მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ვინც აღსარებაზე ცოდვებს დამალავს...

ვინც აღსარებაზე ცოდვებს დამალავს...


30-09-2014, 08:19

ვინც აღსარებაზე ცოდვებს დამალავს...

 

სიტყვა წმინდა იოანე ოქროპირისა - ცოდვათა აღსარებისათვის

 

   აღსარების საიდუმლოსთან დაკავშირებით, სხვათა შორის, ეკლესია ასეთ განსაზღვრებას გვაძლევს: ვინც აღსარებაზე ცოდვებს მალავს, არა მხოლოდ მათ შენდობას ვერ მიიღებს, არამედ აორკეცებს კიდეც მათ.

   -ცოდვას თუ დამალავ ჩემს წინაშე, ამით ორმაგად შესცოდავ.-ეუ-ბნება ღვთისმსახური მონანიე ცოდვილს,-აღსარების წინ. თითქოსდა ეკლესიის ესოდენი მკაცრი გაფრთხილება ქრისტიანს იმისაკენ უნდა უბიძგებდეს, რომ მონანიებისას გულწრფელი იყოს და აღსარება ფა-რისეველის ცრუ სიმართლით კი არ აღიაროს, არამედ,-მეზვერისა და გონიერი ავაზაკის კეთილი სინანულით. მაგრამ, მაინც სრულიად აშკარაა, რომ დღემდე ვხედავთ: ზოგნი-ცრუ სირცხვილის, ზოგნი-მცირედმორწმუნეობის, ზოგნი-ამპარტავნების, ზოგნი კი-ეშმაკის ჩა-გონებით, საბოლოო ჯამში კი-ძალიან ბევრნი, არ წყვეტენ აღსარებაზე ცოდვების დამალვას და ამიტომაა, რომ აღსარებიდან ისე გამოდიან, რომ სინდისი ბოლომდე დამშვიდებული არა აქვთ და მათ სულში ღმრთისმიერი მიტევების სიტყვები არ ხმიანობს. რა გააღვიძებს ასეთ ადამიანებში გულახდილობის განცდას? როგორ უნდა დაითრგუნოს მათში ცრუ სირცხვილი, მცირედმორწმუნეობა, ამპარტავნება? როგორ ვაქციოთ ისინი ჭეშმარიტ მონანულებად? მოდით, ამის გაკეთებას წმ. ოქროპირის ქვემოთმოყვანილი სიტყვების მეშვეობით შევეცადოთ. ღმერთმა ქნას, რომ ისინი, ვინც აღსარებისას ცოდვებს მალავენ, დარ-წმუნდნენ ამ საქციელის არამართლმადიდებლობაში და გონს მოეგ-ნენ.

   აი, რას ამბობს მთელი მსოფლიოს მასწავლებელი: აღიარეთ თქვენი ცოდვები, რადგან აღსარებით განიკურნება წყლულები სულისა. ისე-ვე, როგორც ხორცის ჭრილობა მხოლოდ მას შემდეგ შეხორცდება, რაც მას მკურნალს აჩვენებთ, ხოლო დამალული წყლული უფრო და უფრო გართულდება იქამდე, ვიდრე ბოლოს სიკვდილამდე არ მიიყვანს ადამიანს; ასევე, აღსარების დროს დამალული ცოდვები აკვდინებენ სულსაც და სხეულსაც და უდიდეს სიხარულს ანიჭებენ ეშმაკს. მთელი გულით აღიარება ცოდვებისა უდიდესი სიკეთეა, მათი და-ფარვა კი-სატანის გახარება. აღსარებაზე ცოდვების დამალვას იგი მარტო უბრალო ადამიანს კი არა-წიგნიერ კაცსაც აიძულებს, ეუბნება, რომ მას, საკუთარ თავთან განმარტოებულს, შეუძლია, აღიაროს თა-ვისი ცოდვები ღვთის წინაშე. შენ კი, ქრისტიანო, ამ ეშმაკისეულ აზ-რებს ნუ მიიღებ და ცოდვების აღსარებას ნუ დააყოვნებ, რათა ამქ-ვეყნადაც მიიღო შენდობა და მომავალ ცხოვრებაშიც.

   მაშ ასე, თქვენ, ვინც აღსარებაზე მალავთ საკუთარ ცოდვებს, მოი-სმინეთ, რას ამბობს მოძღვარი ყოვლისა სოფლისა? იგი ბრძანებს, რომ აღსარებისას დაფარული ცოდვები სულსაც მოაკვდინებენ და სხეუ-ლსაც. რომ აღსარებისას დამალული ცოდვა სატანას ახარებს და ბოლოს და ბოლოს, აღსარებისას ცოდვების დაფარვას თვით იგი-სატანა გვასწავლის. აბა? ნუთუ ყოველივე ამის შემდეგაც იცრუებთ ღვთის წინაშე-აღსარებაზე?! ვის ანიჭებთ სიხარულს? ბოლოს და ბოლოს, რისთვის ამზადებთ თქვენს სულს?! გამოდის, რომ თქვენი უბოროტესი მტრის-სატანის ნებას აღასრულებთ, სიხარულსაც მასვე ანიჭებთ, საკუთარ სულს კი ჯოჯოხეთის უფსკრულისათვის ამზა-დებთ. განა ეს სამარცხვინო არ არის?! განა საშინელება არ არის?! განა თქვენი სულების დამღუპველი არ არის?! ჭეშმარიტად ასეა, ძმებო. ამიტომ გეშინოდეთ ცოდვების, როგორც მომაკვდინებელი ჭრილობე-ბის დაფარვისა, დაუფარავად გააშიშვლეთ თქვენი ცოდვების წყლუ-ლები აღსარებაზე, სწორედ ისე, როგორც-საკუთარი სინდისის წინაშე; იესო ქრისტეს წინაშე, რომელიც უხილავად იღებს ჩვენს აღსარებას. და საერთოდ ნურაფერს დამალავთ, დაფარავთ და ნურაფრის თქმას შეუშინდებით თქვენი სულიერი მამის წინაშე. და მაშინ, რაკიღა ამგვარად აღიარებთ ყოველივეს, იცოდეთ, რომ მართალია და მართ-ლმსაჯულია უფალი, რომელიც მოგიტევებთ ცოდვებს თქვენსას და ყოველგვარი სიცრუისაგან განგწმენდთ თქვენ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება