მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვებზე პასუხი

კითხვებზე პასუხი


3-05-2014, 21:17
   გიორგის შეკითხვა: მამაო, თუკი ადამიანის სული უკვდავია იმიტომ, რომ ეს სული თავად უფლისმიერაა ნაბოძები, ჯოჯოხეთში მოხვედრის შემთხვევაში სული სატანჯველს მაინც გაუძლებს და არ გაქრება როგორც ასეთი და რა აზრი აქვს მაშინ ისეთ ტანჯვას, თუ ვერ გააქრობს სულს, ამ შემთხვევაში პიროვნების ინდივიდს?

   პასუხი: ვერ ვხვდები, ჯოჯოხეთის ტანჯვამ რატომ ან როგორ უნდა გააქროს სული? სახარება ამბობს, რომ სული მარადიულია. მართალნი მარადიულ ნეტარ ცხოვრებას დაიმკვიდრებენ, ხოლო მოუნანიებელნი ცოდვილნი - მარადიულ სატანჯველს. თქვენი ხედვა ჯოჯოხეთისა უფრო მატერიალურია, ვიდრე სულიერი. თქვენი აზ-რით, თუ ადამიანი იწვის ჯოჯოხეთში, ის, ადრე თუ გვიან, მთლი-ანად დაიწვება და გაქრება. ეს ბუდისტურ სწავლებას უფრო წააგავს, როდესაც გაუთავებელ გარდასახვათა შემდეგ სული ნირვანაში, ანუ არარაობაში გადადის.

 

   ნიკოლოზის შეკითხვა: გარდაცვლილი ადამიანის სულმა მისი ცოცხალი ახლობლების შესახებ იცის მათი დაფარული ამბები? ანუ ცოდვების და სათნოებების გაგების უნარი სხვა ადამიანებზე ენიჭება გარდაცვლილის სულს?

   პასუხი: წმიდა წერილში ლაზარესა და მდიდარის იგავში ვკით-ხულობთ: ჯოჯოხეთში მყოფი მდიდარი ევედრება მართალ აბრაამს, რომ ლაზარე (აბრაამის წიაღში მყოფი) გაგზავნოს დედამიწაზე თა-ვისი ძმების შესაგონებლად, რათა ისინიც ჯოჯოხეთში არ მოხვდნენ თავისი უკეთური ცხოვრების გამო. აქედან ჩანს, რომ გარკვეული სუ-ლიერი ხედვა ამქვეყნიური ცხოვრებისა ჯოჯოხეთში მყოფი სულის-თვისაც დაშვებულია. მით უფრო მისაწვდომი იქნება ეს ხედვა ცხო-ნებულთათვის. თუმცა, დაფარული ამბები მხოლოდ ღმერთისთვის არის ცნობილი.

 

 

 

 ღმერთმა დაგლოცოთ! 

 

 


უკან დაბრუნება