მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის გულმოწყალებას დაამარცხებს
არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის გულმოწყალებას დაამარცხებს6-09-2014, 00:01 |
მონათხრობი ღირსი მამის დავითის ცხოვრებიდან-წარსულში ავაზაკი რომ იყო
საბედნიეროდ იშვიათად, მაგრამ მაინც ვხვდებით ადამიანებს, სა-კუთარ ცოდვათა სიმრავლე რომ იციან, ფიქრობენ, რომ ღმერთი მათ არ შეუნდობთ, რადგან ასე ჰგონიათ, უფრო და უფრო ღრმად ტოპავენ სიღრმეში და საკუთარი ცხონებისადმი სრულ დაუდევრობას იჩენენ. ძმებო, ამ ცოდვას სასოწარკვეთილების ცოდვა ეწოდება! ის ცოდვა-თაგან უმძიმესია და კაცს უეჭველად წარწყმედამდე მიიყვანს. რო-გორი ცოდვილიც უნდა იყოს, ნურავინ ნურასდროს წარიკვეთს სასოს ცხონებასთან მიმართებაში და სასწრაფოდ სინანულით მიმართოს უფალს. უმძიმესია შენი ცოდვები, მაგრამ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ძალმოსილია, რომ მთელი ქვეყნიერების ცოდვები აღხოცოს. აურაც-ხელია შენი ცოდვები, მაგრამ მონანული ცოდვილის მიმართ ღვთის გულმოწყალებაც უსაზღვროა. დამიჯერეთ, რომ უამრავი ღვთისაკენ მოქცეული ბოროტმოქმედი ღვთის მსახურად იქცა და სიცოცხლეშივე სასწაულმოქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. მრავალი მეძავი და სხვა უდიდესი მონანული ცოდვილი ნეტარებს ახლა ზეციური მამის სავანეებში! არ მსურს, თქვენი ყურადღება იმ აურაცხელი მაგალი-თების სიმრავლით გადავღალო, ჩემი სიტყვების დასტურად რომ გა-მოდგებოდა, მხოლოდ ერთს გიამბობთ, რომელიც ღირს მამა დავითს ეხება. იგი ავაზაკი იყო. ბევრი ბოროტება აღასრულა და უამრავი მკვლე-ლობა ჩაიდინა. როგორც ცხოვრების აღმწერელი მოგვითხრობს: არა-ვინ იყო მასზე უბოროტესი. ერთხელ, როდესაც მეგობრებთან ერთად მთებში ისვენებდა და თავის ცხოვრებას განსჯიდა, იგი შეაძრწუნა საკუთარმა ბოროტმა საქმეებმა, შეინანა და გადაწყვიტა, დარჩენილი სიცოცხლე ღვთის მსახურებისათვის მიეძღვნა. თანამზრახველები მიატოვა, მონასტერში მივიდა და მეკარეს სთხოვა, იღუმენისათვის მოეხსენებინა, რომ მას ბერობა სურდა. იღუმენმა მასთან გამოსვლა არ დააყოვნა და რადგანაც იფიქრა, რომ იგი უკვე მოხუცებულია და ბერული ღვაწლის ტვირთვას ვერ შეძლებს, უარის თქმას აპირებდა. დავითი მთელი გულით ევედრებოდა, მაგრამ საბოლოოდ იღუმენმა მაინც უარი უთხრა. ამით გამწარებულმა დავითმა შეჰყვირა: -იცი კი, ვინ ვარ მე, მამაო? მე დავითი ვარ, ავაზაკების მეთაური. თუ არ მიმიღებ, გეფიცები, რომ კვლავ ჩემს საქმეებს დავუბრუნდები, აქ ჩემს ამხანაგებს მოვიყვან, შენს მონასტერს დავარბევ, ცოცხალს არავის დავტოვებ. - ამის გაგონებაზე იღუმენმა გადაწყვიტა მისი მი-ღება და მონაზვნად აღკვეცით ანგელოზებრივი სახით მისი შემოსვა. და, რა მოხდა შემდეგ?! მის ცხოვრებაში ნათქვამია, რომ შემდეგ და-ვითმა თავშეკავებითა და სიმდაბლით ცხოვრება დაიწყო, მთელ მონასტერში სულ სამოცდაათი ბერი იყი და მხოლოდ მას-სენაკში განმარტოებულს გამოეცხადა ანგელოზი პირისპირ და უთხრა: -დავით, დავით, მოგიტევა შენ უფალმა და დღეიდან სასწაულებს აღასრულებ.-შემდეგ დავითმა მრავალი სასწაული ქმნა: ბრმებს თვა-ლი აუხილა, კოჭლებს სიარული დააწყებინა და ეშმაკეულები განკუ-რნა. ძმებო, ესოდენ დიდი და გამოუთქმელია მოწყალება ღვთისა-მონა-ნული ცოდვილის მიმართ! ამიერიდან ვისწავლოთ, რომ არ უნდა შესუსტდეს ღვთის სასოება ჩვენში, არამედ ცოდვით დაცემისთანავე სინანულის ცრემლით, გუ-ლწრფელი სინანულით და ცხოვრების გამოსწორების მტკიცე აღთქ-მით მივმართოთ უფალს, და იგი-ყოვლადსახიერი აღხოცს უსჯულო-ებას ჩვენსას, როგორი მძიმეც უნდა იყოს ის. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |