მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ღატაკისთვის გაღებულ მოწყალებას თავად ქრისტე მიიღებს
ღატაკისთვის გაღებულ მოწყალებას თავად ქრისტე მიიღებს18-09-2014, 00:01 |
სიტყვა მოწყალების შესახებ: ღატაკისათვის გაღებულ მოწყალებას თავად ქრისტე მიიღებს
წმინდა მამები გვასწავლიან მოწყალების შესახებ. ოქროპირი ამბ-ობს: დიდებული და ძვირფასი ადამიანია მოწყალე კაცი. ეს საქმე, ანუ-გაღება მოწყალებისა, მკვდრის აღდგინებაზე უმეტესი მადლია. რადგანაც პირველ შემთხვევაში შენ გაიღებ მოწყალებას ქრისტე-სათვის, მეორეში კი-იგი შენთვის. წმინდა ბასილი დიდიც გვასწავ-ლის: მოწყალება უდიდესი საქმეა: რადგანაც შენი ხელიდან მიწაზე დაგდებული გლახაკისათვის გაცემულს-ცათა შინა მჯდომი ქრისტეს ხელი იღებს. მართალია ეს? მართალია, რომ როდესაც მოწყალებას გავცემთ, მას ქრისტე მიიღებს? და ჭეშმარიტია თუ არა, რომ იმას, რასაც მიწაზე დაცემულ გლახაკს ვაძლევთ, ცათა შინა მყოფი ქრისტე მიიღებს? ძმებო, იცოდეთ, რომ ეს სრული სიმართლეა, რადგანაც უდიდეს მასწავლებელთა ამ სიტყვების ჭეშმარიტება საქმით მოწმ-დება. ერთი კონსტანტინეპოლელი კაცი ღატაკებისადმი უზომო მოწყალებას იჩენდა. ქალაქის ქუჩებში რომ დადიოდა, კვალდაკვალ მას ღატაკების მთელი გუნდი დასდევდა და ისიც თითოეულ მათგანს მოწყალებას უდებდა ხელში. ყველაზე უახლოესმა მეგობარმა ერთხელ ამ ადამიანს ჰკითხა: -რა გაიძულებს მოწყალების ასე უხვად გაცემას?-მან კი მიუგო: -ათი წლის ყმაწვილი რომ ვიყავი, ერთხელ ეკლესიაში შევედი და იქ ერთი მოძღვრისაგან, ხალხს რომ უქადაგებდა, მოვისმინე, რომ იგი, ვინც მოწყალებას გასცემს, ამ მოწყალებას თავად ქრისტეს ხელს გა-დასცემს. არ დავიჯერე და ვიფიქრე: ქრისტე ახლა ზეცაშია და მამის მარჯვენით ზის, როგორ შეიძლება, რომ მან მიიღოს ის, რასაც მიწაზე გლახაკს ვაძლევ?! ამგვარი აზრებით შეპყრობილი ვბრუნდებოდი სახლში, როდესაც დავინახე ერთი ღატაკი, რომელსაც თავს უფალი იესო ქრისტე დასდგომოდა. მე შევშინდი. და რა ვიხილე ამის შემ-დეგ?! როდესაც ერთ-ერთმა გამვლელმა ამ გლახაკს პური მიაწოდა, პური მას ქრისტემ გამოართვა და სამაგიეროდ აკურთხა იგი. ამ სასწაულის ხილვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტად, იგი, ვინც აძლევს ღატაკს, აძლევს თავად ქრისტეს და მას შემდეგ, რამ-დენადაც შემიძლია, ვცდილობ, მოწყალება გავიღო. ამგვარად, ძმებო, წმინდა მამები სამართლიანად გვასწავლიან, რო-დესაც გვეუბნებიან, რომ მოწყალების გაღებისას ამ მოწყალებას ქრის-ტესთვის გავცემთ და იმას, რასაც მიწაზე დაცემულ გლახაკს ვაძლევთ, ცათა შინა მყოფი ქრისტე მიიღებს. და თუკი ისინი სწორედ ასე გვასწავლიან, მაშინ, ნურასოდეს შეგვიპყრობს ეჭვი, რომ ჩვენს მიერ გაღებული მოწყალება დაიკარგება და სამაგიეროს ვერ მივი-ღებთ. არ არის ასე. თუკი მას თავად ქრისტე იღებს, მაშინ ის არა-სოდეს დაიკარგება და მისაგებელი მის ნაცვლად უეჭველად მოგვეცემა. როგორც ამის შესახებ ავგუსტინე გვეუბნება ღვთის მიერ: უფალი იტყვის: როგორც მივიღებ, ისე გავცემო. და თუკი ეს ნამდვილად ასეა, გამოდის, რომ თავად ქრისტე დაუდგება თავდებად მოწყალების გამღებს იმაში, რომ მის მიერ გაღებული მოწყალება არ დაიკარგება. დიახ, არასოდეს დაიკარგება! რადგანაც (ფს. 144,14) და მას (2 ტიმ. 2,13).
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |