მთავარი > სხვადასხვა > მწერლობის „მოთვინიერება“ გრძელდება

მწერლობის „მოთვინიერება“ გრძელდება


21-05-2014, 07:00

მწერლობის „მოთვინიერება“ გრძელდება

 

 

   ცნობილი ფრანგი პოეტის, პოლ ვალერის თქმით, მხატვრული ლი-ტერატურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის „პუბლიკის მოთვი-ნიერება",1 რაც გულისხმობს იმას, რომ შემოქმედმა უნდა დახვეწოს მკითხველის ესთეტიკური გემოვნება, თავის სიმაღლეზე უნდა აზი-დოს იგი.

   შესაძლებელი ყოფილა მწერლობის მოთვინიერებაც: საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ საკუთარ იდეოლოგიურ ინტერესებში ლიტერა-ტურის იძულებით ჩაყენება.

   1990 წელს გამოიცა აკაკი ბაქრაძის წიგნი „მწერლობის მოთვინი-ერება". ამ ნაშრომში ავტორმა გვიჩვენა, თუ როგორ მიმდინარეობდა აღნიშნული პროცესი საბჭოთა საქართველოში.

   ამბობენ, თითქოს, კომუნიზმთან ერთად დასრულდა ხელოვნების იდეოლოგიზირების ეპოქაც. ეს, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუე გახ-ლავთ.

   მწერლობის მოთვინიერება გრძელდება პოსტსაბჭოთა საქართვე-ლოშიც; ოღონდ ამჯერად იცვლება მომთვინიერებელი და მოთ-ვინიერების მეთოდები.რუსულ ნაჯახს უაღრესად დახვეწილი დასავლური ტექნოლოგიები ენაცვლება.

   თანამედროვე ქართული მწერლობა-ეს არის ნეოლიბერალურ-რადი-კალური იდეოლოგიის კოპირება მხატვრულ სივრცეში. თაყვანისცემა გლობალიზაციისადმი, ეროვნული და რელიგიური ნიჰილიზმი, ამო-რალიზმი, უკიდეგანო ცინიზმი-ეს იდეოლოგიური ნიშნები მსჭვა-ლავს თანამედროვე ქართული მწერლობის ერთ უმძლავრეს ნაკადს, რომელსაც შეგვიძლია, პირობითად ნეოლიბერალური მხატვრული დისკურსი, ანდა „ნეოლიბერალური რეალიზმი" ვუწოდოთ.

   შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ვერ მოახერხეს კომუნისტებმა ცეცხ-ლითა და მახვილით, შესანიშნავად შეძლეს ნეოლიბერალებმა2 გრან-ტებითა და ფოჩიანი კანფეტებით...

   XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ჩვენს სინამდვილეში საფუძველს იმკვიდრებს თვისებრივად ახალი ტიპის მწერლობა, რომელიც მოგვი-ანებით მთელ ლიტერატურულ სივრცეზე ბატონდება. ახალი ლიტე-რატურის ძირითადი მახასიათებელი ის არის, რომ იგი მოწყვეტილია ეროვნულ ტრადიციას; ხშირ შემთხვევაში ნიჰილისტურად, ცინიკუ-რად არის განწყობილი ეროვნული მწერლობის ძირეული ტენდენცი-ებისადმი. ახალი მწერლობა გამალებით მიისწრაფვის დასავლური სივრცისაკენ. ეს არც არის დასაძრახი. ყველასათვის ცნობილია, რომ თვით ილია ჭავჭავაძეც საუბრობდა ქართული ლიტერატურის „ევრო-პეიზაციის" საჭიროებაზე. ილიასათვის „ევროპეიზმი" გულისხმობდა „ბერძნულ-რომაულ და ბიბლიის კულტურულ სამყაროს მემკვიდრე-ობას, რომელსაც ახალი დროის გადასხვაფერებულ გარემოში ერთვის ადამიანის, როგორც სოციალური უჯრედისადმი, გამახვილებული ინტერესი, რაც ღრმა ფსიქოლოგიზმსა და ადამიანთა ურთიერთდა-მოკიდებულებაშია გამჟღავნებული" (ი. ევგენიძე). ილია ჭავჭავაძე ეროვნულ ფუნდამენტზე დაფუძნებულ „ევროპეიზმს" მოით-ხოვდა. თანამედროვე ქართული მწერლობა კი ბრმადმიმბაძ-ველია, იგი ცდილობს ევროპეიზმის დამკვიდრებას ეროვნუ-ლი ტრადიციის უარყოფის ხარჯზე. თუ ილიასათვის ცნება „ევ-როპეიზმი" ევროპის მაღალ, სულიერ იდეალებს აღნიშნავდა, თანა-მედროვე მწერლების მიერ „ევროპეიზმი" ამგვარადაა გაგებული: „მი-ნდა ვიყო ევროპელი, ძალიან მინდა. არ მინდა მქონდეს ამ-დენი ნაკურთხი მანქანა, სამარხვო ტორტი, საეკლესიო მაღა-ზია... სამაგიეროდ მინდა მქონდეს სექსის მაღაზია".3

   ბრმა მიმბაძველობის შედეგად კი იქმნება ლიტერატურა, რომელიც, ერთი მხრივ, მოწყვეტილია ეროვნულ საფუძველს, ხოლო მეორე მხრივ, ვერც დასავლური მწერლობის ნაწილია თავისი ეპიგონური ბუნების გამო.

   სწორედ ასეთი ტიპის ლიტერატურას მოვიხსენიებთ, როგორც „თა-ნამედროვე ქართულ მწერლობას", ვინაიდან მას აქვს კიდეც პრეტენ-ზიები, რომ საგანგებოდ უღრმავდება თანამედროვეობის პრობლემა-ტიკას.

   რაც შეეხება ამგვარი მწერლობის კვლევის მეთოდს, იგი ვერ დარ-ჩება მხოლოდ „წმინდა ესთეტიკის" სფეროში, ვინაიდან ესთეტიკურ ძიებებს რიგ შემთხვევებში იდეოლოგიური წინამძღვრები სჭარბობს.

   ათწლეულების განმავლობაში ქართულ ლიტერატურათმცოდნეო-ბაში, სავსებით გასაგები მიზეზების გამო, გაბატონებული იყო ვულ-გარული სოციოლოგიზმი, ლიტერატურული ფაქტების ანალიზი და ინტერპრეტაცია სოციოლოგიური მეთოდების საშუალებით. ამ დროს ლიტერატურა გაიაზრებოდა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ცხოვრების ანარეკლად, სოციალური პროცესების მხატვრულ გამოძა-ხილად; ლიტერატურათმცოდნეობა კი გადაიქცა სოციოლოგიის დანა-მატად.

   თანამედროვე კრიტიკულ აზროვნებაში კი შეინიშნება მეორე ფორ-მალისტური უკიდურესობა, რომელიც გამოიხატება შემდეგი თვალ-საზრისით: კრიტიკოსის განსჯის საგანი უნდა იყოს მხოლოდ ტექსტი და არაფერი ტექსტის გარდა.

   ეს პრინციპი შეიძლება გამართლებული იყოს კლასიკურ მწერლო-ბასთან მიმართებაში, მაგრამ იმ მხატვრული ღირსებების მქონე ლიტერატურას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, კვლევის ამ მეთოდით სრულყოფილად ვერ შევისწავლით.

   ყოველ ტექსტს თავისი კონტექსტი აქვს, თავისი ისტორიულ-კულ-ტურული ვითარებით არის განპირობებული. როგორც ჰეგელი წერდა: „ხელოვნების ყოველი ნაწარმოები თავის ეპოქას, თავის ხალხს, თავის გარემოს ეკუთვნის; იგი დამოკიდებულია განსაკუთრებულ, ისტორი-ულ და სხვა წარმოდგენებსა და მიზნებზე, რის გამოც ხელოვნებათ-მცოდნეობა ისტორიულ და მასთან მეტად სპეციალური ცოდნის დიდ სიმდიდრეს მოითხოვს".4

   ნაწარმოების კრიტიკული განხილვის დროს საკუთრივ ტექსტის ანალიზი, რა თქმა უნდა, უმთავრესია, მაგრამ მისი სრულყოფილი შესწავლა ისტორიულ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია. მაგ. კალე ფედოსიშვილის ცნობილ სიტყვებს: „მე მამას მოვკლავ, დავახრჩობ დედას, რევოლუ-ციამ თუ კი მიბრძანა!"-თუ მხოლოდ მხატვრულ-ტექსტუალური ანა-ლიზის მეთოდებით მივუდგებით, ვერაფერს გავაწყობთ. ეს სიტყ-ვები, რა თქმა უნდა, მხოლოდ იდეოლოგიური მიზეზებით არის ნათ-ქვამი; მსგავსადვე, თანამედროვე ნაწარმოებებში, რომლებიც მხატვ-რული დონით დიდად არ აღემატება კომუნიზმის მეხოტბეთა შემოქ-მედებას, იდეოლოგია ხშირად წინ უსწრებს მხატვრულ ძიებებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ესთეტიკური ღირსებებით ეს ტექს-ტები არ გამოირჩევა, მათ მაინც აქვთ თავიანთი ღირებულება, რადგან „პრაქტიკიდან გამომდინარე გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მდარე ნაწარმოებები ავლენენ საკუთარ თავში დროის სულს ისევე კარგად (თუ არა უკეთესად), როგორც შედევრები".5

 

 

 

 

ლევან ბებურიშვილი 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1პ. ვალერი, რჩეული პროზა, ფრანგულიდან თარგმნა ბ. ბრეგვაძემ, თბ., 1983, გვ. 125.

2ამ სიტყვას ფართო მნიშვნელობით ვიყენებთ იმ ახალი ლიბე-რალების მისამართით, რომლებიც XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ჭილყვავებივით შემოესივნენ საქართველოს.

3ზ. ბურჭულაძე, კონფორმისტის ჩანაწერები, თბ., 2010, გვ. 30.

4ჰეგელი, ესთეტიკა, ტ. I, თარგმნა შ. პაპუაშვილმა, თბ., 1973, გვ. 22,23.

5Г. Зедльмайр. Искуство и истина, СПб, 2000, გვ. 124.

 

 

 


უკან დაბრუნება