მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სიკვდილზე ფიქრი სასრგებლოა
სიკვდილზე ფიქრი სასრგებლოა3-10-2014, 00:01 |
იოანე კიბისაღმწერელის სიტყვიდან - ნეტარი ისიხი ქორიველი დაყუდებულის შესახებ
შედეგად ჩვენი ცხოვრებისა, რომელიც ისე გაგვყავს, თითქოს სიკ-ვდილი არასოდეს გვემუქრებოდეს და შედეგად იმისა, რომ არასოდეს ვფიქრობთ მასზე, ის თითქმის ყოველთვის მოუმზადებლებს მოგვი-სწრებს ხოლმე და მაშინ განუზომელი საშინელება გვიპყრობს. როგორ გამოვეთხოვოთ მამულს, წოდებასა და პატივს? როგორ წარვდგეთ იმქვეყნად ჩვენი ცოდვებით? როგორ ვაგოთ ღვთის წინაშე მათზე პასუხი? ამგვარად ვიწყებთ ფიქრს მაშინ, თუმცა, ფიქრი უკვე გვიანია. მაგრამ ასე არ იქნებოდა, გამუდმებულად სიკვდილზე რომ ვფიქრობ-დეთ. განუწყვეტელი ფიქრი სიკვდილზე ცოდვათაგან განგვარი-დებდა და სათნოებათა მიმართ მოშურნეობას აღგვიძრავდა. ამასთან გვასწავლიდა, რომ სიკვდილს შიშით კი არა,-სიხარულით შევხვედ-როდით. ნეტარი ისიხი ქორიველმა, რომელიც თავდაპირველად სიზარმა-ცითა და უზრუნველობით ცხოვრობდა, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გადაწყვიტა, გამოსწორებულიყო და თავის განსამტკიცებლად წესად დაიდო, გამუდმებულად სიკვდილზე ეფიქრა. ამგვარმა ფიქრმა არა მხოლოდ ცოდვას განაშორა იგი, არამედ სათნოებათა უმაღლეს კიბე-ზე აიყვანა. ოცი წლის განმავლობაში გამოუსვლელად იმყოფებოდა იგი მდუმარებით თავის სენაკში; მხოლოდ პურს იღებდა და დღე და ღამ თავის ცოდვებს დასტიროდა. როდესაც მისი სიკვდილის ჟამი დადგა, მაინც ეთქვა რამე-მათ დასამოძღვრად, რათა მისი გამოცდი-ლებით დარწმუნებულიყვნენ, თუ რაოდენი სარგებლობა მოაქვს გა-მუდმებულს ფიქრს სიკვდილზე. ისიხიმ ყოველგვარი დარიგების სა-ნაცვლოდ შესძახა: -მომიტევეთ ძმებო, ვინც სიკვდილის ხსოვნას იმარხავს, იგი არა-სოდეს შესცოდავს!-და ამ სიტყვებით მიაბარა სული თავისი უფალს. და ძმებო, ჭეშმარიტად არასოდეს შესცოდავს! ყველა საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და აღარასდროს ჩაიდენ ცოდვას. გვას-წავლის ზირაქის სიბრძნე (ზირ. 7,36). ხოლო, როდესაც შეძლებისდაგვარად გავთავისუფლდებით ცოდ-ვათაგან, თავისთავად ცხადია, რომ სიხარულით შევხვდებით სიკ-ვდილს, რადგანაც იგი სასტიკია მხოლოდ მცოდველთათვის, ხოლო მართლებისათვის გარდასვლაა წყვდიადიდან ნათელში, დილეგიდან თავისუფლებაში, შრომიდან განსვენებაში, უცხო ქვეყნიდან სამშობ-ლოში. ერთი ღმერთშემოსილი მამა, რომელმაც სიბერეს მიაღწია, ბოლოს და ბოლოს სიკვდილის სარეცელზე აღმოჩნდა. ძმები გარს შემოერ-ტყნენ და მასთან განშორებას მწარედ მოთქვამდნენ. ბერი კი, პირი-ქით, სიხარულით იყო აღსავსე, მან თვალები გაახილა და მშვიდად გაიღიმა. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გაიღიმა და ბოლოს მესამედაც მოეფინა მის სახეს ღიმილი. -ჩვენ ვტირით, შენ კი იცინი.-მიმართეს ძმებმა. -დიახ,-მიუგო ბერმა-ვიცინი. პირველად იმიტომ გამეცინა, რომ ყო-ველ თქვენგანს ეშინია სიკვდილის; მეორედ იმიტომ, რომ თქვენ მზად არ ხართ მისთვის; მესამედ კი იმიტომ გამეღიმა, რომ შრომიდან განსვენებაში მივდივარ. ამგვარად, ძმებო, თუ გსურთ, სიკვდილის არ გეშინოდეთ, გამუდ-მებით იფიქრეთ მასზე. ისევე, როგორც მეომარი ემზადება გამუდ-მებით მტერთან საბრძოლველად და ვერ აშინებს ის; ასევე ჩვენც, თუ მზად ვიქნებით, სიკვდილისა არ შეგვეშინდება, არამედ სიხარულით შევხვდებით მას.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |