მთავარი > რელიგიური ცდომილებანი > გამოუცდელებმა მასწავლებლობა არ უნდა დაიბრალონ და ღვთის სიტყვას არ უნდა განმარტავდნენ

გამოუცდელებმა მასწავლებლობა არ უნდა დაიბრალონ და ღვთის სიტყვას არ უნდა განმარტავდნენ


17-09-2014, 00:01

გამოუცდელებმა მასწავლებლობა არ უნდა დაიბრალონ და ღვთის სიტყვას არ უნდა განმარტავდნენ

 

სიტყვა პატერიკიდან მრისხანებისა და სინანულის შესახებ

 

   ხდება ისე, რომ თქვენს შორის შედარებით განსწავლულები და განსაკუთრებით კი ისეთები, გარკვეული დროის განმავლობაში ნაკითხ ადამიანებთან რომ იმყოფებოდნენ, შინ დაბრუნების შემდეგ საკუთარ თავს მასწავლებლის წოდებას ანიჭებენ, გარს უბრალო ადამიანებს შემოიკრებენ, მათ საღმრთო წერილს უკითხავენ და მის სიტყვებს ისე განმარტავენ, როგორც მოაფიქრდებათ. თანაც ჯერათ, რომ კეთილ საქმეს სჩადიან. საღმრთო წერილის სხვებისთვის წაკითხვა მათი მხრიდან მართლაც კეთილი საქმეა, მაგრამ მისი სიტყვების საკუთარი მოსაზრების მიხედვით განმარტება კეთილ საქმედ ნამდვილად ვეღარ ჩაითვლება, რადგან სწორედ ამ თვით-ნებური განმარტებებიდან იწყება ყოველგვარი ცრურწმენისა და დამღუპველი ცდომილების გავრცელება სოფლად. ყოველაზე უარესი კი ის არის, რომ, როდესაც ასეთ მასწავლებლებს ვინმე იმის მტკი-ცებას დაუწყებს, წერილის ესა თუ ის ადგილი როგორც საჭიროა, ისე არ არის განმარტებულიო, ისინი საკუთარ ცდომილებას თითქმის არასოდეს აღიარებენ და თავი ბოლომდე მართალი ჰგონიათ. ეს სიჯიუტე არცთუ იშვიათად იქამდე მიდის, რომ ისინი საერთოდ გამოეყოფიან ეკლესიას, განხეთქილებას თესავენ და საკუთარი თავებიცა და სხვებიც დაღუპვისაკენ მიჰყავთ. მათ რომ საკუთარი ცდომილება შეეცნოთ, უფალი მაშინათვე მიუტევებდა და ეკლესიაც დაუყოვნებლივ დააბრუნებდა მათ თავის წინაღში.

   ორი ბერი სახარებას კითხულობდა, როდესაც ისინი ქარაგმულ ად-გილამდე მივიდნენ, მცირეოდენი ფიქრის შემდეგ სიტყვები თავისე-ბურად განმარტეს, ეს განმარტება საკუთარ ცხოვრებაში გაატარეს და უმძიმეს ცოდვაში ჩაცვივდნენ, ამის შედეგად ადგილობრივმა მღვდელმთავარმა ისინი ეკლესიიდან განკვეთა. მონანიების ნაცვლად ბერებმა მასზე დრტვინვა დაიწყეს:

  -ჩვენ სახარების მიხედვით ვიქმოდით, რათა ცათა სასუფეველი დაგვემკვიდრებინა, მან კი ეკლესიისაგან განგვაშორა; იერუსალიმის მათავარეპისკოპოსთან ვუჩივლებთ. - მართლაც იჩივლეს. მაგრამ არც მან გაამართლა ისინი. ბერებმა კვლავ არ შეინანეს და ახლა ანტიოქიის მთავარეპისკოპოსმაც დაადასტურა. რაღას იზამდნენ?! ჩავიდნენ რომ-ში, მაგრამ ვერც აქ გამართლდნენ.

   -ჩემამდე განკვეთილები იყავით და მეც ვადასტურებ თქვენს გან-კვეთას. - მიუგო რომის მთავარეპისკოპოსმა. წესით ამის შემდეგ მა-ინც უნდა შეეცნოთ საკუთარი ცდომილება, მაგრამ, არა!...

   -ყველა თქვენგანი მიკერძოებულად განგვსჯის. - განაცხადეს მათ. - ავდგეთ და ეპიფანესთან, კვიპროსის მთავარეპისკოპოსთან მივი-დეთ. ის წოდებას ყურადღებას არ აქცევს და სიმართლით განსჯის. - მასთანაც მივიდნენ, მაგრამ - კვლავ წარუმატებლად. ეპიფანემ არა მხოლოდ არ გაამართლა ისინი, არამედ, ქალაქშიც კი არ შეუშვა. და მხოლოდ ამჯერად, ბერებმა საბედნიეროდ საკუთარი ცდომილება შეიცნეს.

   -აბა, რა თავს ვიმართლებთ, განა ყველამ უსამართლოდ განგვ-კვეთა?! ჭეშმარიტად შევცოდეთ! - ასეა. მართლაც უსაზღვროა ღვთის გულმოწყალება მონანიე ცოდვილებისადმი! როგორც კი საკუთარი ცდომილება გააცნობიერეს, წმ. ეპიფანეს მაშინათვე ეუწყა, რომ უფ-ალმა შეუნდო მათ. ეპიფანემ გამოიძახა ისინი, მათი შენდობა განაც-ხადა და ეკლესიის ერთობაში დააბრუნა.

   ამგვარად, ძმებო, გაფრთხილდით, საკუთარ თავზე ნუ აიღებთ იმის განმარტებას, რაც თქვენს შესაძლებლობებს აღემატება. VI მსოფლიო კრების 64-ე კანონში ამგვარი განმარტების შესახებ ნათქვამია, რომ ყოველი საკუთარი წოდების მიხედვით უნდა მოქმედებდეს და თავს მოძღვრად არ წარმოაჩენდეს, არამედ დაემორჩილოს ღვთისაგან მი-სთვის მინიჭებულ წოდებას და მორჩილებით მიაპყროს ყური მას-წავლებლის სიტყვებს, რადგანაც ყველა როდია წინასწარმეტყველი და მოციქული. ამიტომაც ერისაგანთა სხვათა განსწავლა თავს არ უნდა იდონ და არ მიითვისონ მას-წავლებლის წოდება. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება