მთავარი > ახალი ამბები > პატრიარქის განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით

პატრიარქის განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით


30-04-2014, 07:50

პატრიარქის განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით

 

   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარლამენტს მი-მართავს გადადოს კანონპროექტის "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" მოცემული სახით მიღება.

   ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატ-რიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

   განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტში ამ-ჟამად განიხილება კანონპროექტი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ". განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკლესია მიუღებლად მიიჩნევს ძალადობასა და დისკრიმინაციას, რადგან ქრისტიანული რელიგია სიყვარულის რელიგიაა და მისი სწავლება სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.

   "ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კი კონსტიტუციაში არარსებული ცნება "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებ-ლობით. ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩ-ნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ან-ტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ის ამ ცოდვის პროპა-განდად და დაკანონებად", - აღნიშნულია განცხადებაში.

   ამასთან, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოების აზრით, ეს კანონპროექტი იწვევს ყველა რელიგიის აღიარებული ძირითადი თეორიის ეჭვქვეშ დაყენებას. ეს კი, თავის მხრივ საზო-გადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის საშიშროებას ქმნის.

   "ევროკავშირი წარმოადგენს განსხვავებული ერებისა და რელიგი-ების გამაერთიანებელ მრავალფეროვან სივრცეს, რომელიც აცხადებს, რომ აღიარებს სხვადასხვა ხალხების კულტურასა და ტრადიციებს, საქართველოსთან მიმართებაშიც მზად არის გაითვალისწინოს და პატივი სცეს ჩვენს ფასეულობებს. აღნიშნული კანონპროექტის მოთხოვნები ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება", - ნათქვამია განცხადე-ბაში.

   განცხადების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, გადადოს კანონ-პროექტის მოცემული სახით მიღება, უზრუნველყოს ეკლესიისა და ფართო საზოგადოების ჩართულობა მის განხილვაში, რათა მიიღწეს შეთანხმება და ნაჩქარევმა ქმედებამ უარყოფითად არ იმოქმედოს ევროპისაკენ ქვეყნის სწრაფვაზე.

   განხილვების დაწყების შემთხვევაში საპატრიარქო მზადაა ითა-ნამშრომლოს დაინტერესებულ მხარეებთან.


უკან დაბრუნება