მთავარი > საცდურები > მრისხანების დასაძლევად

მრისხანების დასაძლევად


19-09-2014, 00:01

მრისხანების დასაძლევად

 

სიტყვა წმინდისა იოანე ოქროპირისა - მრისხანების შესახებ

 

   ძმებო, ჩვენ ხშირად შეგვიპყრობს ხოლმე მრისხანება ერთმანეთის მიმართ, ეს კი კარგი არ არის. იმიტომ, რომ მრისხანების ჟამს გონებას ვკარგავთ, მოყვასის გულს უმძიმეს ჭრილობებს ვაყენებთ, ღმერთსაც განვარისხებთ და საკუთარ ჯანმრთელობასაც ვვნებთ. მართლაც, განა მრისხანება მცირედ ბოროტებას ამოადინებს?! ყოველივეს გაანიავებ, განაბნევ, დაანგრევ, შემდეგ კი ძალიან გინდა, ყველაფერი ხელახლა ააწყო და დაალაგო, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია, რადგანაც წარსულის დაბრუნება შეუძლებელია! სწორედ ამისთვისაა აუცილებელი, რომ მრისხანებას განვერიდოთ და უმეტეს სიმშვიდეს ვსწავლობდეთ. ამისათვის კი რა უნდა ვაკეთოთ?! ხშირად უნდა მივმართავდეთ წმინდანებს და მათგან ვსწავლობდეთ მრისხანებისაგან განრიდებას და სიმშვიდის გამომუშავებას. ასეთ შემთხვევაში წმინდანებს, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში სიმშვიდის მაგალითები იყვნენ, ყოველთვის შეუძლიათ, მაცხოვნებელი მაგალითები მოგვცენ, - მათი ამქვეყნიდან განსვლის შემდეგაც კი. ამიტომ წმინდანებს მივმართოთ და პირველი მაგალითი მთელი მსოფლიოს მასწავლებლის წმინდა ოქროპირისაგან ავიღოთ.

   მისი მაგალითი ამგვარია. იგი ამბობს: მრისხანების თვისებაა, რომ, თუკი ადამიანი მას არ ალაგმავს, თანდათანობით გაძლიერდეს იმ ცეცხლივით, რომელსაც წყლით არ აქრობენ. და პირიქით, ცეცხლს შეშას თუ არ მიაწვდიან, ის თანდათანობით ჩაქრება. ამგვარადვეა მრისხანების შემთხვევაში: თუკი მას ალაგმავენ, სწრაფად დაცხრება, მრისხანების შედეგები შეიძლება, ზღვაზე ამტყდარ ქარიშხალს შეე-დაროს: როდესაც ზღვის ღელვა იწყება, მეზღვაურები თავის გადასარ-ჩენად გემიდან ბევრ რამეს ყრიან; ხოლო, როდესაც ქარიშხალი წყნარდება, დანაკარგი ძალიან ენანებათ. ასე ემართებათ მრისხანე-ებსაც: როდესაც შეუკავებელი მრისხანება გონებას უბნელებს, ადამი-ანი ვეღარ ხვდება, რას აკეთებს და უამრავ ბოროტებას ამბობს. ხოლო, როდესაც ამ ადამიანში მრისხანება დაცხრება, იგი თავის ნათქვამ ბოროტ სიტყვებზე წუხს და ნანობს, რომ ასე განრისხდა; უდიდეს სირცხვილს განიცდის და მთელი სისრულით ხედავს იმ ბოროტებას, მრისხანებისას რომ მოიმოქმედა. ამიტომაა, რომ მრისხანება პირველ რიგში თავად მრისხანე ადამიანს ვნებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ამას ნაკლებ ყურადღებას უთმობს, მრისხანება და მტრობა ეხერხებათ, ხოლო შერიგებას აყოვნებენ და ამბობენ:

   -ეს ჩხუბი მე არ დამიწყია და ამიტომ ვინც ის დაიწყო, თავი პირველად მან დაიმდაბლოს.-მაგრამ ასე არ შეიძლება! ვთქვათ, მართ-ლაც შენ არ ხარ ჩხუბის დამწყები, მაინც პირველ რიგში გმართებს თავის დამდაბლება, რათა ღვთისაგან ჯილდო მიიღო. ხოლო, თუკი მოყვასმა ბოროტებას დაუდო სათავე, შენ შეეცადე, რომ სათავე დაუდო სიკეთეს. ავადმყოფებს ექიმთან მისვლის ძალა არ შესწევთ და ამიტომ ექიმები თვითონ მიდიან ავადმყოფებთან. სწორედ ამ-გვარად უნდა ეპყრობოდე მრისხანების სნეულებით შეპყრობილ შენს ძმას და შენი მორჩილებით განკურნო მისი ცოდვის წყლულები. ამასვე ამბობს უფალი: რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოცა (მათ. 5,39).

   რისი აღება შეგიძლია შენ ოქროპირის ამ სიტყვებიდან? პირველ რიგში იმის, რომ მრისხანება სათავეშივე უნდა ალაგმო, რათა ეს ადვილიც იყოს და მეტი სარგებლობაც მოიტანოს. ცეცხლს შეშას ნუღარ მიუმატებ და ის ჩქარა ჩაქრება. მეორე: მრისხანება იმიტომაც უნდა აილაგმოს, რომ როგორც მოისმინეთ, მისი შედეგებით პირველ რიგში სწორედ თავად მრისხანე ადამიანი იტანჯება, თავად სწუხს და ნანობს მრისხანებისას ჩადენილ საქციელს, მაგრამ უმრავლეს შემთ-ხვევაში უკვე გვიანია ხოლმე. მეზღვაურებსაც ენანებათ ქარიშხლის დროს გადაყრილი ნივთები, მაგრამ ზღვაში დანთქმულს უკანე ვეღარ დაიბრუნებენ. მესამეც: ოქროპირის სიტყვა გვასწავლის, რომ არა მხოლოდ ჩვენ თვითონ არ უნდა ვმრისხანებდეთ, არამედ, მრისხა-ნენიც შერიგებამდე მივიყვანოთ. ავადმყოფები კი არ მიდიან ექი-მებთან, არამედ, ექიმები თვითონ მიდიან ავადმყოფებთან. თუკი მოყვასმა ბოროტებას დაუდო სათავე, შენ შეეცადე, რომ სათავე სიკეთეს დაუდო. ხედავთ ახლა, ერთმა წმინდანმა რამდენი სასა-რგებლო გაფრთხილების მოცემა შეძლო მრისხანებასთან, და რამდენი კეთილი მაგალითის-სიმშვიდესთან დაკავშირებით! უამრავ სხვა წმინდანზე რაღა ითქმის?! ჰოი ძმებო, ხშირად იკითხეთ მათი ცხოვრება და სწავლებანი და თქვენ მათში აღმოაჩენთ სიკეთის ნიმუშებს, სიმშვიდის და მრისხანებაზე გამარჯვების, მრისხანეთა გა-მოსწორების მაგალითებს და სიმდაბლის წესებს, დაბოლოს, საუკე-თესო გაკვეთილებს იმისა, თუ საერთოდ, როგორ უნდა ვძლიოთ ბოროტებას სიკეთით. ასეთ შემთხვევაში ხომ წმინდანებზე უკეთეს მასწავლებლებს ვერსად ვიპოვით. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება