მთავარი > კალენდარი, წმ. გიორგი, მთავარი გვედის ფოტო > 6 მაისი (ახ. სტ.) - გიორგობა
6 მაისი (ახ. სტ.) - გიორგობა5-05-2024, 21:41 |
წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა. წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები სცემენ თაყვანს. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში - ყურანშიც კი მოიპოვება. წმიდა დიდმოწამე გიორგის მეოხებით ღმერთმა გაძლიეროს სრულიად საქართველო!
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |