მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ჩვენს ცხოვრებაში საღმრთო განგებულების განსაკუთრებულმა გამოვლინებამ სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოწოდება უნდა დაგვანახოს

ჩვენს ცხოვრებაში საღმრთო განგებულების განსაკუთრებულმა გამოვლინებამ სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოწოდება უნდა დაგვანახოს


22-09-2014, 00:01

ჩვენს ცხოვრებაში საღმრთო განგებულების განსაკუთრებულმა გამოვლინებამ სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოწოდება უნდა დაგვანახოს

 

წმინდა იოანე მოწყალის სიტყვიდან - პეტრე მეზვერის შესახებ

 

   ძმებო, ჩვენ ბევრი ისეთი საქმე გვაწევს კისრად, რომელთა გამოც, როგორც ჩანს, ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე მკაცრად უნდა ვზღათ,-ღვთისა და ადამიანების წინაშე. ზოგჯერ კაცი შესცოდავს და ფიქ-რობს, რომ დაუყოვნებელი უბედურება ელის და რომ ამ ცოდვას შედეგად საშინელება უნდა მოჰყვეს. მაგრამ დაინახავ, რომ ყოველივე კეთილად მთავრდება და არც საშინელი შედეგები ჩანს. და ეს ჩვენს ცხოვრებაში ერთი-ორჯერ კი არ ხდება, არამედ-ათასჯერ. სხვა რა შეიძლება იყოს ეს, თუ არა, ღვთის განსაკუთრებული გულმოწყალება და შემწყნარებლობა ჩვენი-ცოდვილების მიმართ, რათა ცხოვრების გამოსწორებისა და სინანულისაკენ შემოგვაბრუნოს?! მაგრამ, განა თვითონ ჩვენ ამგვარად ვუყურებთ ყოველივეს?! ყურად ვიღებთ ღვთის წყალობათა სიმრავლეს, მის სიმშვიდესა და მრავალმოთ-მინებას?! განა ვცდილობთ, ჩავინერგოთ, რომ ყოველივე ეს სინანუ-ლისაკენ მოგვიწოდებს (რომ. 2,4) ?! ვაი რომ, ძმებო, საქმით ყველა-ფერი ეს სრულიად საპირისპიროდ გამოგვდის! როდესაც ერთი ცოდვით გამოწვეულ უბედურებას გადავურჩებით ხოლმე, ეს გვა-ფიქრებინებს, რომ ღმერთი მოწყალეა, მეორე ცოდვასაც დაუსჯელად დავაღწევთ თავს, მესამესაც და ცოდვის ქმნას განვაგრძობთ. კეთილგონიერი ადამიანები კი ასე არ იქცევიან: როდესაც საკუთარი თავის მიმართ ღვთის განსაკუთრებულ გულმოწყალებასა და შემწყნარებლობას ხედავენ, მაშინათვე ინანიებენ და ცხოვრების გამოსწორებას იწყებენ. ამასთან დაკავშირებით მოდით და ჩვენც ერთ-ერთი მათგანისაგან ვისწავლოთ. ფრიგიის ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელსაც სახელად პეტრე მეზვერე ერქვა,-უმოწყალო და სასტიკი. ერთმა ღატაკმა, რომელიც იმავე ქალაქში ცხოვრობდა, სადაც პეტრე, ამხანაგებთან მის სისასტიკეზე საუბრისას დაიტრაბახა, რომ მისგან მოწყალების მიღებას შეძლებდა. კამათი გაჩაღდა და ღატაკმა დაიქადნა, რომ სიტყვას საქმით დაამტკიცებდა. ის პეტრეს სახლთან დადგა და როდესაც მან ჭიშკრიდან პურით დატვირთული ჯორი გამოიყვანა, ღატაკმა დაჟინებით დაუწყო მოწყალების თხოვნა. პეტრე, რომლისთვისაც ყოველგვარი თანაგრ-ძნობა უცხო იყო, განარისხა ღატაკის მომაბეზრებელმა ვედრებამ და რადგანაც ქვას ვერსად მიაგნო, ხელ ერთ-ერთ პურს დასტაცა და მათხოვარ ესროლა. ორი დღის შემდეგ ისე მოხდა, რომ პეტრე მძიმე სნეულებამ შეიპყრო. ერთხელ, ავადმყოფობის დროს ამგვარი რამ წარმოუდგა თვალწინ: მან საკუთარი თავი ღვთის სამსჯავროზე მდგარი იხილა; გაიგონა, რომ ანგელოზები მის საქმეებს განსჯიდნენ და ერთადერთ სიკეთედ მოიხსენებდნენ მის მიერ უნებურად გა-ღებულ მოწყალებას მაშინ, როდესაც განრისხებულმა პეტრემ ღატაკს პური ესროლა. შემდეგ ანგელოზები მას მიუბრუნდნენ და უთხრეს:

   -წადი, პეტრე და მიუმატე რაიმე იმ პურს, სხვაგვარად ეშმაკები და-გეპატრონებიან და მარადიულ სატანჯველს მიიღებ.-ხილვამ იმდენად შეაძრწუნა პეტრე, რომ მან სრულად შეცვალა ცხოვრების წესი. გამო-ჯანმრთელებისთანავე დაუყოვნებლივ ღარიბებს გაუნაწილა მთელი თავისი ქონება, მონები გაათავისუფლა და ბოლოს საკუთარი თავიც მონად გაყიდა. ის ერთ ღვთისმოსავ ადამიანთან ცხოვრობდა, დიდი ხნის განმავლობაში მძიმე შრომითა და სხვადასხვაგვარი ღვაწლით მოიუძლურებდა ხორცს და ამ საოცარი ღვთივსათნო ცხოვრების გამო ჯერ კიდევ სიცოცხლეში სასწაულმოქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მის ბატონთან მივიდნენ მგზავრები, რომლებიც ადრე იცნობდნენ პეტრეს. ისინი ამ სათნოებათა ქება-დიდებას მოჰყვნენ, რითაც პეტრე უკანასკნელ ხანს გამოირჩეოდა. პეტრემ ვერ აიტანა კაცობრივი დიდება, სასწრაფოდ ამსოფლისაგან განრიდების გადაწყ-ვეტილება მიიღო და ეს გადაწყვეტილება მაშინვე მოიყვანა სისრუ-ლეში. იგი ქალაქის კარიბჭის ყრუ-მუნჯ დარაჯთან მივიდა და სასწრაფოდ ქალაქის გაღება უბრძანა, კაცმა მისი ნათქვამი გაიგონა, თავადაც დაუყოვნებლივ ამოიდგა ენა, ბრძანება შეასრულა და მის ბატონთან მივიდა. მან თქვა:

   -ღვთის უდიდესმა მონამ დაგვტოვა! რადგანაც, როდესაც შენმა მსა-ხურმა პეტრემ მითხრა:-სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა გააღე ჭიშკარი!-დავინახე მისი პირიდან გამომავალი ცეცხლი, რომელიც ჩემს ყურებსა და ენას შეეხო და მაშინათვე ვიგრძენი, რომ სმენისა და საუბრის ძალა შემწევდა.-პეტრეს ყოფილი ბატონი და მისი სტუმრები მაშინვე გამოვიდნენ სახლიდან და მისი ძებნა დაიწყეს, მაგრამ ვერ იპოვეს და შინ დაბრუნებულებმა განადიდეს ღმერთი-განმადიდე-ბელი წმინდათა თვისთა.

   ჰოი ძმებო, ძმებო! დააკვირდით საღმრთო განგებულების გზებს თქვენს ცხოვრებაში და ბოროტად ნუ გამოიყენებთ მის გულმოწყა-ლებასა და შემწყნარებლობას, რომელითაც აქამდე გაჯილდოებდათ, თორემ ყველაფერი ცუდად იქნება დღესა მას რისხვისა და გამო-ჩინებისა და მართლმსაჯულობისა ღმრთისასა, რომელმან მი-აგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ (რომ. 2, 5-6).

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება