მთავარი > საცდურები > მოყვასის განკითხვის ცოდვა

მოყვასის განკითხვის ცოდვა


28-09-2014, 00:01

მოყვასის განკითხვის ცოდვა

 

წმინდა ევაგრეს სიტყვებიდან: არ განსაჯო მოყვასი

 

   იმდენად, რამდენადაც თითოეული ჩვენგანის მსაჯული ღმერთია, სრულიად აშკარაა, რომ მოყვასის განკითხვით ჩვენ მივიტაცებთ ღმერთის უფლებებს და ამიტომ, როდესაც სხვას განვსჯით, სწორედ ამით თავად ჩვენი განსჯის მიზეზს ვიძლევით. იაკობ მოციქული ამბობს: რომელი ძვირსა იტყოდეს ძმისათვის და განიკითხვი-დეს ძმასა თვისსა, განიკითხავს სჯულსა; უკუეთუ სჯულსა ჰსჯი, არა ხარ მყოფელ სჯულისა, არამედ განმკითხველ. ერ-თი არს სჯულისმდებელი და განმკითხველი, რომელი შემძ-ლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა (იაკ. 4, 11-12)? და ჭეშმარიტად! სჯული მოყვასის სიყვარულს გვავალებს, შესაბამისად, მოყვასის განმკითხვე-ლი სჯულის საპირისპიროდ იქცევა და სიტყვით თუ არა, საქმით მაინც განიკითხავს სჯულს, თითქოსდა სჯული სრულყოფილი არ იყოს და ამიტომ მისგან გადახვევა დასაშვებად მიგვაჩნდეს. პავლე მოციქულიც ხომ გვასწავლის: შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა? თვისისაგან უფლისა დგეს, გინა თუ დაეც-ეს (რომ. 14,4)?!

   ერთმა წმინდა ბერმა, როდესაც შეიტყო, რომ ვინმე ძმა უმძიმეს ცოდვაში ჩავარდა, განსაჯა იგი და თქვა:

   -მან მძიმედ შესცოდა!-გავიდა გარკვეული ხანი და დაინახა ბერმა, რომ ანგელოზმა მის წინაშე მისგან განკითხული ძმის სული წარად-გინა და უთხრა:

   -აი, მოკვდა იგი, ვისაც შენ განიკითხავდი, რას გვიბრძანებ, სად მივუჩინო ადგილი მის სულს: სასუფეველში თუ-საუკუნო სატანჯ-ველში?-ბერი შეძრწუნდა.

   -შენ ხომ მართალთა და ცოდვილთა მსაჯული ხარ,-განაგრძობდა ანგელოზი,-მაშ, ილაპარაკე, რას გვიბრძანებ ამ სულის შესახებ? შეიწ-ყალებ მას თუ სატანჯველად გადასცემ?-აქ მიხვდა ბერი, რომ ძმის განკითხვით თვითონაც უმძიმეს ცოდვაში ჩავარდა და მოთქმითა და ტირილით მიტევების თხოვნა დაიწყო. დიდი ხნის განმავლობაში არ პასუხობდა მას უფალი. ბოლოს კი შეიბრალა და შენდობის მაუწ-ყებლად ანგელოზი მოუვლინა.

   -ღმერთმა შეგინდო,-უთხრა მას ანგელოზმა,-მაგრამ დღეიდან ნუღა-რასოდეს დაივიწყებ, რაოდენ მძიმეა ცოდვა განკითხვისა.

  როგორც ვხედავთ, ძალიან დიდი ცოდვაა დამნაშავის განკითხვა; მაშ, რამდენად დიდი ცოდვა უნდა იყოს განკითხვა უდანაშაულო ადამიანისა?! არადა, რამდენი ასეთი შემთხვევა არსებობს! თუკი ადამიანის გული დახურულია ჩვენთვის, განა საიდან უნდა ვიცო-დეთ, თუ გულის რაგვარი განწყობით მოქმედებს ეს ადამიანი ამა თუ იმ შემთხვევაში?! ღირსი ვიტალი ალექსანდრიაში ცხოვრებისას მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, ღამით კი უწესო ქალების სახლებში ატარებდა ღამეს და მთე-ლი ქალაქი პირში ეძახდა მას გარყვნილს. სინამდვილეში კი ამ გარყვნილთა სახლებში იმისათვის დადიოდა, რომ ნაშოვნი ფულით ერჩინა ისინი და ამით ცოდვის ჩადენისაგან ეხსნა. წმინდა საბა განწმენდილმა მოინდომა, რომ მისი მონასტრის ერთ-ერთი ბერი, სახელად იოანე, მღვდლად ეკურთხე-ბინა, მაგრამ პატრიარქმა მის კურთხევაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ საბა იოანეს უდიდეს ცოდვილად თვლიდა, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ იოანეს მღვდლობა იმ მიზეზით გახდა შეუძლებელი, რომ იგი უკვე ეპისკოპოსად იყო ხელდასხმული. წმინდა ანდრია ქრისტესთვის სალოსს იმ ქალაქის მცხოვრებნი, სადაც იგი მოღვაწეობდა, გიჟად თვლიდნენ; ზოგი დასცინოდა, ზოგი აგინებდა, ზოგი სცემდა, ზოგი დევნიდა, როდესაც სინამდვილეში ღვთის უდიდესი სათნომყოფელი იყო იგი. ან რაზე ვლაპარაკობ?! მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა გაასამართლეს იესო ქრისტე,-როგორც ავაზაკი მაშინ, როდესაც იყო იგი ძე ღვთისა-უცოდველი.

   ამგვარად, ძმებო, წინასწარ ჟამსა რას განიკითხავთ, ვიდრემ-დის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელსა და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი და მაშინ ქება იყოს კაცად-კაცადისა ღმრთისა მიერ (1 კორ. 4,5). ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ (ლუკ. 6,37).

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება