მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > კეთილი საქმის აღსრულება მხოლოდ მაშინ ღირს, თუ მას ბოლომდე მიიყვან
კეთილი საქმის აღსრულება მხოლოდ მაშინ ღირს, თუ მას ბოლომდე მიიყვან12-09-2014, 00:01 |
სიტყვიდან ევლოგი ბერისა და ღატაკი დავრდომილის შესახებ
ის კი არ არის ნათქვამი, ძმებო, რომ ვინც ცოტას მაინც დაითმენს, გადარჩებაო, არამედ ის, რომ (მათ. 10,22). ჩვენ კი, სწორედაც რომ ბოლომდე დათმენის უნარი არ გვაქვს! ხდება, რომ უკიდურესი გულ-მოდგინებითა და გულმხურვალებით შევუდგებით ხოლმე კეთილ საქმეს, მაგრამ მცირედი დრო გაივლის და იმ საქმისადმი, რომელსაც შევუდექით, უფრო და უფრო გულცივნი და გულგრილნი ვხდებით. ზოგჯერ კი სწორედ ამ საქმის დასასრულს, როდესაც ისისაა მისთვის გვირგვინი უნდა მიგვეღო, მივატოვებთ მას და ჩვენი საქმე ემსგავსება ქვიშაზე აგებულ სახლს, რომელიც ქარის კვეთებისთანავე განქარდება (მათ. 7, 26-27). არა, ჩვენ ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. თუკი სიკეთის ქმნას შეუდექი, ბოლომდე მიიყვანე და განსაცდელებს ნუ დანებდები. თორემ ეშმაკი შენთვის განკუთვნილ გვირგვინს წარგტაცებს და შენი ჯილდო დაი-კარგება. ერთი ბერი, სახელად ევლოგი გზად ღატაკ დავრდომილს შეხვდა, რომელიც ხელ-ფეხს ვერ ხმარობდა. შეებრალა იგი და გულში ასე აღუთქვა ღმერთს: უფალო, შენი სახელისათვის წავიყვან ამ დავრ-დომილს და სიკვდილამდე მოვუვლი მას. რათა მის მიერ ვცხონდე. მომეცი მოთმინება, რომ მისი სამსახური შევძლო. შემდეგ შესთავაზა დავრდომილს, მასთან სახლში გადასულიყო საცხოვრებლად და როდესაც თანხმობა მიიღო, თან წაიყვანა იგი. გავიდა თხუთმეტი წელი. ამ ხნის განმავლობაში ევლოგი მამასავით უვლიდა დავრდო-მილს: ყველანაირად უფრთხილდებოდა, ბანდა, აჭმევდა. ეშმაკს შეშურდა ევლოგის ამგვარი მოთმინება და იმისათვის, რომ ამგვარი სათნოებისათვის განკუთვნილი ჯილდო აერიდებინა მისთვის, დავ-რდომილის გულში ევლოგისადმი ბოროტება და მრისხანება დანერგა. და აი, აქამდე მშვიდმა ღატაკმა ევლოგის მარავალგვარი ლანძღვა და შეურაცხყოფა დაატეხა თავს. მიუხედავად ევლოგის მხრიდან არა-ერთი შეგონებისა და ხვეწნისა, ბოლოს იმდენი ქნა, რომ იგი სრულ სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. -როგორ მოვიქცე,-ეუბნებოდა იგი ნაცნობ ბერებს,-დავრდომილი სა-სოწარკვეთილებაში მაგდებს, მივატოვო? მაგრამ ამით ხომ ღვთის წინაშე დადებულ აღთქმას დავარღვევ. არ მივატოვო? ის ხომ დღე-დაღამ მოსვენებას არ მაძლევს. ზოგმა ურჩია, რომ რჩევისთვის წმი-ნდა ანტონი დიდისათვის მიემართა და ევლოგიმაც მათ უსმინა. ანტონიმ მასა და დავრდომილს მშვიდობიანი ცხოვრება უჩია და ბოლოს ასეთი რამ უთხრა: -შვილებო, განსაცდელი სატანისაგან მოდის, იმიტომ, რომ ორივე თქვენგანი სიკვდილთან ახლოს ხართ და დაიმსახურეთ, რომ ღვთი-საგან გვირგვინები მიიღოთ. დღეიდან აღარაფერმა უნდა აღგაშფო-თოთ. თორემ შესაძლოა, ანგელოზმა ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილებს მოგისწროთ და ჯილდოს მოაკლდეთ.-ამის შემდეგ ევლოგიმ და დავრდომილმა მშვიდობიანად იცხოვრეს მხოლოდ თო-თხმეტი დღე. რის შემდეგაც ჯერ ევლოგი გარდაიცვალა, სამი დღის შემდეგ კი მას დავრდომილიც მიჰყვა. ამგვარად, ძმებო, მომთმენნი იყავით. კეთილი საქმე იტვირთეთ, მიიყვანეთ ბოლომდე და ნუ მოუძლურდებით მისდამი, თორემ ჯი-ლდოს დაკარგავთ. არავინ დასდვის ხელი სახვნელსა და ხედ-ავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არს სასუფეველსა ღმრ-თისასა (ლუკ. 9,62). -ამბობს უფალი. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |