მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ახალგაზრდა მონაზვნებს მორჩილების შესახებ
ახალგაზრდა მონაზვნებს მორჩილების შესახებ15-10-2014, 00:01 |
სიტყვა პატერიკიდან ბერი იოანე კოლოვის და მისი მორჩილების შესახებ
იმისათვის, რომ უკეთ შეითვისოთ თავმდაბლობა და შეიტყოთ, რაგვარი უნდა იყოს ჭეშმარიტი მორჩილება, თქვენ, ახალგაზრდა ბერ-მონაზონნო, ისმინეთ ეს ამბავი ღირსი იოანე კოლოვის ცხოვრებიდან: ერთხელ ღირსი იოანე დიდ წმინდა ბერს პავლე თებელს ეწვია და სთხოვდა, რომ თავისთან მიეღო საცხოვრებლად. პავლემ ჰკითხა: -იქნები კი ყველაფერში ჩემი მორჩილი? -ვიქნები.-იყო პასუხი. მაშინ პავლემ დაიტოვა იოანე და, იმისათვის, რათა მორჩილებაში გამოეცადა, ასეთი რამ გააკეთა: აიღო ხეხილის რტო, დარგო იგი მთაზე და უბრძანა იოანეს, მანამ მოერწყა იგი, ვიდრე ხედ არ იქ-ცეოდა და ნაყოფს არ გამოიღებდა. რადგანაც წყალი შორს იყო და მის მოსატანად იოანეს თითქმის მთელი დღე უნდა ევლო, ეს მორჩილება მისთვის საძნელო გახლდათ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იოანე არ შემდრკალა. სამ წელიწადს რწყავდა იგი დარგულ რტოს და ბოლოს მისი ნაყოფიც მოიწია. როდესაც ნაყოფი დამწიფდა, პავლემ დაკრიფა ისინი, მიიტანა საძმო ტრაპეზზე, მიართვა ბერებს და უთხრა: -მიიღეთ, იგემეთ: აი, ნაყოფი მორჩილებისა! კიდევ სხვა დროს პავლემ იოანეს უთხრა: -მონასტრის ახლოს აფთრის ლეკვი ვნახე. წადი და აქ მომიყვანე. -მაგრამ როგორ მოვიყვან მას, მამაო, დედა აფთარი ხომ მეძგერება. -მაშინ დედა აფთარიც შეკარი და მომიყვანე,-ღიმილით მიუგო პავ-ლემ. იოანე უსიტყვოდ დამორჩილდა და აფთრის ბუნაგისკენ გასწია. როდესაც მიუახლოვდა ბუნაგს, აფთარი გამოძვრა იქიდან და გაექცა იოანეს. მაგრამ იგი დაეწია ნადირს, შეკრა და პავლეს მიუყვანა. წმინდა მამა გაოცებული დარჩა: მაგრამ, რაკი სურდა, იოანესთვის მორჩილების მაგალითი მიეცა, აიღო კეტი, იწყო იოანეს ცემა და თან ეუბნებოდა: -შე უვარგისო, ძაღლი რად მომიყვანე? გაუშვი ახლავე! იოანემ მაშინვე აღასრულა ბერის ბრზანება. გულისხმაჰყავით თუ არა ამ მაგალითებიდან, ახალგაზრდა ბერებო, რას ჰქვია ჭეშმარიტი მორჩილება? თუკი ვერ შეიტყვეთ ან სრულად ვერ გაიგეთ, მაშინ განგიმარტავთ, რაც საჭიროა. ამ მაგალითიდან ცხადია, რომ ჭეშმარიტად მორჩილი ბერი ისაა, ვინც არ განსჯის და არ ეურჩება დავალებას; არ შეცვლის იმას, რაც ნაბრძანები აქვს; სცემენ კიდეც და მაინც არ მრისხანებს. თავდადებულია წინამძღვრის მიერ დავალებული ყოველი საქმის შესასრულებლად. ახლა კი, რადგან იცით, როგორ იქცეოდა იოანე თავის მოძღვართან, თქვენც ასევე მოიქეცით თქვენს იღუმენებთან და მოძღვრებთან. მოწიწებითა და სიხარულით მიირეთ მათი რჩევები და შეგონებანი; სიტყვაშეუბ-რუნებლად შეასრულეთ მათი ბრძანებანი და მუდამ პატივისცემით მოეპყარით მათ ქცევით, სიტყვითა თუ გრძნობებით. და თუკი ასე მოიქცევით, მაშინ უეჭველი იქნება თქვენი ცხონება, რამეთუ ამგვა-რად ამბობს ღირსი ეფრემ ასური: ნეტარია იგი, ვისშიც არის მორჩი-ლება: რადგანაც მორჩილი, ღვთის მიმბაძველი, მისი თანამემკვიდ-რეც ხდება. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |