მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა წერილი სოდომური ცოდვის შესახებ
წმიდა წერილი სოდომური ცოდვის შესახებ1-05-2014, 10:00 |
დაბადება. თავი 18 „მოვიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კა-რიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგე-ბებლად და მდაბლა თაყვანისცა. უთხრა აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში... ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქა-ლაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები – ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან. დაუძახეს ლოტს და უთხრეს; სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ. გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამო-იხურა კარი. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო! აჰა, ორი ქალი-შვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან, მათ გამოგიყვანთ და უყავით რაც გენებოთ. ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი... არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად... იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან, რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან – პატარიანათ და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში. უთხრეს იმ კაცებმა (ანგელოზებმა) ლოტს; კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან, რადგან უნდა გა-ვანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად... აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან. დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახ-ლეობა და დედამიწის აღმონაცენი." ლევიანნი, თავი 18.22 „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა... რად-გან ამ სისაძაგლეთა ჩამდენნი თავის ხალხის წიაღიდან მოიკვე-თებიან. შეისმინეთ ჩემი გაფრთხილება და ნუ შეასრულებთ ამ საძა-გელ წესებს, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაიუწმინ-დუროთ თავი." თავი 20.13 „ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი." 2. პეტრე 2.6–7 „და ქალაქი იგი სოდომელთა და გომორეველთა დაწუა და დააქცია და დასაჯა და სახედ მერმეთა მათ უღმრთოთა დადვა და მართალი ლოტ, დაწუნებული უშჯულოთა მათ სიბილწით მავალთაგან, იხსნა." რომაელთა მიმართ თ. 1. 26–27 ამისთვის მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა–ბუნებად. ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაი, განხურდეს გულის თქუმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხვენელსა იქმოდეს და კუალად–საგებელი იგი, რომელი ჯერ–არნ საცთურის მათისაი, ურთიერთას მიიღიან." 1 კორინთელთა თ. 6.9–10 „ნუ სცდებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშე-თა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ–მავალთა... სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ." 1 ტიმოთეს მიმართ თ. 1. 9–10 „უწყი ესე, რამეთუ მართალსა სჯულ არა უც, არამედ უსჯულოთ და ურჩთა, უმსახურებელთა და ცოდვილთა, უღირსთა და ბილწთა... მე-ძავთა, მამათმავალთა, კაცის მსყიდელთა, მტყუართა, ცრუფიცთა და სხუაი." უკან დაბრუნება |