მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ტყუილია, თითქოსდა უდაბნოში მოღვაწე წმინდანები წმინდა საიდუმლოს არ ეზიარებოდნენ (სწავლება იმ მრევლისათვის, რომელიც განხეთქილებაში მყოფთა შორის ცხოვრობს)

ტყუილია, თითქოსდა უდაბნოში მოღვაწე წმინდანები წმინდა საიდუმლოს არ ეზიარებოდნენ (სწავლება იმ მრევლისათვის, რომელიც განხეთქილებაში მყოფთა შორის ცხოვრობს)


10-09-2014, 00:01

ტყუილია, თითქოსდა უდაბნოში მოღვაწე წმინდანები წმინდა საიდუმლოს არ ეზიარებოდნენ (სწავლება იმ მრევლისათვის, რომელიც განხეთქილებაში მყოფთა შორის ცხოვრობს)

 

სხენება სამი წმინდა ქალისა, მთებში რომ ცხოვრობდნენ - მონათხრობი მათ შესახებ პავლე მანოვასიის ეპისკოპოსს ეკუთვნის

 

   აღმოსავლეთის ერთ-ერთ მონასტერს ვინმე მოგზაური ეწვია. ერთ-ხელ, როდესაც ეზოში, ხეხილის ჩრდილში მონასტრის იღუმენთან და ძმებთან საუბრობდა, მან შენიშნა, რომ რამოდენიმე ფრინველმა ხიდან მსხმოიარე ტოტები მოამტვრია და გაფრინდა. მის კითხვაზე, თუ იქვე რად არ შეჭამეს ფრინველებმა მოპოვებული ნაყოფი და თან რისთვის წაიღეს, იღუმენმა უპასუხა, რომ ეს მოვლენა უკვე ათ წელზე მეტი იყო ასე მეორდებოდა. თითქოს რაღაც წინათგრძნობით აღსავსე მოგზაურმა იკითხა:

   -იქნებ თქვენთან სადმე-მთებში არიან წმინდანები, რომელთათ-ვისაც მიაქვთ ნაყოფი ამ ჩიტებს?-სწორედ ამ დროს მოფრინდა ყორანი და ნაყოფიანი ტოტი მომატვრია.

   -მოდით, გავყვეთ მათ.-განაგრძო სიტყვა მოგზაურმა. მართლაც გაჰ-ყვნენ და ნახეს, რომ ყორანი ერთ-ერთ გორაზე დაფრინდა, ჯერ მასზე ჩამოჯდა, მერე ნაპრალთან ჩაფრინდა, ტოტი იქ დატოვა და თავად უკან გამოფრინდა. დამკვირვებლები ახლოს მივიდნენ და ნაპრალში ქვა ჩააგდეს. უცებ იქიდან ხმა მოისმა:

   -თუ ქრისტიანები ხართ, ნუ დაგვხოცავთ.

   -ვინ ხართ?-იკითხეს მოსულებმა.

  -ქალები ვართ, სამნი.-მოესმათ პასუხად.-თუ ჩვენი ნახვა გსურთ, სამი სამოსელი ჩამოგვიგდეთ, იმიტომ, რომ შიშვლები ვართ. გორას ქვემოთ დაუყევით და ვიწრო ბილიკზე რომ დადგებით, ჩვენამდე მოგიყვანთ.-ბერები ისე მოიქცნენ, როგორც უთხრეს და ნახეს სამი ქალი, რომელთაგან ერთი ქალბატონი იყო, ორნი კი-მისი მხევლები.

   -ვინ ხარ და საიდან მოხვედი?-ჰკითხა იღუმენმა პირველს.

   -მე სამეფო ქალაქიდან ვარ, სამეფო დიდებულის ცოლი ვარ. -მიუგო მან. - როდესაც დავქვრივდი, ერთი დიდებული ცოდვის ჩადენას მაიძულებდა, მაგრამ რადგანაც სიწმინდის შესარჩუნება მსურდა, გადავწყვიტე, ერი დამეტოვებინა. ამიტომ ვბრძანე, ჩემი ქონება ღატა-კებისთვის დაენაწილებინათ, ღამით ამ ორ მხევალთან ერთად ჩავ-ჯექი გემში, რომლიდანაც სწორედ აქ ჩამოგვსხეს, სადაც ახლა თქვენ მოგვაგენით. უკვე თერთმეტი წელია, რაც ადამიანის სახე არ გვინა-ხავს.

   -ჩემო ქალბატონო, ამდენი ხნის განმავლობაში საიდან გქონდათ საარსებო საჭმელი?-ჰკითხა იღუმენმა.

   -უფალი, თავის ხალხს ორმოცი წლის მანძილზე უდაბნოში რომ ინახავდა, ჩვენც გვიგზავნის საჭმელს.-მიუგო ქალმა.-ფრინველებს სხვადასხვაგვარი ნაყოფი მოჰქონდათ, უფალი გვათბობდა და გვიც-ავდა, ისე, რომ, ზამთარში ყინვა ვერ გვაშინებდა და ზაფხულში-მზის სხივები. აქ ჩვენ ისე ვცხოვრობდით,-როგორც სამოთხეში და დაუდუ-მებლად ვადიდებდით ყოვლადწმინდა სამებას.

   -არ გსურს, რომ ჩვენი ტრაპეზი გაინაწილო?-ჰკითხა იღუმენმა.

   -თუ ისურვებ, ისე მოიქეცი. ბრძანე, რომ ჯერ მღვდელი მოვიდეს, საღვთო ლიტურღია აღასრულოს და წმინდა საიდუმლოსთან გვა-ზიაროს; რადგანაც მას შემდეგ, რაც სამეფო ქალაქი დავტოვეთ, წმინდა ზიარება არ მიგვიღია.-მიუგო წმი-ნდა განდეგილმა.

   იღუმენმა მისი თხოვნა შეასრულა და ღვთისმსახური იხმო. მან აღასრულა საღმრთო ლიტურგია და განდეგილი ქალები აზიარა. იმავე დღეს პირველი მათგანი (ყოფილი ქალბატონი) უფლის წინაშე წარსდგა. მეორე დღეს მას ერთ-ერთი მოახლე მიჰყვა, მესამე დღეს კი მესამეს განისვენა უფლისა მიმართ მშვიდობით. გთხოვთ, ძმებო, ამ მონათხრობში ყურადღება მიაქციოთ, რომ უფალმა აღსრულების წინ განაცხადა მათ ადგილსამყოფელი. განა გასაგები არ არის, რომ მან ეს იმისათვის ინება, რათა წმინდა ძღვენთან ზიარებით ეს ქალები მასთან სამუდამოდ მოზიარედ ექცია ისინი?! უფალს არ სურდა, რომ ქალები წმინდა ძღვენთან მიუახლებლად გადასულიყვნენ მარადიულ ცხოვრებაში. უეჭველია, რომ ზიარების საიდუმლოში მონაწილეობა წმინდანების ცხონებისათვისაც აუცილებელია. და როგორც ვხედავთ, უფალმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, მის გარეშე არ დატოვა ისინი, ვინც უფლის სახელისათვის მწირო-ბდნენ უდაბნოში, მთებში, მწვერვალებზე და მიწის ნაპრალებში. ამაზე უმეტესიც ისმინეთ, ძმებო: რა საოცრად ვლინდებოდა უფლის წყალობა განდეგილებისადმი.

   -მამაო, როგორ და საიდან ეზიარები ხოლმე უდაბნოში ქრისტეს წმინდა საიდუმლოს?-ჰკითხა ერთხელ წმინდა პაფნუტიმ ონოფრე დიდს უდაბნოში. ონოფრემ მიუგო:

   -უფლის ანგელოზი მოდის ხოლმე ჩემთან შაბათობითა და კვირა-ობით და მაზიარებს ქრისტეს წმინდა საიდუმლოს. და განა მხოლოდ ჩემთან მოდის ანგელოზი უფლისა, არამედ ამ უდაბნოს სხვა მოღ-ვაწეებთანაც,-კაცის სახე რომ არ უხილავთ, აზიარებს მათ და გულებს აუწერელი სიხარულით აღუვსებს.

   ჭეშმარიტად! მხოლოდ წმინდა ონოფრეს არ ეცხადებოდა უფლის ანგელოზი-წმინდა ძღვენით. მისაგან უდაბნოს სიღრმეში წასული პაფნუტი უაღრესად კეთილსახოვან, ცხვრის ტყავით შემოსარტყულ ოთხ ყმაწვილს შეხვდა, ისინი უდაბნოდან მოდიოდნენ. წმინდა პაფნუტი ამბობდა:

   -მათი სახეები ისეთი მადლით იყო გაბრწყინებული, რომ ვიფიქრე, ნეტავ ესენი ადამიანები არიან, თუ ზეციდან ჩამოსული ანგელოზები მეთქი.

   პაფნუტიმ მათთან ერთად შვიდი დღე დაჰყო და ბოლოს ჰკითხა:

   -სად ეზიარებით ხოლმე ქრისტე მაცხოვრის უწმინდეს სისხლსა და ხორცს?-მათ კი მიუგეს:

   -ამისთვის შაბათ-კვირას ვიკრიბებით და ღვთისგან მოვლენილი წმინდა ნათლის ანგელოზი გვაზიარებს.

   -დადგა შაბათი,-განაგრძობდა წმინდა პაფნუტი,-და ყმაწვილებმა მითხრეს:

   -მოემზადე, საყვარელო ძმაო, იმიტომ, რომ ახლა ღვთის ანგელოზი მოვა და წმინდა ძღვენს მოაბრძანებს. სიტყვა არც კი დაემთავრე-ბინათ, რომ ჯერგანუცდელი და ენითუთქმელი კეთილსურნელება ვიგრძენი. ვიკითხე, საიდან მოდიოდა ის.

   -ეს წმინდა ანგელოზი გვიახლოვდება და უფლის საიდუმლო ძღვე-ნი მოაქვს.-მიპასუხეს ქრისტეს მონებმა. ყველანი ლოცვად დადექით. მოგვეფინა სასწაულებრივი სინათლე და სიმაღლიდან ელვასავით ჩამომავალი ნათლის ანგელოზი გამოჩნდა. შიშისაგან პირქვე დავემ-ხე, მაგრამ ყმაწვილებმა წამომაყენეს და მიბრძანეს, არ შემშინებოდა. ღვთის ანგელოზი ჩვენს წინაშე უმშვენიერესი ყმაწვილის სახით წარსდგა, შეუძლებელია გამოითქვას მისი სიკეთე. ხელთ ეპყრა წმინდა ბარძიმი-უფლის საიდუმლო ძღვენით. თავდაპირველად მას მიეახლნენ და ეზიარნენ ყმაწვილები, შემდეგ კი მივედი მეც-ცოდვილი და უღირსი-უდიდესი თრთოლვითა და ძრწოლით და ამავე დროს გამოუთქმელი სიხარულითაც და ღირსი შევიქმენი, რომ წმინდა საიდუმლოს ვზიარებოდი. ზიარების შემდგომ ანგელოზმა დაგვლოცა და ჩვენს თვალთა წინაშე ცად აღვიდა. ჩვენ ქვე დავემ-ხეთ და ამ გამოუთქმელი წყალობისათვის მადლობა შევწირეთ უფალს. ჩვენი გულები უდიდესმა სიხარულმა აღავსო. ბედნიერებით სავსეს მეგონა, რომ დედამიწაზე კი არა, ზეცაში ვიმყოფებოდი.

   და ყოველივე ამის შემდეგ, ძმებო, განა შეიძლება, ვერწმუნოთ განდგომილებს, რომელბიც თავადაც წარწყმედის გზაზე დგებიან იმით, რომ უარყოფენ წმინდა საიდუმლოსთან ზიარებას და მასთან ჩვენც განსაშორებლადაც ამბობენ, თითქოსდა მეუდაბნოე მოღვაწეები უზიარებლად ცხოვრობდნენ და ცხონდნენ, აქედან გამომდინარე კი თითქოსდა ჩვენთვისაც შესაძლებელი იყოს უამისოდ ცხონება?! თავადაც ხედავთ, რომ ისინი ცრუობენ, ამიტომ ნუ მოუსმენთ და ნუ ერწმუნებით მათ. წმინდა მამები არც მათგვარად იქცეოდნენ და არც იმას გვასწავლიან წმინდა ზიარების შესახებ, რასაც ისინი ქადაგებენ. ისინი ხომ თავადაც ყოველთვის ეზიარებოდნენ და ჩვენც გვმოძღვ-რავდნენ, რომ ცხონებისათვის წმინდა ძღენთან ზიარება აუცილებე-ლია. განა შეიძლება, რომ გარდა სრულიად უგონო და უგრძნობი ადამიანისა, ვინმემ უარყოს ეს საშინელი საიდუმლო ღვთისა?!- კით-ხულობს წმინდა იოანე ოქროპირი. წმინდა კირილე ალექსანდრიელი ამბობს: ვინც წმინდა ეკლესიასა და ზიარებას განაგდებს, ის ღვთის მტერია და ეშმაკის მეგობარი. ყრმა ჩჩვილ ღელვა-ატეხილ და მი-მოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცთაითა და ზაკულებითა მანქანებითა მის მიმართ საცთუ-რებისა (ეფ. 4,14). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება