მთავარი > საცდურები > ეშმაკთან ბრძოლის ჯილდოდ ადამიანს გვირგვინები ელის

ეშმაკთან ბრძოლის ჯილდოდ ადამიანს გვირგვინები ელის


2-10-2014, 00:01

ეშმაკთან ბრძოლის ჯილდოდ ადამიანს გვირგვინები ელის

 

სიტყვა წმინდა ანდრიაზე, თუ როგორ გახდა იგი ქრისტესთვის სულელი

 

   იმაზე, თუ როგორ მდგომარეობაში შეიძლება ვიმყოფებოდეთ ჩვენი ცხონების მტრებთან-ბოროტ სულებთან მიმართებაში, ღვთის სიტყვა ასე გვასწავლის: შეიმოსეთ საჭურველი უფლისა, რათა შეძლოთ და წინ აღუდგეთ ეშმაკს, რამეთუ წინამოსაჯული თქვენი ეშმაკი ვი-თარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთან-თქა (1 პეტრ. 5,8). ღვთის სიტყვის ეს ადგილი მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ცხონების მტერთან, ეშმაკთან მიმართებაში, რაც შეიძლება შეუ-რიგებელნი უნდა ვიყოთ. გვიქადაგებს, რომ ფხიზლად დავიცვათ თა-ვი ეშმაკის სასჯელისაგან, შევებრძოლოთ ბოროტ სულებს და შევე-ცადოთ, რომ დავამარცხოთ ისინი. ვიბრძოლოთ და მათი დამა-რცხება ვეცადოთ! მაგრამ განა ეს ბრძოლა რამენაირ სარგებელს მოგ-ვიტანს?! განა შეიძლება, რომ ამ ბრძოლისათვის რამენაირ ჯილდოს ველოდეთ?! შეიძლება, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებულს გვირგ-ვინები ერგოს?! დიახ, ძმებო, ნუ დაეჭვდებით, ჭეშმარიტად დიდ სარგებელსაც მივიღებთ ბოროტ სულებთან ბრძოლის შედეგად და გვირგვინებსაც მოვიპოვებთ. ყოველივე ამას ეს მონათხრობიც ააშ-კარავებს:

   წმინდა ანდრია, ქრისტესთვის სულელი, ღამით ლოცვად დადგა. ეშმაკს არ მოეწონა ეს და იმისათვის, რომ ყმაწვილი ლოცვისათვის მოეწყვიტა, იმ ოთახის კარზე, სადაც ანდრია ლოცულობდა, განუწ-ყვეტელი კაკუნი დაიწყო. ანდრია შეაშინა ამ კაკუნმა, ლოცვა შეწყ-ვიტა და თხის ტყავში გახვეული სარეცელზე დაწვა. ამის დანახვაზე სატანამ მეორე ეშმაკს უთხრა:

   -აი, რას მოვესწარით! აქამდე ეს მხოლოდ სისაძაგლეებს იქმოდა, ახლა კი ესეც ჩვენს წინააღმდეგ იჭურვება!-და ამის წარმოთქმისთა-ნავე გაქრა. ამ დროს სარეცელზე მწოლარე ანდრიას ჩაეძინა და სიზმრად ამგვარი რამ იხილა: იგი რომელიღაც ადგილას აღმოჩნდა და ხედავდა, რომ ერთმანეთის საპირისპირო მხარეებზე იდგნენ ანგე-ლოზები და ეშმაკები და როგორც ჩანდა, ბრძოლას აპირებდნენ. ეშმა-კებმა თვის შორის ერთი საშინელი და დიდი გოლიათი ამოარჩიეს და ანგელოზებს ანიშნეს, რომ მას რომელიმე მათგანი შებრძოლებოდა. ანგელოზები დუმდნენ, ეშმაკები კი თავს იქებდნენ. ამ დროს ციდან სამი მშვენიერი ყმაწვილი დაეშვა, რომელთაც ხელთ სამი გვირგვინი ეპყრათ. ერთი გვირგვინი ოქროთი და ძვირფასი ქვებით იყო მორ-თული, მეორე უძვირფასესი მარგალიტებით, მესამე კი უჭკნობი ყვა-ვილებით იყო დაწნული. სამივე გვირგვინი იმდენად მშვენიერი იყო, რომ მათი სილამაზე აღუწერელი მოჩანდა. ამის მნახველმა ანდრიამ განიზრახა, რომელიმე მათგანი მოეპოვებინა და ახლოს მისულმა ყმაწვილს უთხრა:

   -არ შეგიძლია, ეს გვირგვინები მომყიდო? მართალია თავად მათი ყიდვა არ შემიძლია, მაგრამ ჩემს ბატონს ვეტყვი და ის იმდენ ოქროს მოგცემს, რამდენსაც ისურვებ. ყმაწვილს ანდრიას ამ სიტყვებზე გაე-ღიმა და მიუგო:

   -დამიჯერე, საყვარელო, ამ გვირგვინების სანაცვლოდ მთელი ქვეყ-ნიერების ოქროც რომ შემოგეთავაზებინა, მათგან ერთ ყვავილსაც კი არ მოგცემდი, იმიტომ, რომ ისინი ამ ამაო სამყაროსნი როდი არიან, არამედ-ზეციური საუნჯიდან და თავად იესო ქრისტეს ეკუთვნიან. მათით მხოლოდ ის შეიმკობა, ვინც სძლევს ამ შავებს, ანუ-ეშმაკებს. და თუკი გვირგვინების მოპოვება გსურს, მაშ მიდი, შეებრძოლე იმ გოლიათ-ეშმაკს და როდესაც დაამარცხებ, ერთს კი არა,-სამივე გვირ-გვინს მოგცემ.-ამის შემდეგ ანდრიამ იხილა, რომ შეებრძოლა ეშმაკს და სძლია მას. და იხილა ისიც, რომ გამარჯვების შემდეგ იგი ანგე-ლოზთა კრებულში მივიდნენ, ყმაწვილებმა კი გადასცეს გვირგვინები და ურჩიეს, რომ სალოსობის ღვაწლი ეტვირთა, რითაც იგი იოლად დაამარცხებდა დემონებს. ამის შემდეგ ანდრიამ ჭეშმარიტად შეუ-რიგებელი ბრძოლა გამოუცხადა ეშმაკს, სალოსობის ღვაწლით დასძ-ლია ყველა მისი სასჯელი და უკვე საქმით მოიპოვა გვირგვინები. ამ მონათხრობიდან ჩანს, რომ ეშმაკზე გამარჯვებისას ადამიანი გვირგ-ვინებს იღებს. და თუკი გვირგვინებს იღებს, მაშინ თავისთავად ცხა-დია, რომ ჩვენი ცხონების მტერთან ბრძოლას დიდი სარგებლობა მოაქვს და მისთვის ჯილდოც გვერგება. ამის მხილველებმა ყურად ვიღოთ სიტყვა ღვთისა, ვიფხიზლოთ და ყოველდღიურად შევიმოსა-ვდეთ საჭურველს ღვთისას, რათა მყარად აღვუდგეთ წინ ეშმაკის ყოველგვარ სასჯელს. გამუდმებით, გამუდმებით ყურადღებით ვიყ-ოთ მტერთან, რათა მოულოდნელად არ დაგვესხას თავს და ცოდვის ისრებით არ მოგვწყლას. და როდესაც კეთილად გადავლახავთ ამ საცდურს და განვდევნით მტერს, მაშინ უეჭველად ჩვენც ვეღირ-სებით ნათელ გვირგვინებს ქრისტე მეუფისაგან, როგორც ამბობს ამას სიტყვა ღვთისა: ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მოიღოს გვირ-გვინი ცხორებისა, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა (იაკ. 1,12).

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება