მთავარი > ლოცვა > როგორ უნდა შევუდგეთ ღვთის სიტყვის ან წმინდათა ცხოვრების კითხვასა და მოსმენას და როგორ უნდა დავასრულოთ ის

როგორ უნდა შევუდგეთ ღვთის სიტყვის ან წმინდათა ცხოვრების კითხვასა და მოსმენას და როგორ უნდა დავასრულოთ ის


16-09-2014, 07:17

 

 

 

წმინდა იოანე ოქოპირის სიტყვა, თუ როგორ უნდა წმინდა წიგნების კითხვა სიმდაბლით, გულმოდგინებითა და ყურადღებით

 

   რად ხდება ზოგჯერ, ძმებო, რომ როდესაც ღვთის სიტყვას, ან წმინდანთა ცხოვრებას ვისმენთ ან ვკითხულობთ, ეს მხოლოდ მცირეოდენ სარგებელს მოგვიტანს ხოლმე? ეს იმიტომაა, რომ არ ვიცით, როგორ დავიწყოთ კითხვა და მოსმენა და როგორ წარვ-მართოთ ისინი. იმისათვის, რომ ღვთის სიტყვამ თუ წმინდათა ცხოვრებამ სულისათვის შესაბამისი სარგებელი მოგვიტანოს, უნდა ვიცოდეთ, რა გავაკეთოთ მანამდე, ვიდრე კითხვას ან მოსმენას შევუდგებოდეთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ სარგებელს. მაგრამ, თქვენ, რა თქმა უნდა, იკითხავთ: მაშ, როგორ შევუდგეთ კითხვასა და მოსმენას და როგორ წარვმართოთ ისინი? აი სწორედ ამაზე დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ, მაგრამ არა ჩემი, არამედ, მთელი ქვეყნიერების მასწავლებლის-წმინდა ოქროპირის სიტყვებით:

   ნეტარმა იოანე ოქროპირმა თქვა: როდესაც ღვთის სიტყვის წა-საკითხად დაჯდები, ჯერ უფლის წინაშე ილოცე, რომ მან გულის თვალი აგიხილოს, და ეს იმისათვის გააკეთე, რომ შენ უბრალოდ კი არ წაიკითხო დაწერილი, არამედ, აღასრულო კიდეც და ღვთის სიტყვა და წმინდათა ცხოვრება ცოდვად არ გექცეს. როდესაც კითხვას დაიწყებ, მთელი გულმოდგინებითა და გულისყურით იკითხე და დროს ფურცლების ტყუილუბრალო გადაშლაზე ნუ დაკარგავ. ხოლო, თუკი დრო გაქვს, ნუ დაიზარებ: ორჯერ, სამჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ წაიკითხე თითოეული სიტყვა, რათა კარგად გაიაზრო მისი ძალა. როდესაც კითხვა, ანდა სხვისი წაკითხულის მოსმენა მოგე-სურვება, მანამდე ასე ილოცე: უფალო იესო ქრისტე, განმიღე თვალნი გულისა ჩემისანი, რათა ვისმინო სიტყვა შენი, გულისხმავყო იგი და აღვასრულო ნება შენი, ნუ დაჰფარავ მცნებათა შენთა ჩემგან, არამედ განმიხვენ თვალნი, რათა გულისხმავყო სასწაულნი სჯულისა შე-ნისანი. განმიცხადე უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი, შენდა მომართ არს სასოება ჩემი, ღმერთო ჩემო და მრწამს, რამეთუ განანათლებ გულსა და გონებასა ჩემსა გონიერებითა ნათლისა შენისათა და არა მხოლოდ წავიკითხავ წერილსა, არამედ აღვასრულებ მას. ჰქმენ ეგრეთ, რათა არა მექმნას მე ცოდვად კითხვა სიტყვისა შენისა და წმინდათა ცხოვრებისა, არამედ განახლებად, განათლებად, სიწმინდედ, საცხოვნებელად სულისა და საუკუნო ცხოვრების დასა-მკვიდრებლად. რამეთუ შენ ხარ, უფალო, განათლება ბნელსა შინა მსხდომარეთათვის და შენ მიერ აღესრულება ყოველივე კეთილი საქმე და ყოველი ნიჭი.

   ამგვარად, ძმებო, იმისათვის, რომ ღვთის სიტყვის კითხვის ან მოსმენისას ჭეშმარიტი სარგებელი მივიღოთ, საჭიროა, კითხვასა და სმენას შევუდგეთ მას შემდეგ, რაც ღმერთს ლოცვით შევთხოვთ, აგვიხილოს თვალი, რათა ღმერთის სასწაულები და სჯული შევი-მეცნოთ. რათა მან გაგვიმხილოს უჩინონი და დაფარულნი სიბრძ-ნისა მისისანი, რათა მან განანათლოს ჩვენი გონება თავისი საღვთო გონების მადლით და ჩვენ საღმრთო წიგნების მარტოდენ კითხვა კი არ გვასწავლოს, არამედ, მათში აღწერილის აღსრულება. კითხვა კი, როგორც ნახეთ, საჭიროა დაუზარებლად, გულის თანამონაწილეო-ბით, მის ბოლომდე გასააზრებლად კი ორჯერ, სამჯერ და მეტჯერ უნდა წაიკითხო თითოეული სიტყვა. და აი, სწორედ მაშინ, როდესაც ამგვარად შეუდგები ღვთის სიტყვის ან წმიდათა ცხოვრების კითხვას, როგორც აქ არის მითითებული და ამასთან ერთად წა-კითხულსა თუ მოსმენილში გამოხატულს ყოველგვარი ფიქრის, სურვილის, სიტყვისა და საქმისას დაიცავ, მაშინ შენი სულისათვის უეჭველ სარგებელს მიიღებ და საღმრთო სჯულისმიერი სასწაულების გულისხმისყო-ფასაც შეძლებ. ამინ.

 

„სვინაქსარი". ტომი I. 

 

 


 

 


უკან დაბრუნება