მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > დარიგება ცოდვილის მოქცევის მსურველს

დარიგება ცოდვილის მოქცევის მსურველს


9-09-2014, 00:01

დარიგება ცოდვილის მოქცევის მსურველს

 

სიტყვებიდან განუკითხველობისა და ცოდვილთა შეწყალების შესახებ

 

   ძმებო, ამ ბოლო დროს თქვენგან ხშირად მესმის ხოლმე ამგვარი სიტყვები:

   -აი, შენ ხშირად გვეუბნები ხოლმე, რომ მოყვასს სიკეთე ვასწა-ვლოთ. მაგრამ, რა ვქნათ, თუკი ის ყურს არ გვიგდებს? არა მარტო ყურს არ გვიგდებს, არამედ ხშირად დაცინვითა და ჩხუბით გვპასუ-ხობს. განა ცუდი ადამიანისათვის შესაძლებელია რაიმეს სწავლება?

   ყურადღებით მომისმინეთ, რას გეტყვით ამაზე:

   როდესაც იესო ქრისტე თავის მოციქულებს საქადაგებლად აგზავ-ნიდა, სხვათა შორის მათ ასეთი დარიგება მისცა: იყუენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი და უმანკონი, ვითარცა ტრედნი (მათ. 10,16). ეს დარიგება ეხება ყველა ჩვენგანს, ვისაც ცოდვილის მცდარი გზისაგან მოქცევა სურს. სულიერად დაავადებული ადამია-ნების მოქცევის საქმეში დიდი სიფრთხილე, მოთმინება სიმშვიდე, სულიერი კეთილგონიერებაა საჭირო. ისევე, როგორც სხეულის ექიმი, როდესაც დარწმუნდება, რომ სნეულის განსაკურნებლად სხეულის რომელიმე ნაწილის მოკვეთაა საჭირო, ჯერ ტანჯულის დამშვიდებასა და დროებით მისი ყურადღების სხვა საგანზე გადატანას ცდილობს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგება საქმეს. ასევე სულიერი ექიმიც, თუკი ცოდვილის სულის განკურნება სურს, თავდაპირველად ზოგჯერ არც უნდა იყოს მისი ცუდი ქცევების მკაცრი მსაჯული და მწარედ მამხილებელი. სხვაგვარად, ყოველგვარი საუბარი ორმხრივი უკმაყოფილებით დამთავრდება და არანაირ სარგებლობას არ მოი-ტანს.

   ერთხელ იმ მონასტრის ძმებმა, სადაც ამბა ამონი იყო იღუმენი, ერთ-ერთი ძმა უმძიმეს ცოდვაში დაადანაშაულეს და იღუმენისაგან მოითხოვეს, რომ ისიც პირადად დარწმუნებულიყო ძმის ცოდვაში. ბერის დანაშაულში უამოსიდაც დაჯერებულმა წმ. ამონმა, რომელსაც ამავე დროს კარგად ესმოდა, რომ ცოდვილს სიმიშვიდითა და თა-ნაგრძნობით უფრო მიიყვანდა სინანულსა და გამოსწორებასთან, განგებ დამალა საგანი, ძმის დანასაულს რომ ამხელდა, მან განუტევა ბრალმდებლები და მშვიდად უთხრა ცოდვილს:

   -ძმაო, საკუთარ სულზე იზრუნე!

   ამონის ამ საოცარი შემწყნარებლობით გულაჩუყებულ ბერს სული ლმობიერებით აევსო, ცოდვა მთელი გულით მოინანია და მას შემ-დეგ ახალი, ღვთისმოსაური ცხოვრება დაიწყო. ამგვარად, სიმშვიდე, გულმოწყალება და შემწყნარებლობა ცოდვის ჭრილობების ყველაზე უკეთესი მკურნალი წამლებია.

   მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაშიც კი ცოდვილი-საგან უსიამოვნებების მეტი არაფერი მიიღო. აბა, რა უნდა ქნათ, განა მაშინათვე აღშფოთების გამოხატვა გმართებთ?! არავითარ შემთხვე-ვაში! თქვენი მისამართით გამოთქმული ყოველი უხეში სიტყვა და თვით შეურაცხმყოფელი ქმედებაც კი, რომელსაც სიკეთის სანაცვ-ლოდ იღებთ, ღვაწლად შეგერაცხებათ. ქრისტეს სახელისათვის აღსრულებული ღვაწლი კი ჯილდოს გარეშე არასოდეს დარჩება. განა მხოლოდ ქადაგებისა და ქვეყნიერებაზე სახარების გავრცელების გამო ამაღლდნენ ღვთის მიერ სხვა წმინდანებზე უმეტესად მოციქულები?! მხოლოდ ამიტომ არა! არამედ იმიტომაც, რომ ქადაგებისას მათ დაცინვა, ლანძღვა, პატიმრობა, დილეგი და ჭრილობები დაითმინეს. მაცხოვარი ამბობს: ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ და თქუან ყოველი სიტყუა ბოროტი თქუენდა მომართ სიცრულით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყ-ვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა (მათ. 5, 11-12).

   დაბოლოს, ნურანაირად ნუ შეგაშფოთებთ ის ამბავიც, რომ თუმცა ადამიანისათვის სიკეთე გსურთ, მასზე თქვენი სიტყვები არანაირად არ მოქმედებს. ქრისტეს სახელით მოყვასისათვის ნათქვამი კეთილი, მაცხოვნებელი სიტყვა არასოდეს იკარგება, არამედ, ადრე თუ გვიან-ოდესმე მაინც გამოიღებს თავის ნაყოფს. განა მაშინ, როდესაც მიწაში მარცვალს ჩათესავთ, ელით ხოლმე, რომ ის მეორე დღესვე მოგცემთ მოსავალს?! რა თქმა უნდა, არა! ასევეა თქვენი კეთილი სიტყვაც. ვთქვათ და, დღეს ყური არ გიგდოთ ცოდვილმა, მაგრამ ადვილი მოსალოდნელია, რომ მან ორიოდე დღის, ან ერთი კვირის, ან სულაც თვეების შემდეგ გაიხსენოს თქვენი სიტყვები, ამ სიტყვებმა გული მოულბონ და ცხოვრების გამოსწორებას შეეცადოს. მოყვასისათვის მისდა სასიკეთოდ ნათქვამი კეთილი, მაცხოვნებელი სიტყვა ყოველ-თვის ღვთის მადლით არის აღსავსე. ხოლო ღვთის მადლი ეს ისეთი ძალაა, რომელსაც ყოველთა ცხონება ძალუძთ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება