მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ფუჭსიტყვაობის წინააღმდეგ
ფუჭსიტყვაობის წინააღმდეგ12-10-2014, 00:01 |
ფუჭსიტყვაობის შესახებ წმინდა ანტიოქეს თქმული სიტყვიდან
არცერთი სხვა ცოდვა ისე არაა მოდებული ქრისტიანთა შორის, როგორც ფუჭსიტყვაობა. მდინარესავით მოედინება სიტყვები, მაგრამ ვერავის მოუკლავს წყურვილს, რადგანაც აშმორებულია მისი წყალი. აქ-განიკითხავენ, იქ-მკრეხელობენ, სხვაგან-ბილწსიტყვაობენ ან კაზ-მული ფუჭსიტყვაობით ლამობენ, უგუნური სიცილი გამოიწვიონ-და თითქმის მთელ თავის დროს ამას ანდომებენ. ეს განა კარგია? არა. როდესაც ფუჭსიტყვაობა ადამიანში ღვთის შიშის არქონას და არასაკმაო რწმენას აცხადებს. „ფუჭსიტყვაობას და ფუჭად მიმოსვ-ლას,-ამბობს წმინდა ანტიოქე,-ღვთის შიშის არქონა და მომავლის არცოდნა ბადებს. ტანჯვის შიში რომ გვქონდეს, ფუჭსიტყვაობას არც მოვყვებოდით". ხოლო წმინდა მოციქული იაკობი წერს: რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღჳრასხმიდეს ენასა თჳსსა, არამედ აცთუნებდეს ენასა თჳს-სა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ (იაკ. 1,26). ფუჭსიტყვაობა ცუდია იმიტომაც, რომ იგი გამუდმებით ვნებს გარ-შემომყოფთ. სიტყვა ქარიაო, ამბობენ; მაგრამ, როგორც ხშირად ქარიც არის ხოლმე მომაკვდინებელი, ასევეა ადამიანის სიტყვებიც, მოყვა-სის ღირსების წინააღმდეგ მიმართული. ზირაქის ძე ამბობს: შოლტის ცემა წყლულებს აჩენს, ენით ცემა კი ძვლებს შემუსრავს (ზირ. 28,17). ეს ნიშნავს, რომ ცილისწამებით მიყენებული ტანჯვა ხორციელ სასჯელზე უარესია. შოლტის დარტყმა აჩენს წყლულებს, რომელიც მალევე მოშუშდება; ხოლო ავსიტყვა ენა მოუშუშებელ იარებს ტოვ-ებს. რა იშვიათად შეიძლება აღდგეს, მაგალითად, მეგობრობა, მაბეზ-ღარობით დარღვეული! რა ძნელია ცილისწამებით შელახული კეთი-ლი სახელის აღდგენა! (ზირ. 28,18). დაბოლოს, ფუჭსიტყვაობა ცუდია იმით, რომ თავად ფუჭად მოსი-ტყვეს ვნებს. იგი ცდილობს, ენით მოწყლას მოყვასი; ცხადია, მასაც ამითვე პასუხობენ, და ბოღმასა და სიძულვილსაც ზედ მიურთავენ. (ზირ. 20,8); მაბეზღარა მოძულებულია თავის სამეზობლოში (21,28). ხშირად დაუფიქრდით, ძმანო, ამ სიტყვებს, და თანაც არ დაი-ვიწყოთ, რომ თითოეული ფუჭი სიტყვისთვის პასუხი მოგვეთხოვება ღვთის სამსჯავროზე. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, ამბობს უფალი იესო ქრისტე, რამეთუ ყოველი სიყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა (მათ. 12,36). დასდევ, უფალო, საცოჲ პირსა ჩემსა და კარი ძნელი-ბაგეთა ჩემთა (ფსალმ. 140,3). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |