მთავარი > რელიგიური ცდომილებანი > ბოროტების სიღრმეში დაცემული ცოდვილების ორი მცდარი შეხედულების შესახებ
ბოროტების სიღრმეში დაცემული ცოდვილების ორი მცდარი შეხედულების შესახებ11-09-2014, 00:01 |
ღირსი მამის თეოდორე სტუდიელი იღუმენის სწავლება, იმისათვის, რომ ღვთის წინაშე აღსრულებულმა საკუთარმა ცოდვებმა სასოწარკვეთილებამდე არ მიგვიყვანოს
ცოდვილები, რომლებიც უფლის წინაშე განსაკუთრებით ღრმად ეცემიან, ძირითადად ორგვარად მსჯელობენ. ისინი ამბობენ: -სულ ერთია, ღმერთი მაინც არ შეგვინდობს და მაინც დაღუპულები ვართ;-მეორენი კი პირიქით ფიქრობენ: -ღმერთი მოწყალეა, ის ყველას შეუნდობს და ჩვენც შეგვინდობს.-ამიტომ გამოსწორებაზე არ ზრუნავენ. როგორ ფიქრობთ, ძმებო, სამართლიანია ერთი ან მეორე მსჯელობა? არა, იცოდეთ, რომ ორივე განსჯა უმართებულოა. და ამას საქმით გაჩვენებთ. აი, პირველ რიგში რას ეუბნება ერთი წმიდა მამა-თეოდორე სტუ-დიელი იღუმენი სასოწარკვეთილ ცოდვილებს: ვერაფერი დააბრკო-ლებს ცხონების მსურველს, თუნდაც იგი მანამდე ბოროტების სიღრ-მემდე იყოს დაცემული, ამ ჭეშმარიტების დამოწმება ბევრს შეუძლია. ამგვარად, ვინმე დავითი ავაზაკების წინამძღოლი იყო, იგი უპირ-ველეს კაცისმკვლელად ითვლებოდა და ყოველგვარი ბოროტებით იყო აღსავსე. მაგრამ, როდესაც შეინანა და ბერად აღიკვეცა, უფალმა არა მხოლოდ შეუნდო მას, არამედ სასწაულმოქმედადაც გამოაჩინა. ასევე იუდეველთა მეფე მანასე ორმოცდათორმეტი წლის განმავლო-ბაში კერპების თაყვანისცემას აიძულებდა იუდეველებს, მაგრამ მაინც ბოლო წლებში შეინანა და ქება აღუვლინა ღმერთს, რისთვისაც დღემდე განადიდებს წმინდა ეკლესია. ასევე მეფე დავითმა, რო-მელმაც სიძვისა და კაცისკვლის ცოდვა აღასრულა, სინანულის შემდეგ წინასწარმეტყველების ნიჭი მიიღო. ამგვარადვე სიძვის ბილწი ვნებით აღსავსე მარიამ მეგვიპტელმა სათნოებების საშუა-ლებით სიწმინდეს მიაღწია და წინასწარმეტყველების უნარი მოი-პოვა. სინანულის მიერ ბევრი სხვა დაცემულიც წამომდგარა. ამიტომ ნურავინ წარიკვეთს სასოს, არამედ სინანულით იღვაწოს და ცხონებას მიაღწევს. ამგვარად მიმართავს სასოწარკვეთილ ცოდვილებს წმინდა მამა, ძმებო: ახლა კი ვისმინოთ, თუ რას ეტყვის იგი მათ, ვინც ამბობენ: -არაფერია, ღმერთი მაინც შეგვინდობს. თუმცა გსმენიათ, რომ ღმერთმა მრავალ ცოდვილს შეუნდო, ნუ იფიქრებთ, რომ ყველა შემთხვევაში შეუნდობს ყველა დაცემულს-ცოდვაში რომ ცხოვრობს. ისინი, ვისზედაც ვსაუბრობდით, ცოდვების დატევების შემდეგ ანგელოზურ ცხოვრებას შეუდგნენ, ხოლო, ვინც ბოლომდე ცოდვაში ცხოვრობენ, მათ საკუთარი სინდისი განსჯით, მარადიულ ცხოვრებაში დაისჯებიან და დაუსრულებელ სასჯელს მიიღებენ. სულთქმა და ცრემლი გვმართებს მათთვის, რადგანაც ვერაფერი შეედრება იმ ტანჯვას, რომელშიც ცოდვილები ჩაცვივ-დებიან თავიანთი შეცოდებების გამო.-ასე მიმართავს წმინდა თეო-დორე მათ, ვისაც დაუჟინია: არაფერია, ღმერთი ყველაფერს შეგვინ-დობსო. აქედან კი რა გამოდის? გამოდის ის, რომ სასტიკად ცდებიან რო-გორც საკუთარი ცხონების მიმართ სასოწარკვეთილი ცოდვილები, ასევე,-ისინი, ვინც შეუნანიებელი და ცოდვილი ცხოვრების მიუხე-დავად უგუნურად იმედოვნებენ ცხონებას და ღვთის გულმოწყა-ლებას. მაგრამ ეს კიდევ არაფერი იქნებოდა, რომ ისინი უბრალოდ ცდებოდნენ. მაგრამ, იცით, ძმებო, რომ გარდა ამ ცდომილებისა, ყველაზე უარესი ისაა, რომ მათი ხვედრი მარადიულ ცხოვრებაში-ასეთ ვითარებაში-მართლაც სავალალო და ცრემლის ღირსი იქნება. რადგანაც რა ელით მათ სიკვდილის შემდგომ? როგორც პავლე მო-ციქული ამბობს, იქ ხდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარი-ტებისათა და მორჩილთა სიცრუისათა - რისხვა და გულისწყ-რომა (რომ. 2,8). ხოლო პეტრე მოციქული წერს: მათ მოიღონ სას-ყიდელი სიცრუისა (2 პეტრ. 2,13). და, ბოლოს და ბოლოს, თავად უფლის სიტყვებისამებრ, ისინი არიან გამზადებულნი შესვლად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა, სადა იგი მატლი მათი არა მოაკლდების და ცეცხლი არა დაშრტების (მარკ. 9, 43-44). და მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა (მათ. 25,30). ჰოი, უფროსადმოწყალეო უფალო, შენი მადლმოსილი ხელით შე-ეხე ცოდვილთა მრუდე გულებს, რომლებზეც ახლა ვსაუბრობდით და განაშორე მათგან სიბნელე გონებისა, გამოიყვანე ისინი შეუნანებ-ლობის, გულის გასასტიკებისა და უგუნურების მდგომარეობიდან! სინანული და ცხოვრების გამოსწორების უნარი მიჰმადლე მათ და ამით იხსენ ისინი, ყოვლადსახიერო უფალო, ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |