მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დიდი მართლებიც არ არიან ცოდვისგან დაზღვეულნი და უდიდესმა ცოდვილებმაც არ უნდა წარიკვეთონ ხსნის სასო

დიდი მართლებიც არ არიან ცოდვისგან დაზღვეულნი და უდიდესმა ცოდვილებმაც არ უნდა წარიკვეთონ ხსნის სასო


10-10-2014, 00:01

დიდი მართლებიც არ არიან ცოდვისგან დაზღვეულნი და უდიდესმა ცოდვილებმაც არ უნდა წარიკვეთონ ხსნის სასო

 

ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა იაკობ მმარხველისა, შვიდ დიაკონთაგან ერთ-ერთისა

 

   საკუთარი ზნეობრივი მდგომარეობის შეფასებისას მრავალნი უკი-დურესობაში ვარდებიან. ერთნი თვლიან, რომ სრულყოფილად გამყა-რებულან სიკეთეში და დაზღვეულნი არიან ამა თუ იმ ცოდვისაგან; სხვანი კი, პირიქით, უდიდეს ცოდვილებად მიიჩნევენ თავს და თვლიან, რომ ღმერთი მათ არაფრით არ შეუნდობთ. ცდებიან რო-გორც ერთნი, ისე მეორენიც. არავის უნდა ეგონოს თავი ცოდვისაგან დაზღვეული და არც არავინ უნდა წარიკვეთოს ხსნის სასო. ამას შე-მდეგი ამბით დაგიდასტურებთ:

   ღირსმა იაკობმა თერთმეტი (სხვა გადმოცემათა მიხედვით, ორმო-ცდახუთი) წელიწადი დაჰყო უდაბნოში მარხვითა და ლოცვით და იმგვარ ზნეობრივ სრულყოფას მიაღწია, რომ სასწაულქმედების ნიჭი მიეცა. მაგრამ შემდეგ დიდი ცოდვით დაეცა. ერთხელ მავანმა მდი-დარმა კაცმა მასთან მიიყვანა ეშმაკისგან შეპყრობილი ყმაწვილი ქა-ლი, თავისი ასული, და შეევედრა, რომ ღირს მამას მის განსაკურნად ელოცა. იაკობი დათანხმდა და მისმა ლოცვამ მართლაც განკურნა შეპყრობილი ქალი. მამამ, ვისაც ეშინოდა, ეშმაკი კვლავ არ დაუფლე-ბოდა ქალს, წმინდანს შესთხოვა, ასული სრულ განკურნებამდე თავი-სთან დაეტოვებინა. იაკობი ამაზეც დათანხმდა და ყმაწვილი ქალი მასთან დარჩა, მაგრამ ეშმაკმა იმგვარი ძალით შეუტია იაკობს და იმგვარად მძლავრი ავხორცობის ვნება აღძრა მასში, რომ იაკობმა ვერ გაუძლო და ცოდვით დაეცა ქალთან. მძიმე ცოდვაა, მაგრამ ამას სხვა ცოდვაც მოჰყვა: ქალის მშობლებისა და შერცხვენის შიშით იაკობმა მოკლა იგი და უდაბნოდან გაიქცა. საიმდროოდ ეშმაკი უკვე მის მესამე ცოდვაში, კერძოდ კი-სასოწარკვეთილებაში ჩაგდებას განიზრა-ხავდა, მაგრამ ეს კი ვეღარ მოახერხა. იაკობი მალევე გამოფხიზლდა თითქოსდა ღრმა ძილისგან, მწარე ტირილსა და მკერდში ცემას მოჰყვა. შემდეგ ერთ-ერთ მონასტერში ცოდვები მოინანია იღუმენისა და საძმოს წინაშე, შევიდა მღვიმეში და მრავალი ხანი დაჰყო იქ ლო-ცვასა და ცოდვათა გამო ცრემლთა ღვრაში. კაცთმოყვარე უფალმა ბოლოს და ბოლოს შეისმინა მისი სინანული და არათუ შეუნდო მას, არამედ სასწაულმოქმედების ნიჭიც კი მიჰკერძა კვლავ.

   ამ ამბის შემდეგ რა რჩევა მოგცეთ, ძმანო? დაე, ნურავინ მიიჩნევს თავს მართლად, ცოდვისგან მიუდგომელად, და ნუ იტყვის:

   -გმადლობ, უფალო, რომ არა ვარ სხვათა კაცთა მსგავსად, უსამარ-თლო, მტაცებელი და მემრუშე;-ხოლო ისინი, ვისაც თავი უდიდეს ცოდვილად მიუჩნევია, ნუ წარიკვეთენ ხსნის სასოს, არამედ დასა-ბამი დაუდონ საკუთარ განწმენდას და, მსგავსად იაკობისა, იგლოვონ თავისი ცოდვები, გლოვა კი შეწყნარების იმედით გააზავონ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება