მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ნაპოვნი დაუყოვნებლივ უნდა დავუბრუნოთ მას, ვინც ის დაკარგა
ნაპოვნი დაუყოვნებლივ უნდა დავუბრუნოთ მას, ვინც ის დაკარგა13-09-2014, 00:01 |
სიტყვა პატერიკიდან ფილაგრე ბერის შესახებ, რომელმაც ათასი ოქრო იპოვა და დააბრუნა
ძმებო, ხდება, რომ ზოგიერთი თქვენგანი მოყვასის მიერ დაკარგულ ფულს ან ნივთებს პოულობს. როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენ-მპოვ-ნელები ნაპოვნს? თუკი დამკარგავის ვინაობა არ იცით, მაშინ დაკა-რგული ხელისუფლებას წარუდგინეთ. მაგრამ, თუ იცით დამკარგავი ვინც არის; თუ დარწმუნებულნი ხართ, რომ არა ვინმე სხვამ, არამედ, სწორედ იმან დაკარგა თქვენს მიერ ნაპოვნი ნივთი, ამ შემთხვევაში გირჩევთ, მოიქცეთ ისე, როგორც წმინდანები მოიქცეოდნენ. ხოლო, თუ როგორ მოიქცეოდნენ ისინი, ქვემოთ მოხმობილი ამბავი გაუწ-ყებთ: იერუსალიმში ცხოვრობდა ბერი ფილაგრე, რომელიც ხელსაქმეს მისდევდა და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. ერთხელ, როდესაც ის სავაჭროში თავისი ნახელავის გასაყიდად მივიდა, იპოვა მიწაზე დადებული ჩანთა, რომელშიც ათასი ოქროს მონეტა იდო. როდესაც ფილაგრემ ჩანთა აიღო და მასში ოქრო შენიშნა, თავისთვის თქვა: -აქედან წასვლა არ ღირს, რადგანაც, ვინც ეს ოქრო აქ დაკარგა, აქვე დაბრუნდება.-მართლაც განდეგილი ბერის წინასწარმეტყველება ახ-და. ოქროს დამკარგავი სწრაფად დაუბრუნდა იმ ადგილს, სადაც ფილაგრემ შეაჩერა იგი და ათასი ოქრო მთლიანად დაუბრუნა. ეს კაცი მას შემდეგ რაც დაკარგული იპოვა, თავის მხრივ სთხოვდა ფილაგრეს, მისგან ფულადი ჯილდო მაინც აეღო, მაგრამ ფილაგრეს ამის გაგონებაც კი არ სურდა. მაშინ ფულის დამკარგავმა ხმამაღლა იყვირა: -ჩქარა ყველანი აქ მოდით და ნახეთ ეს ბერი! მოდით და იხილეთ, როგორები არიან ღვთის კაცები.-ფილაგრე კი, რომელსაც არ სურდა ქების სიტყვების გაგონება, საერთოდ ადამიანური დიდება არად მიაჩნდა და არ უნდოდა, ვინმეს ეცნო, როგორც კი პირველი სიტყვები გაიგონა, ხალხს შეერია, გაუჩინარდა და შემდეგ კი საერთოდ დატოვა ქალაქი. ამგვარად, ძმებო, ხედავთ, როგორ იქცეოდნენ წმინდანები, როდე-საც რაიმეს იპოვნიდნენ?! ისინი მყისვე პატრონს უბრუნებდნენ ნა-პოვნს, ისე, რომ მისგან არაფერს ითხოვდნენ და მაშინათვე გაეც-ლებოდნენ ხოლმე იქაურობას, რათა მსწრაფლ განრიდებოდნენ ადა-მიანურ დიდებასა და ღვთის ჯილდოს არ მოკლებოდნენ. ასე იქ-ცეოდნენ წმინდანები და გირჩევთ, რომ თქვენც ასე მოიქცეთ. რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ნაპოვნს გაფლანგავთ, მაშინ, ღმერთის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებაც რომ აღარაფერი ვთქვათ, შესაძლოა, ისე, რომ თავადაც ვერ მიხვდეთ, ამით საშინელი ბოროტება ჩაიდინოთ. მაგალითად, მოხდა ისე, რომ ფული იპოვეთ. რა იცით, იქნებ ეს დამკარგავისათვის უკანასკნელი კაპიკები იყო?! იქნებ ამ ფულის დაკარგვის შემდეგ მას მთელი ოჯახი მშიერი დარჩა?! იქნება, მან სულაც სხვისი ფული დაკარგა და ამის შემდეგ ქურდად მიიჩნევენ, პატიოსან სახელს მოაკლდება და სასტიკადაც დაისჯება?! ასე რომ, ძმებო, როდესაც რამეს იპოვით, ამგვარი გარემოებები ყოველთვის გაითვალისწინეთ და ნაპოვნი მსწრაფლ დააბრუნეთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, განა შეიძლება, სხვისი ქონებით ცხოვრება კარგის მომტანი იყოს?! არა, ძმებო, ეს ძალიან, ძალიან ცუდია! რადგანაც სიტყვა ღვთისა ამბობს: ვაი იმას, (იერ. 22,13) და (ამბ. 2,6). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |