მთავარი > საცდურები > სიმთვრალის შედეგები

სიმთვრალის შედეგები


7-10-2014, 00:01

სიმთვრალის შედეგები

 

 

წმინდა ანტიოქეს სიმთვრალის შესახებ - წარმოთქმულ სიტყვებში წმინდა წერილის დამოწმებანი

 

   იმისათვის რომ ღვინისაკენ დამღუპველ სწრაფვას განგვარიდოს, წმინდა წერილი მიგვანიშნებს იმ მავნე შედეგებზე, რომელიც მისგან მომდინარეობს. წერილი ამბობს: ნუ იქნები ღვინისმოყვარე, რადგანაც (იგავ. 23, 20-21); ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწით-ლებული თვალები? ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებრად დადის (იგავ. 23, 29-30); ვერც მემთვრალენი... ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს (1 კორ. 6,10); ეკრძალენით თქუენ თავს, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ მოიწიოს თქვენზე ის დღე (ლუკ. 21,34); ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ყველა, ვინც მათ ეტანება, უგუნურია (იგავ. 20,1). ვნახოთ ახლა საქმითაც თუ ასე ხდება ყოველივე? ყოველმხრივ საწყალობელია ლოთების მდგომარეობა. აბა შეხედეთ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცის მეურნეობასა და ოჯახობას. რას ნახავთ იქ? შეხედეთ მის მშიერ და შეციებულ ბავშვებს,-ფეხშიშველთა და ტანშიშველთ. შეხე-დეთ მის ცოლს, თავის საბრალო პატარებს სასოწარკვეთით რომ უმზერს. სახლში ყველგან უწესრიგობა, სიღარიბე და სიღატაკე მეფ-ობს. ეზო ცარიელია. მინდვრად ან მეჩხერი თავთავის ყანაა ამოსუ-ლი, ანდა, სულაც არაფერი დაუთესავთ. აი, ლოთი სახლში შემოდის. ბავშვები მირბიან მისკენ, ეფერებიან, ცდილობენ, სიტყვითა და ქცევით მიახვედრონ მამა, რომ მშივრები არიან და პური უნდათ. ცოლი საყვედურით მიმართავს და მის გამოხდომებზე წუწუნებს. ცრემლი და ქვითინი აღრჩობს. მაგრამ განა რამე იგრძნო თავად მთვრალმა? ღვინით აღგზნებული და გონებადაბინდული ცოლის სიტყვებითა და ტირილით გაღიზიანებული, ის გულქვად იწყებს მის ცემას; ანდა, რაც ხელში ხვდება, ყველაფერს ესვრის იმ საბრალოს; მისი ყვირილის, ჩხუბისა და აყალმაყალის გამგონე მეზობლები ამ უბედურის დასაკავებლად გარბიან. და აქ ისევ უბედურება, ჩხუბი, ლანძღვა-გინება და ალიაქოთი. ბოლოს, როგორც იქნა შეაკავებენ მას და იგი, ხშირად ნაცემი და შებორკილი იძინებს მძიმე და საშინელი ძილით, რომლის დროსაც უწმინდური ხატებები წარდგებიან მის წინაშე. გაიღვიძებს და როგორია მისი პირველივე ფიქრი? მხოლოდ ერთი: რაც შეიძლება დროზე წავიდეს და შეუერთდეს იმათ, ვინც ქეიფობს. და უაზრო, ჩასისხლიანებული თვალებით, მკვდარივით გალურჯებული სახით, მიემართება დუქნისაკენ - როგორც კაენი მკვლელობის შემდეგ,-აკანკალებული და ათრთოლებული. მივა და აბა, როგორ დალევს? ჰოი, რას არ შვრება სატანა თავისი მსხვერპლის დასაკმაყოფილებლად? დუქანში თავის მსგავს უბედურებს ხვდება. ის სწორედ მათთან ერთად იწყებს დათრობას. უმღერის მათ უწმაწურ, გარყვნილ სიმღერებს, გაიძახის საგმობ სიტყვებს და ყოველგვარი საძაგელი მოძრაობის ნებას აძლევს თავს; შეურაცხჰყოფს ახლობლებს და ნებისმიერი დანაშაულის ჩასადენად მზად არის. და აი, ღვინოც გამზადებულია და ლოთი ხშირად სრულიად უგრძნობ მდგომარეო-ბამდე თვრება. ესეც ცოტაა: ხშირად ისეც ხდება, რომ მთვრალს მოუ-ლოდნელი სიკვდილი ეწვევა. რა სახით წარდგება ღვთის სამსჯავ-როზე? რაგვარი სიტყვისგებით? რას იტყვის თავის გასამართლებლად? ჭეშმარიტად, მას ერჩია საერთოდ არ შობილიყო ამ ქვეყანაზე, ვიდრე ამ საშინელ დღეს მოსწრებოდა!

   ნუ დაივიწყებთ, ძმებო, გამაფრთხილებელ სიტყვებს:ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდნენ გულნი თქუენნი შუე-ბითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისათა და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი (ლუკ. 21,34).

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 

 

 


უკან დაბრუნება