მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > უსწავლელებსა და მონასტრის კედლებს გარეთ მცხოვრებთათვისაც შესაძლებელია ცხონება
უსწავლელებსა და მონასტრის კედლებს გარეთ მცხოვრებთათვისაც შესაძლებელია ცხონება8-09-2014, 00:01 |
ზოგიერთი ქრისტიანი ფიქრობს, რომ ცხონებისათვის ან მონას-ტერში წასვლაა აუცილებელი, ანდა-საღვთო კანონების ბოლომდე შე-სწავლა. ამათ გარეშე კი ცხონება სრულიად შეუძლებელია. ასეთი ადამიანები შემცდარნი არიან. რა თქმა უნდა, ერთი ცხადია, რომ მონასტერში გაცილებით ადვილია ცხონება, ვიდრე-ერში, ისიც ჭეშ-მარიტებაა, რომ ქრისტიანმა საღვთო სჯული უნდა იცოდეს. მაგრამ, თუ გარემოებათა გამო ადამიანს არც მონასტერში შეუძლია წასვლა და არც-საღვთო სჯულის შესწავლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ცხონება შეუძლებელია. პირიქით, მაგალითებით მტკიცდება, რომ სრულიად გაუნათლებელმა და მონასტრის გარეთ მცხოვრებმა ადამი-ანებმაც უდიდესი საღვთო მადლი მოიხვეჭეს და მასთან განსა-კუთრებული სიახლოვე მოიპოვეს. ამან კი იმ ჭეშმარიტებაში უნდა დაგვარწმუნოს, რომ როგორც უსწავლელთათვის, ისე ერისკაცთათვის შესაძლებელია ცხონება. ოდესღაც კვიპროსის ქვეყანაში გვალვა იდგა და ამ მხარის ეპის-კოპოსი მხურვალედ ევედრა უფალს, რომ მიწისათვის წვიმა მოეცა. ღმერთს ესმა ლოცვა და მაღლით ხმამ აუწყა მას, რომ მეორე დღეს ქალაქის კარიბჭესთან გასულიყო და ვისაც კარში შემავალს პირველს დაინახავდა, მისთვის ეთხოვა წვიმის მოსვლისათვის ელოცა. როდე-საც ეს ადამიანი ილოცებდა, სწორედ მაშინ მოსცემდა ღმერთი წვიმას ქვეყანას. ეპისკოპოსმა ბრძანება აღასრულა: მეორე დღეს კრებულთან ერთად სახლიდან გავიდა და ქალაქის შესასვლელთან დაჯდა. კარ-თან პირველად გამოჩნდა ბერი, რომელსაც შეშის შეკვრა მოჰქონდა. ეპისკოპოსმა შეაჩერა იგი და უთხრა: -ამბა, გთხოვ, ილოცე, რომ უფალმა დედამიწას წვიმა მოუვლინოს.-ბერი შეეცადა, საკუთარი უღირსება წარმოეჩინა, მაგრამ ეპისკოპოსი დიდი გულმოდგინებით სთხოვდა მას ლოცვას. მაშინ ბერმა მღვდე-ლმთავართან შეპასუხება ვეღარ გაბედა, მუხლი მოიდრიკა და ლოც-ვას შეუდგა. და რა?! მალე ყველას გასაოცრად ნამდვილად წამოვიდა წვიმა. ამის შემდეგ ეპისკოპოსმა ბერს სთხოვა: -მამაო, ქენი სიკეთე და ყოველი ჩვენგანის სულის სარგებლად გვი-ამბე შენი ცხოვრების ამბავი, რათა ჩვენც მოგბაძოთ. ბერმა კი მიუგო: -მაპატიე, ჩემო ბატონო, მაგრამ მე ცოდვილი ადამიანი ვარ და ერ-თი კეთილი საქმეც კი არ მიქნია, ამაოებით გავლიე ჩემი დღენი, ყოველი დღე იმით იწყება, რომ შეშის მოსაგროვებლად მივდივარ, მერე მას ქალაქში ვყიდი, რომ საარსებო პური მქონდეს, შემდეგ ეკლე-სიაში მივდივარ და ღამესაც მის სიახლოვეს ვათევ. დილით ისევ შეშის შესაგროვებლად ვემზადები. ზოგჯერ, როდესაც ერთი-ორი დღით ამინდი მიშლის ხელს, ამ დროს ვშიმშილობ და ღმერთს ვადიდებ. მერე კი, როცა გამოიდარებს, კვლავ ჩემს საქმეს შევუდ-გები. -მისი სიტყვები რომ მოისმინეს, ეპისკოპოსმა და მისმა თანმხ-ლებებმა ადიდეს ღმერთი-ბერისათვის ამგვარი სიმდაბლისა და მოთ-მინების მიმნიჭებელი-და უთხრეს მას: -ჭეშმარიტად აღგისრულებია შენ სიტყვები წერილისა: მწირ ვარ მე ქუეყანასა ზედა. შემდეგ ეპისკოპოსმა თავისთან წაიყვანა ეს ბერი და არჩენდა და იფარავდა მას სიკვდილამდე. ახლა ხედავთ, ძმებო, რომ ამ ბერმა, რომელიც არც მონასტერში ცხო-ვრობდა და არც ნასწავლი იყო, ესოდენი მადლი მოიხვეჭა ღვთისა-გან, რომ სასწაულმოქმედების ნიჭითაც კი დაჯილდოვდა. ეს უეჭვე-ლია, დაგარწმუნებთ, რომ ცხონება უსწავლელთა და მონასტრის გარეთ მცხოვრებთათვისაც შესაძლებელია. ამიტომ ნუ იტყვით, რომ მხოლოდ მონასტერში ყოფნით მოიხვეჭება სასუფეველი. ანდა-მთე-ლი საღვთო სჯულის შესწავლით. ღმერთი, როგორც ხედავთ, ყრმათა პირიდანაც კი შეიწირავს ქებას და მის მიერი ცხონების მოპოვება ნებისმიერ ადგილას შესაძლებელია. ამიტომაც, თუკი თქვენ ზემო-ხსენებული ბერივით უსწავლელნი ან ერში მცხოვრებნი ხართ, გულის უბრალოება გაცხონებთ. მთელი გულით გიყვარდეთ ღმერთი, იღვა-წეთ, ილოცეთ, მდაბალნი და მომთმენნი იყავით და თქვენი ცხონება უეჭველი იქნება.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |