მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > მაცხოვრის სიტყვები ადამიანის გულზე მადლმოსილი ძალით მოქმედებენ

მაცხოვრის სიტყვები ადამიანის გულზე მადლმოსილი ძალით მოქმედებენ


14-09-2014, 00:01

მაცხოვრის სიტყვები ადამიანის გულზე მადლმოსილი ძალით მოქმედებენ

 

სიტყვა ორ ბერზე და ცხონებულ მეძავზე

 

   უფალმა ბრძანა: სიტყუათა, რომელ გეტყვი თქუენ, სულ არიან და ცხორება... სული არს განმაცხოველებელ (იოან. 6,63). რას ნიშნავს მაცხოვრის ეს ნათქვამი? ამით მაცხოვარი მიუთითებს თავისი სიტყვის მადლმოსილ, არაჩეულებრივი და ყოვლადძლიერი ზემოქმედების შესახებ ადამიანის გულზე მაშინ, როდესაც ამ სიტყვებს სიმდაბლით, ღვთისმოსაობით, ღრმა ყურადღებითა და მათი აღსრულების მზაობით ისმენდნენ. ამ ჭეშმარიტებას, ჩვენი აზრით, ყველაზე უკეთ იმ ცოდვილების მაგალითებით დავამოწ-მებთ, რომლებმაც მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიტყვის ამგვარად მოსმენის საშუალებით შეძლეს, მოქცეულიყვნენ ქრისტესკენ, დაე-გდოთ ცხოვრების ცოდვილი გზა, მცოდველებიდან წმინდანებად ქცეულიყვნენ; რის შედეგადაც დღეს ისინი ზეციური მამის სავანე-ებში ნეტარებენ. ახლა კი ყოველივე ამის დასტურად თავად საქმეებს მივუბრუნდეთ.

   ერთხელ ორი ბერი უდაბნოდან ქალაქ ტარსუში გაემართა. ღამის გასათევად ისინი ერთ სასტუმროში შეჩერდნენ. იქ მათ ერთი ფრიად ცოდვილი დედაკაცი ნახეს და მისი დანახვისთანავე შეძრწუნე-ბულები ჩამოსხდნენ. შემდეგ ერთ-ერთმა საგზაო ჩანთიდან სახარება ამიოღო და კითხვას შეუდგა. როდესაც ამ ცოდვილ ქალს კითხვა მოესმა, მკითხველს მიუახლოვდა, მის გვერდით ჩამოჯდა და მოს-მენა დაიწყო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მკითხველმა მას უბიძგა და თავის ფიქრებში ასე მიმართა მას:

   -ამაზე უარესი რა უნდა იყოს, უსირცხვილო ცოდვილო, რომ მო-ულოდნელად მოხვედი აქ და გვერდითაც მოგიჯექი?-მაგრამ ამ საყ-ვედურის ხმამაღლა ამოთქმას ბერი აგვიანებდა. მის წინაშე, როგორც შემდგომში ვნახავთ, იყო არა მოუნანიებელი ცოდვილი, არამედ, ქალი, რომელიც მთელი გულით სინანულმა შეიპყრო და ქრისტესკენ მოექცა. და იგი ამგვარ ადამიანად გარდაქმნა არა რაიმე სხვამ, არამედ, ძალიან მცირე დროის განმავლობაში ქრისტე მაცხოვრის საღმრთო სიტყვების ყურადღებითა და ღვთისმოსაობით მოსმენამ. და აი, ბერის საყვედურს მან ამგვარად უპასუხა:

   -ნუ მაყვედრი, მამაო, რადგანაც, თუმც უდიდესი ცოდვილი ვარ, მაინც მწამს, რომ არც მე განმაგდებს ღმერთი უფალი ჩვენი, ისევე, როგორც არ განაგდო მასთან მისული მეძავი.

   -მაგრამ ის დედაკაცი ხომ მას შემდეგ ცოდვას აღარ დაბრუნებია?!-მიუგო ბერმა.

   -აღარც მე დავუბრუნდები ცოდვას.-თქვა მაშინ ამ ქალმა.-თქვენ კი აღსარება მიიღეთ და დარიგება მომეცით.-მაშინ კი ორივე ბერი ერთად დაპირდა:

   -გიწინამძღვრებთ, თუკი მოგვისმენ.-ამის შემდეგ ქალმა ყოველივე მიატოვა და ბერებს გაჰყვა. მათ ის დედათა მონასტერში მიიყვანეს და იქ მონაზვნად აღკვეცეს. დასასრულს კი იმას გეტყვით, რომ ამ ქალმა მონასტერში ღმრა სიბერემდე იცხოვრა და კეთილი გონიერება მოიხვეჭა.

   ამგვარად, ძმებო, ჭეშმარიტად ვიტყვით, რომ ქრისტე მაცხოვრის სიტყვებს მართლაც დიდი მადლი, არაჩვეულებრივი და ყოვლად-ძლიერი ზემოქმედების ძალა აქვს ადამიანის გულზე, როდესაც ამ სიტყვებს სიმდაბლით, მორჩილებით, ღვთისმოსაობით, უდიდესი ყურადღებითა და მათი აღსრულების მზაობით ისმენენ. შესაბამისად, როგორც ხედავთ, სამართლიანადაა ნათქვამი, რომ ამ სიტყვებს ყველაზე უკეთ, ცოდვილების მაგალითით დავამოწმებთ. სწორედ იმ ცოდვილებისა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიტყვის ამგვარი გაგონებითა და შეწყნარებით მოიქცნენ ქრისტეს გზაზე. ცოდვილი ცხოვრება დააგდეს, ცოდვილებიდან წმინდანებად იქცნენ და ამჟამად იქ-ჩვენი ზეციური მამის სავანეებში ნეტარებენ. და თუკი ყოველივე ეს მართლაც ასეა, მაშ, იმისათვის, რომ მაცხოვრის სიტ-ყვებმა ჩვენზედაც ამგვარადვე იმოქმედონ, ისინი იმავე გრძნობითა და განწყობით უნდა ვიკითხოთ, რომელიც ზემოთ იყო მითითე-ბული. ღვთის სიტყვები ღვთისმოსაობით უნდა იკითხებოდეს და ისმინებოდეს. მათი მოსმენისა და კითხვისას შევეცადოთ, რომ ჭეშმარიტი სულიერი სიმდაბლე განვიცადოთ და ვიკითხოთ და ვისმინოთ იმის ცხოველი სურვილით, რომ მათ სარწმუნოების საქმეში გვიწინამძღვრონ და ღვთისმოსაური და ქველმოქმედი ცხოვ-რებისაკენ გვიბიძგონ. მადლობა შევწიროთ მაცხოვნებელს ჩვენსას და მისი სიტყვები მივიღოთ, როგორც დამოძღვრა ცხოვრების გამოს-წორებისა და ცხონების საქმეში. მაშინ უეჭველად შევიგრძნობთ უფლის სიტყვის კეთილ და ყოვლადძლიერ ზემოქმედებას ჩვენს გულებზე და მათ მიერ განმხიარულდება სული ჩვენი, რომელიც (იოან. 6,63). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება