მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სოფელი, ხორცი და ეშმაკი

სოფელი, ხორცი და ეშმაკი


15-09-2014, 00:01

სოფელი, ხორცი და ეშმაკი

 

სიტყვა ლიმონარიდან - ზრახვების შესახებ

 

   არსებობს ისეთი განსაცდელები, რომლებიც ცოდვისაკენ გვიბიძ-გებენ. შეუძლებელია, ეს განსაცდელები ღვთისაგან მოდიოდეს. იგი წმინდაა და მართალი და ყოველგვარი ცოდვა საძულველია მისთვის. ამიტომ სარწმუნოა, რომ ეს ცოდვები ყოველთვის ხორციდან, ამა სოფლიდან და ეშმაკისაგან მომდინარეობს. ხორცი საკუთარ თავში ასაზრდოებს ცოდვილი სურვილებისა და ვნებების მარცვალს. ამა სოფლად ზნეობრივად არამყარ, ცოდვილი თვისებების და ჩვევების და ცხოვრების მცდარი წესის მქონე ადამიანებს ეს ქვეყანა თავისკენ იზიდავს. ხოლო ეშმაკი, მაცხოვრის სიტყვების მიხედვით: მართლაც რომ კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან (იოან. 8,44). ეს განსაც-დელები მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და მათგან თავისუფალნი წმინდანებიც კი არ არიან. უდაბნოში მცხოვრები ერთი განდეგილი მეტისმეტად გატანჯა ხორციელმა ბრძოლებმა, ღირს პა-ხუმისთან მივიდა და თავისი შინაგანი ბრძოლის შესახებ უამბო. წმინდანმა მას მიუგო:

   -შვილო, ნუ შეგაშფოთებს ეს ყოველივე, აი, თავადაც ხომ ხედავ, რომ ამჟამად მოხუცებული კაცი ვარ?! ორმოცი წელია, სენაკიდან არ გამოვდივარ, მხოლოდ საკუთარ ცხონებაზე ვზრუნავ, მაგრამ მაგ შენი ბრძოლისმაგვარი განსაცდელები არც ჩემთვისაა უცხო.

   ძმებო, თუკი ყოველივე ეს ჩვენთვის კარგად გასაგებია, მაშ, როგ-ორღა უნდა ვიქცეოდეთ? გამუდმებით ყურადღებიანნი უნდა ვიყოთ საკუთარი თავისადმი, საკუთარი განზრახვის, აზრებისა და საქმე-ებისადმი; ვფხიზლობდეთ და გამუდმებით ვიმოსავდეთ იმ იარაღს, რომელიც სიტყვა ღვთისამ ჩვენი ცხონების მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად გვირჩია. როგორი კეთილი და ღვთისმოსავიც არ უნდა იყოს ვინმე, თვითდაჯერებულობას ნუ მიეცემა და ნუ იფიქ-რებს, რომ ამა თუ იმ ცოდვისაგან უკვე საბოლოოდ გათავისუფლდა.

  -მე მოვკვდი ამ სოფლისათვის.-უთხრა ერთმა გამოცდილმა მეუ-დაბნოე ბერმა მეორეს.

   -შენ კი მოკვდი, მაგრამ სატანა ჯერ კიდევ არ მომკვდარა. ამიტომაც ყოველ წუთას უნდა უფრთხოდე მას. ისევე, როგორც ბრძოლის ველზე გასული იბრძვის ვაჟკაცურად, თუმცა კი, წინასწარ არასოდეს იცის, თავად დაეცემა, თუ მტერს დასცემს; ასევე უშიშრად უნდა იბრძოდეს ყოველგვარი თავდაჯერებულობის გარეშე და ყოველი სასოება ღმერთზე ჰქონდეს მინდობილი.

   ამგვარად, აქ დედამიწაზე, ჩვენ ბრძოლის ველზე გასული მეო-მრებივით ვართ; გამუდმებით შემართული ვიქონიოთ ჩვენი სული-ერი იარაღი და მტერთან შესახვედრად ამგვარად გამოვიდეთ. შემწედ ღვთის მადლს მოვუხმოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ხოლო გამარჯვებულები საყოველთაო აღდგომის ჟამს იმ ჯილდოს მივი-ღებთ, რომელიც უფალმა გამარჯვებულთ აღუთქვა: რომელმან სძ-ლოს, მივსცე მას დაჯდომა ჩემ თანა, საყდარსა ჩემსა (გამოცხ. 3,21). ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება