მთავარი > სხვადასხვა > რა არის საჭირო იმისათვის, რომ ახლობლები და მეგობრები სიკვდილის შემდეგაც ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ განუშორებლად?!
რა არის საჭირო იმისათვის, რომ ახლობლები და მეგობრები სიკვდილის შემდეგაც ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ განუშორებლად?!24-09-2014, 00:01 |
სიტყვა ერთ იღუმენზე, რომელიც ღმერთს ევედრებოდა, თავისი მოწაფეები სამოთხეშიც მასთან ერთად შესულიყვნენ
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ახლობლებს, რომლებიც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ძალიან ძვირფასნი არიან ჩვენთვის, არც სიკვდილის შემდეგ დავშორდეთ. სამწუხაროდ შეუძლებელია, ეს ყოველთვის ასე იყოს. როდესაც უფალი განსასჯელად მოვა, იგი მეორეებს პირველთაგან განყოფს. პირველებს ეტყვის: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადე-ბული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისათ. ხოლო, დანარჩენებს: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ან-გელოზთა მათთათვის. და პირველნი ცათა სასუფეველში შევლენ, მეორენი კი საუკუნო სატანჯველს მიეცემიან (მათ. 25, 32-41). ად-ვილად შესაძლებელია, რომ ჩვენც განგვაშორონ ახლობლებსა და მეგობრებს; ადვილად შესაძლებელია, რომ ისინი ცათა სასუფეველში შევიდნენ, ჩვენ კი-საუკუნო სატანჯველში, ანდა-პირიქით. საშინელი ხვედრია! განა ამის არიდება რაიმე გზით შეუძლებელია?! ერთი წმიდა მამა ხშირად ლოცულობდა ღვთის წინაშე იმისათვის, რომ მისი მოწაფეები სამოთხეში მასთან ერთად შესულიყვნენ. -უფალო,-ამბობდა იგი,-მართალია, ცოდვილი ვარ, მაგრამ შენს წყა-ლობათა სიმდიდრეს ვსასოებ და ცხონების იმედი მაქვს, მომავალ ცხოვრებაშიც ნუ განმაშორებ ჩემს მოწაფეებთან, არამედ ღირს ჰყვენ ისინი, ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ ცათა სასუფეველში.-წმინდა მამის ლოცვას უფალმა ამგვარად უპასუხა: მეზობელ მონასტერში დღესასწაული იყო და წმინდა მამა მოწაფეებთან ერთად იქ მიიწვიეს. ბერს წასვლა არ უნდოდა, მაგრამ ძილში ეუწყა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო, ოღონდ-მხოლოდ თავისი მოწაფეების შემდეგ. დრო მოვიდა და ბერის მოწაფეები დღესასწაულზე გაემგზავრნენ. მათ გზად მიწაზე დაგდებული და ერთიანად წყლულებით დაფარული ღატაკი იპოვეს. -რა დაგემართა?-ჰკითხეს ბერებმა მას. -უამისოდაც ავადმყოფი ვიყავი,-მიუგო ღატაკმა,-ახლა კი მხეცი და-მესხა თავს, დამგლიჯა და აი, აქ ვწევარ, კაცი არ არის, ვინც შემიბ-რალებს და თავშესაფრამდე მიმიყვანს. -ძალიან გვებრალები, მაგრამ დახმარება არ შეგვიძლია, რადგან ფე-ხით მივდივართ, არც სახედარი გვყავს და შენი წაყვანა გაგვიჭი-რდება.-მიუგეს ბერებმა და გზა განაგრძეს. ცოტა ხნის შემდეგ იმავე ღატაკს მათი იღუმენი, წმინდა მამაც შეხვდა. როდესაც ხეიბარმა მას თავისი უბედურების მიზეზი უამბო, ბერმა ჰკითხა: -ჩემს მოსვლამდე მცირე ხნით ადრე რამდენიმე ბერს არ შეხვე-დრიხარ? -როგორ არ შევხვდი?! მაგრამ მითხრეს, ქვეითად ვართ და შენს წა-ყვანას ვერ შევძლებთო.-მიუგო ღატაკმა. -ნუთუ არ შეგიძლია ჩემთან ერთად მცირე გზა მაინც გამოიარო?-გა-ნაგრძობდა იღუმენი. -არა, არ შემიძლია.-იყო პასუხი. -აბა, მაშ, რადგანაც სხვას ვერარაფერს ვიზამთ, აგიყვან და ღვთის შეწევნით იქნებ მიგიყვანო.-თქვა წმინდა მამამ. -აბა, როგორ წამიყვან,-გაუკვირდა ღატაკს.-გზა შორია, შენ კი მარტო ხარ, სჯობს, დასახმარებლად ვინმე გამოგზავნო. -არა, ვერ დაგტოვებ,-მტკიცედ მიუგო ბერმა,-ხელით წაგიყვან.-ამ სიტყვებით მან ზურგზე მოიკიდა ღატაკი და გზას გაუდგა. თავდა-პირველად ტვირთი ძალიან ემძიმა, შემდეგ კი ის თანდათანობით შემსუბუქდა, ბოლოს კი სრულიად შეუმჩნეველი გახდა. ბერი ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს ყოველივე. გაუგებრობას მაშინათვე მო-ეღო ბოლო, როდესაც მას ხმა მოესმა: -შენ გამუდმებით ლოცულობ მოწაფეებისათვის და ითხოვ, რომ მათ შენთან ერთად დაიმკვიდრონ მარადიული ცხოვრება, მაგრამ შენ და ისინი ერთნაირად არ იქცევით. ეცადე, მათაც შენი საქმეები გა-იზიარონ. მე მართალი მსაჯული ვარ და თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივაგებ. ყოველივე ამის შემდეგ აშკარაა, ძმებო, თუ რა არის საჭირო იმი-სათვის, რომ არც სიკვდილის შემდეგ დავშორდეთ ახლობლებსა და მეგობრებს. თუკი ვინმე ღვთისმოსაობით ცხოვრობს, თქვენც მისი მსგავსი ცხოვრება იტვირთეთ და მიბაძეთ მას. ხოლო თუ თქვენ თავად ხართ ღვთისმოსავი, დაე, მათ გაიზიარონ თქვენი კეთილი საქმეები და მოგბაძონ. სხვაგვარად განშორება გარდაუვალია. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |