მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > როგორ მივაღწიოთ საუკუნო ნეტარებას?!

როგორ მივაღწიოთ საუკუნო ნეტარებას?!


7-09-2014, 00:01

როგორ მივაღწიოთ საუკუნო ნეტარებას?!

 

ლიმონარიდან - მოღვაწეობის შესახებ

 

   ერთხელ ბერი ათანასე ჰყვებოდა: აზრად მომივიდა, ნეტავ რა ელით საკუთარი ცხონებისათვის ამ ქვეყნად მოღვაწეთ მეთქი. ამ აზრმა რაღაცნაირი აღტაცება მომგვარა. ამ დროს ვიღაც მოვიდა ჩემ-თან და მითხრა:

   -გამომყევი. -მიმიყვანა რაღაც საოცარ, სინათლით სავსე ადგილას და ისეთი ულამაზესი კარის წინაშე დამაყენა, რომ მისი აღწერა შეუძლებელია. გავიგონე, რომ კარს მიღმა ხალხის სიმრავლე შეკრე-ბილიყო და დაუდუმებლად ადიდებდა ღმერთს. ჭეშმარიტად, ძმებო, საოცარი, გამოუთქმელი ცხოვრებაა ცათა სასუფეველში! იქ ზეციური მამის მეუფებაში ადამიანები მზესავით ბრწყინავენ (მათ. 13,43). იქ მათთვის სიხარული და მშვიდობაა სულიწმინდის მიერ (რომ. 14,17). იქ ისინი უფალს ემსახურებიან და მის სახეს ჭვრეტენ. იქ არც ღამეა და ამიტომ არც ჩირაღდნებია საჭირო და არც მზის შუქი, რადგანაც უფალი განანათლებს მათ (გამოცხ. 22, 3-5). იქ ბოლოს და ბოლოს, ისეთი სიკეთე და სიხარული არსებობს, რომელსაც აქ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ (1 კორ. 2,9).

   ამ ცხოვრებაში შემყვანებელი საოცარი კარი გამოუთქმელად ნეტა-რია და თავადაა ცხოვრება. მაგრამ ვინ შევა მასში? ამ კითხვაზე იგივე ბერი ათანასე გვიპასუხებს; აბა ისმინეთ, რას ამბობს იგი შემდეგ თა-ვის მონათხრობში: როდესაც ჩვენ (ანუ თავად მან და მისმა თანამ-გზავრმა) კარზე კაკუნი დავიწყეთ-იმ მიზნით, რომ მასში შევსული-ყავით, ვიღაცამ შიგნიდან იკითხა:

   -რა გსურთ?-ჩემმა მეგზურმა უპასუხა:

  -ჩვენ ამ კარში შემოსვლა გვინდა.-შიგნიდან გამომავალი ხმა კვლავ გაგვეპასუხა:

   -ვერცერთი უდები ვერ შემოაღწევს აქ. მაგრამ, თუ შემოსვლა ნამდ-ვილად გსურთ, წადით და იღვაწეთ და მიწიერ სიკეთეზე ნუღარ იფ-იქრებთ.

   ამგვარად, ძმებო, როგორც ხედავთ, სამოთხეში მოსახვედრად იმ ღვაწლის აღსრულებაა საჭირო, რომელიც თავად უფლის მიერ სახა-რებაშია ნახსენები, ასევე-განრიდება ყოველგვარი სურვილისაგან, რაც ღვთისა და ჩვენი ჭეშმარიტი დანიშნულების დავიწყებისაკენ გვიბ-იძგებს. ცათა სასუფეველი იიძულების. და მხოლოდ რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი (მათ. 11,12). -ამბობს სიტყვა ღვთისა. ამიტომ გამუდმებით სიმხნით იღვაწეთ და იბრძოლეთ თქვენივე ცხონებისათვის, ამა სოფლის საცდურსა და განსაცდელებს ნუ დანებდებით, უფლის მცნებათა მიხედვით იმოქმედეთ და სასუ-ფევლის კარი განგეღებათ თქუენ. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.


უკან დაბრუნება