მთავარი > ლოცვა > საეკლესიო ლოცვის სიტყვების დამახინჯებისათვის დავისჯებით

საეკლესიო ლოცვის სიტყვების დამახინჯებისათვის დავისჯებით


25-09-2014, 00:01

საეკლესიო ლოცვის სიტყვების დამახინჯებისათვის დავისჯებით

 

მონათხრობიდან საშინელი სამსჯავროს შესახებ, აქვეა ზეცაში აღტაცებული ყმაწვილის ამბავი

 

   საეკლესიო ლოცვების კითხვისას ბევრი თქვენგანი ამატებს მას ისეთ რამეს, რაც საჭირო არ არის, ზოგი კი მის სიტყვებს არასწორად წარმოთქვამს და ამით აზრს მთლიანად ამახინჯებს. ეს კი, ძმებო, კარგი არ არის. იმის შესახებ, თუ რამდენად სახიფათოა უმეტეს-წილად წმინდა ადამიანების მიერ შექმნილი და წმინდა ეკლესიის მიერ შეწყნარებული ლოცვების თვითნებური შეცვლა, შემდეგ მონათ-ხრობში ვნახავთ.

   ქრისტეშობის შემდეგ V საუკუნეში მეფე თეოდოსი უმცროსისა და პატრიარქ პროკლეს დროს საბერძნეთის ზოგიერთ მხარეში ჭირი იყო გავრცელებული და მიწისძვრებიც ხშირად ხდებოდა. ღვთის რისხვის დასაცხრობად მეფემ და პატრიარქმა გადაწყვიტეს, საყოველთაო ლოცვა აღესრულებინათ. ამ ლოცვის დროს ერთი ყმაწვილი უხი-ლავმა ძალამ ჰაერში აიტაცა, იგი ძირს უვნებლად დაეშვა და განაც-ხადა, რომ მოისმინა ანგელოზების გალობა: წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო!  მორწმუნეებმა მაშინათვე იგალობეს ანგელოზთა ეს საგალობელი და უბედურება მყისვე და-სრულდა. ეს გალობა მას შემდეგ საეკლესიო ღვთისმსახურებაში შევიდა. ამ საგალობლის ასეთი თვალსაჩინო საღმრთო წარმოშობისა, ერეტიკოს ევტიხის ცრუსწავლების მიმდევრებმა სიტყვებს წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, დაუმატეს სხვა სიტყვები:-ჩვენთვის ჯვარცმულო,-და ამით საგალობლის აზრი შეცვალეს. ლოცვა წმინდა სამებისადმია მიმართული და ამ უკანა-სკნელი სიტყვებით მისი აზრი მახინჯდება. გამოდის, რომ სამების სამივე პირია ჯვარცმული და არა მხოლოდ-ძე ღვთისა. ამ დამახინ-ჯებისათვის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დასაჯა ერეტიკოსები და მეექვსე მსოფლიო კრების 81-ე კანონით ანათემას გადასცა ისინი, ასევე ანათემირებულია ყველა, ვინც ლოცვის ამგვარ დამახინჯებას შეიწყნარებს. ამის შეტყობის შემდეგ, ძმებო, როდესაც ილოცებთ, შეეცადეთ, რომ სიტყვები სწორად წარმოთქვათ, ყურადღება მიაპყა-რით ლოცვის სიტყვებს და ამიერიდან თქვენით ნურაფერს დაუ-მატებთ. ამისათვის კი ხშირად იარეთ ღვთის ეკლესიაში და ყურად-ღებით ისმინეთ საეკლესიო ლოცვები, ეცადეთ, რომ მოსმენილი გონებაში მტკიცედ ჩაიბეჭდოთ. შემდეგ კი წიგნიერებმა უწიგნურებს ასწავლეთ; წიგნში წაკითხული ხმამაღლა წაუკითხეთ სხვებს, რათა მათაც-უწიგნურებმა ისწავლონ გონიერი დიდება ღვთისა. ასევე, რო-დესაც თავად ისწავლით ლოცვის სწორად წარმოთქმას, ყურადღება მიაქციეთ თქვენს მცირეწლოვან შვილებს, როდესაც ისინი ლოცვების კითხვას შეძლებენ. თუ კითხვისას სიტყვებს ამახინჯებენ, შეაჩერეთ და აიძულეთ, რომ გასაგებად და მკაფიოდ იკითხონ. დაბოლოს, როდესაც ლოცვაში რაიმეს ვერ გაიგებთ, განმარტებისათვის ღვთის-მსახურს მიმართეთ და ის აგიხსნით. უმეტესად კი ევედრეთ ღმერთს, რომ მან თავისი მადლით განგინათლოთ გონება და მისი წმინდა ჭეშმარიტების შეწყნარებით მოალბოს თქვენი გულები. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება