რა თქმა უნდა, პირ-ველ რიგში, სწორედ ეროვნულ ფენომენებს უნდა დაუპი-რისპირდეს: ენას, ოჯახს, მეურნეობას, მეცნიერებას... ანუ კულტურას მთლიანად, და, თავისთავად ცხადია მწერლო-ბასაც. მწერლობასაც კი არა, მწერლობას, როგორც მთავარ დაბრკოლებას, როგორც პატრიოტიზმისა და ეროვნულობის სკოლას".30-აცხადებს ოთარ ჭილაძე. მწერალი შესანიშნავად ხვდება თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში შექმნილი მოჩვენებითი „კრიზისის" რეალურ მიზეზებს: „ჩვენმა მტრებმა ჩვენზე უკეთ იციან ქართული მწერლობის ფასი და იმასაც ისეთივე დაუნდობლობით ებრძვიან, როგორც ქართულ ენას, ქართულ ეკლესიას თუ ქართულ მეურნეობას ებრძოდნენ თავის დროზე, ანუ ებრძვიან ყველაფერ იმას, ურომლისოდაც უბრა-ლოდ, შეუძლებელია, ქვეყნად იწოდებოდე, მით უფრო-სა-ხელმწიფოდ. რასაკვირველია, მტრების სივერაგისა და სისას-ტიკის ბრალია ჩვენი მწერლობის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა".31 ახალი ლიბერალები თავგამოდებით ებრძვიან ავტორიტეტებს, რადგანაც ავტორიტეტები განსაზღვრავენ საზოგადოების თვითრე-გულაციას. უნდა მოხდეს ტოტალური დესაკრალიზაცია, არ უნდა არსებობდეს არაფერი წმინდა. ლ. რამიშვილი წუხს, რომ „ჩვენს თავს... სხვა რაღაც ხდება, რაღაც ისეთი, რაც შეიძლება მხოლოდ ჩვენთვისაა დამახასიათებელი... ეს „რაღაც" არის საკრალიზაცია. ჩვენს ცნობიერებაში საკრალიზებულია დედა... საკრალიზებულია ასევე მამა, ბიძა, დეიდა, მამიდა... და საერთოდ ცნება „ნათესაობა". საკრალიზებულია ცნება „სამშობლო", საქართველო, ივერთ მხარე... საკრალიზებულია მეზობლობა, „მოყვარეობა" და რა ვიცი, რა აღარ".32 რა არის გასაკვირი იმაში, რომ დედა, ოჯახი და სამშობლო ადა-მიანის ცნობიერებაში საკრალიზებული იყოს? ვაი-რაციონალის-ტებისათვის ასეთი მდგომარეობა გონებრივ შეზღუდულობას ცხად-დება. ნეოლიბერალთა ამოცანაა, დაამყარონ ისეთი მდგომარეობა, რომ ადამიანის ცნობიერებაში არ არსებობდეს არავითარი მორალური იმ-პერატივი, არაფერი საკრალური. ბიოლოგიური მოთხოვნილებები ცხადდება უმაღლეს ღირებულებად. ავტორიტეტების, ორიენტირების გარეშე დარჩენილი ადამიანთა ჯოგი კი სწორედ ღია საზოგადოების მშენებლობის მთავარი პირობაა. ადამიანთა ასეთი ერთობა მზადაა, მიიღოს ყოველგვარი სიახლე, რასაც გამალებული პროპაგანდის საშუალებით შთააგონებენ.
ლევან ბებურიშვილი
1პ. არონი, ა. ვიალა,ლიტერატურის სოციოლოგია, ფრანგულიდან თარგმნა ც. ბიბილეიშვილმა, თბ., 2011, გვ. 115. ხაზი ყველგან ჩვენია. ლ. ბ. 2Т. Манн, Собр. Сочин. Т. Х, М., 1961, გვ. 283. 3ო. ჭილაძე, წინ მარადისობაა!, თბ., 2009, გვ. 67. 4ე. ჰეივუდი, პოლიტიკური იდეოლოგიები, თბ., 2005, გვ. 64. 5ჯ. სოროსი, ნაციონალური დიქტატურები ღია საზოგადოების წინააღმდეგ, გაზ. „საქართველო", 2005, № 2, გვ. 7. 6გ. მირზაშვილი, საქართველოს სიმბოლო, საქართველო ათასწლეულთა გასა-ყარზე (ზ. კიკნაძის რედაქციით), თბ., 2005, გვ. 336. 7ი. ჩარკვიანი, მატრიარ-ქალი, ანუ პრეზინ-დედა, საქართველო ათასწლე-ულთა გასაყარზე, გვ. 366. 8შდრ.: „იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი..." (1 პეტრე, 4,9); „ესწ-რაფეთ სტუმართმოყვარეობას" (რომ. 12, 13); „სტუმართმოყვარეობა არ დაივი-წყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართ-მოყვარეობა და არ სცოდნიათ!" (ებრ. 13, 12) და სხვ. 9ი. ჩარკვიანი, მატრიარ-ქალი, ანუ პრეზინ-დედა, გვ. 366. 10გ. მაისურაძე, ინტელიგენცია, საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე, გვ. 310. 11ა. ჯოხაძე, სიკვდილი ბიზანტიურად, საზოგადოება და პოლიტიკა, IV, თბ., 2002, გვ. 188. 12იხ. გ. მამულია, გ. მამულია, მართლმადიდებლური იზოლაციონიზმი თუ დასავლური ნაციონალიზმი, გაზ. „7 დღე", 2000, № 98. 13ლ. რამიშვილი, http://telegrapi.wordpress.com/2009/10/21. 14ე. ჯგერენაია, ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ, ქართული სუფრა და სამოქალაქო საზოგადოება, თბ., 2000, გვ. 38. 15იხ. მ. ლეკიაშვილი, ველური ხილი, ჟურნ. „ცხელი შოკოლადი", 2011, № 71, გვ. 78-82, 95-98. 16ჟურნ. „აფრა", 1998, № 5, გვ. 237. 17ფ. დოსტოევსკი, იდიოტი, თბ., 1987, გვ. 395, 396. 18გ. ყიფიანი, ეროვნული ხასიათი და განვითარება, თბ., 2002, გვ. 127. 19ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი ათ ტომად, ტ. VIII, თბ., 1957, გვ. 102. 20იქვე, გვ. 100, 102. 21იქვე, გვ. 103. 22ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ. III, თბ., 1953, გვ. 27. 23ნიშანდობლივია, რომ სიტყვა „კონსერვატიზმი" წარმოშობილია ინგლისური ზმნიდან „to conserve”, რაც დაცვასა და შენახვას ნიშნავს. ილია კი სწორედ სამი ღვთაებრივი საუნჯის დაცვისა და შენახვისაკენ მოგვიწოდებს. 24ლ. ბერძენიშვილი, პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი და იდენტობის სხვადა-სხვა დონე, საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე, გვ. 75. 25ყველას, ვისაც ეჭვი ეპარება ილია ჭავჭავაძის პოეტურ თუ სამწერლო ოსტატობაში, ვურჩევთ, წაიკითხოს პროფ. ლადო მინაშვილის წიგნი: „ილია ჭავჭავაძე" - თბ., 1995. 26იხ. გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 4-10. II. 2000. 27იხ. ლ. ბერძენიშვილი, აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი ფრან-კენშტეინისა, გაზ. „ახალი 7 დღე", 2001, № 9, გვ. 11. 28ლ. ბერძენიშვილი, „ნალექიანი ყინული", გაზ. „24 საათი", 2006, № 96; „პასირებული შეტევა", გაზ. „24 საათი", 2007, № 143; „ზაზა ბურჭულაძის Adibas, ანუ ადგილზე სირბილი საქართველოში", „ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი", 2010, № 3 და სხვ. 29იხ. გ. ნოდია, ძველი ინტელიგენცია და ახალი ინტელექტუალები საქართ-ველოში: პარადიგმის ცვლა?, საზოგადოება და პოლიტიკა, IV, გვ. 11-12. 30ო. ჭილაძე, წინ მარადისობაა!, გვ. 76. 31იქვე, გვ. 16. 32ლ. რამიშვილი, http://telegrapi.wordpress.com/2009/10/21. უკან დაბრუნება |