მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ნუ შეინახავთ სახლში მაცდუნებელ წიგნებსა და სურათებს

ნუ შეინახავთ სახლში მაცდუნებელ წიგნებსა და სურათებს


1-10-2014, 09:12

 

სიტყვა ლიმონარიდან, რატომ არ შევიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კირიაკე მღვდლის მიერ

 

   თქვენს სახლებში ყოველთვის შეიძლება, შეგვხვდეს ურგები ნივ-თები. კედლებზე, წმინდა ხატების გვერდით ხშირად უაღრესად მაც-დუნებელი შინაარსის სურათები ჰკიდია, ხოლო განათლებული ადა-მიანების სახლებში, წიგნის თაროებზე, წმინდა წიგნების გვერდით დევს ხოლმე უზნეო ხასიათის წიგნები და ალბომები. თუ რამდენად ცუდი და სულისდამღუპველია ეს, შემდეგი მონათხრობიდან შეიტ-ყობთ. იორდანის სიახლოვეს მდებარე კალამონის ლავრის ღვთისმ-სახური მღვდელი კირიაკე გვიამბობს: სიზმრად ღვთისმოსაური გარე-გნობის ქალი ვიხილე, იგი მეწამულით იყო მოსილი და ორი კაცი ახლდა. ამ ქალში ღვთისმშობელი შევიცანი, ხოლო მხლებლებში იო-ანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი. ამგვარი სტუმრო-ბით გახარებული მთელი ქვეყნიერების მეოხს შევუვრდი და ვევედ-რებოდი, რომ შემოსულიყო ჩემს სენაკში და იქ ლოცვა აღევლინა ჩემთვის ღვთის წინაშე. მაგრამ იგი არ დამთანხმდა. როდესაც ნახა, რომ ვტიროდი და ვედრებას არ ვწყვეტდი, მან მითხრა:

   -სენაკში ჩემი მტერი გყავს, მაშ, როგორღა მთხოვ, შენთან შემო-ვიდე?!-ამ სიტყვებით განმეშორა იგი და ხილვაც დასრულდა. გამოღ-ვიძებული დიდხანს ვწუხდი და ვფიქრობდი, თუ ვინ შეიძლებოდა ჩემს სენაკში ღვთისმშობლის მტერი ყოფილიყო? საკუთარ თავს მის წინაშე დამნაშავედ არ ვგრძნობდი, ჩემს გარდა კი აქ არავინ იყო. დიდხანს ვდარდობდი, მერე კი გადავწყვიტე, თავი შემექცია წიგნე-ბით-სენაკში რომ მქონდა. ბოლოს ამ წიგნებში ვიპოვე სწავლება ერე-ტიკოს ნესტორისი, რომელიც განსაჯა მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებამ იმისათვის, რომ იგი ღვთისმშობელს უწოდებდა არა ღვთის-მშობელს, არამედ-ქრისტესმშობელს, რადგანაც ამტკიცებდა, რომ მის-გან დაიბადა უბრალოდ კაცი კი არა-განკაცებული ღმერთი. ამგვარად მივხვდი, თუ ვინ იყო ღვთისმშობლის მტერი ჩემს სენაკში. წიგნი ავიღე, მივუტანე ძმას, რომელსაც ის ეკუთვნოდა, ჩემი ხილვის შე-სახებ ვუამბე და ბრაზით აღვსილმა მის წინაშე დავწვი და დავხიე ის ფურცლები, რომელზედაც ეწერა ნესტორის ცრუსწავლება ღვთისმშო-ბლის შესახებ; თანაც ვუთხარი:

   -დაე, ნუღარასოდეს შემოვა ჩემს სენაკში ყოვლადწმინდა ღვთის-მშობლის მტერი!-მაშ გადაყარეთ ნაგავი თქვენი სახლებიდან, ძმებო! ერთდროულად წმინდა და უზნეო წიგნების კითხვა, წმინდა ხატების ცქერა და ამავე დროს გარყვნილი სურათებით ტკბობა იმას ნიშნავს, რომ ერთი ხელით სახლს აშენებ, მეორეთი კი-ანგრევ; ერთხმრივ საკუთარ ცხონებას აგებ და მეორემხრივ კი-ანადგურებ. და ნახეთ, რამდენი ბოროტება მოაქვს ამას?! აი, სალოცავად დგახარ, თვალში კი ეს სურათი გხვდება. როგორი აზრები შეიძლება იშვას შენს თავში? განა შეძლებდა, რომ წმინდა გონებითა და გულით ამაღლდე ცამდე?! მოიკრებ გონებას, ჩაუღრმავდები საკუთარ თავს?! უარს იტყვი ყოვე-ლივე ქვეყნიურ ზრახვაზე?! ანდა, ხომ შეიძლება, შენი მცირეწლოვანი ვაჟი ან გოგონა შეცდომით სალოცავად ამ უზნეო შინაარსის სურათ-თან მივიდეს?! ვისზე იქნება ეს ცოდვა?! და გარდა ამისა, რაც ყვე-ლაზე უარესია, ამ სურათებისა და უზნეო წიგნებიდან რაოდენ საშინელი ჭრილობები შეიძლება მიიღოს ახალგაზრდის ფაქიზმა გუ-ლმა და სამუდამოდ დასახიჩრდეს?! მაშ, ვინ აგებს პასუხს ამ საც-დურზე?! თავად განსაჯეთ. (მათ. 18,7). რომლემან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთა, უმ-ჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქ-ველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა (მათ. 18,6). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება