მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > რასაც ღმერთს ვაძლევთ, ის ასმაგად დაგვიბრუნდება, არა მხოლოდ მომავალ, არამედ-ამჟამინდელ ცხოვრებაშიც

რასაც ღმერთს ვაძლევთ, ის ასმაგად დაგვიბრუნდება, არა მხოლოდ მომავალ, არამედ-ამჟამინდელ ცხოვრებაშიც


5-09-2014, 07:06

რასაც ღმერთს ვაძლევთ, ის ასმაგად დაგვიბრუნდება, არა მხოლოდ მომავალ, არამედ-ამჟამინდელ ცხოვრებაშიც

 

სიტყვა ყმაწვილზე, რომელმაც პატრიკიოსს ჯვარი გამოუჭედა და მასზე თავისი ათი ოქრო დახარჯა

 

   უეჭველია, რომ ყოველივე ის, რასაც ღმერთს შევწირავთ, მომავალ ცხოვრებაში სამწილად მოგვეზღვევა. მაგალითად უფალი მდიდარ ახალგაზრდას ეუბნება:წადი განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა (მათ. 19,21). ამავე ჭეშმარიტებას გვიცხადებს იაკობ მოციქული სიტყვებით-მოწყალება განდიდდება სამსჯავროზე (იაკ. 2,13). დაბოლოს, ამასვე მოწმობს თავად პავლე მოციქული, რომელიც მოწაფეებს მოუწოდებს, მივიდ-ნენ მდიდრებთან და უქადაგონ, რომ აღასრულებდნენ კეთილსა საქმედ, რათა ამ საქმეთა საშუალებით მიემთხვივნენ (1 ტიმ. 17-19). მაგრამ ჩნდება კითხვა: ღვთისთვის შეწირული მსხვერპლისათვის ჯილდო აქვე-ამქვეყნიურ ცხოვრებაში თუ მოგველის? უნდა ვიმედო-ვნებდეთ თუ არა, რომ ჩვენს მიერ გაღებული აქვე, ამქვეყნად დაგვი-ბრუნდება? იმას, რასაც ღმერთს მივუძღვნით, აქვე მივიღებთ? ამ კით-ხვებზე პასუხი მაგალითების საშუალებით მივიღოთ.

   ერთი ჭაბუკი ოქროსაგან სხვადასხვა ნივთების კეთების ხელოვ-ნების ნიჭით გამოირჩეოდა. ერთმა მდიდარმა ბატონმა იგი თავისთან იხმო, აურაცხელი ოქრო მისცა და უბრძანა, ეკლესიისთვის ჯვარი გაე-კეთებინა. მდიდრის სახლიდან შინ დაბრუნებული ჭაბუკი დაფიქრდა და საკუთარ თავს უთხრა: ასეთ უხვად შემოწირული ოქროსათვის ეს ბატონი ღვთისაგან უდიდეს ჯილდოს მიიღებს, და ამ ჯილდოს მო-ზიარე რად არ უნდა გავხდე მეც?! ავიღებ, ჩემს მცირეოდენ ოქროს დავამატებ ამ ჯვარს და იმედი მექნება, რომ უფალი ისე მიიღებს მას, როგორც სახარებისეული ქვრივის ორი ლეპტა შეწირა მსხვერპლად. მან ჯვრის კეთებას თავისი ათი ოქროც მოახმარა. ჯვრის გამოჭედვა რომ დაამთავრა, ყმაწვილმა ის ბატონს მიუტანა. მან ჯვარი აწონა, როდესაც ნახა, რომ წონა მის მიერ გაღებულ ოქროს აღემატებოდა, ყმაწვილი ოქროს ქურდობაში დაადანაშაულა და უთხრა:

   -რატომ მომპარე ოქრო და ის რაღაც სხვა მეტალით რად შეცვალე?

   -გულთამხილავმა უფალმა უწყის, რომ შენი ოქროდან მისხალიც კი არ მიმითვისებია, მხოლოდ ამ ჯილდოს შურმა შემიპყრო, შენ რომ მიგელის და მოვინდომე, მისი მოზიარე თავადაც ვყოფილიყავი, ამიტომ ჩემი მხრიდან მის კეთებას ათი ოქრო მოვახმარე, რადგან მჯერა, რომ მათ უფალი სახარებისეული ქვრივის ორი ლეპტის და-რად შეიწირავს, ამის გაგონებამ ბატონი გააოცა და ყმაწვილს უთხრა:

   -შვილო, ნუთუ ნამდვილად ასე ჰქმენ?

   -დიახ, ბატონო, როგორც გიამბე, სწორედ ისე მოვიქეცი.-მიუგო ყმა-წვილმა. მაშინ ბატონმა შესძახა:

   -თუკი ღვთის სიყვარულით მართლაც მოიმოქმედე ეს საქმე, რათა მარადიულ ცხოვრებაში ჩემთან ერთად მიგეღო აღთქმული, მაშინ დღეიდანვე გიშვილებ და ჩემი მამულის მემკვიდრედ დაგადგენ. ამ ბატონს სიტყვის შესრულება არ დაუყოვნებია. რადგანაც, როგორც ამბიდან ვგებულობთ, მანაც და ყმაწვილმაც სიყვარულითა და მშვი-დობით განვლეს ცხოვრება და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრეს.

   ამგვარად, ღმერთი მისთვის შეწირულ მსხვერპლს მხოლოდ მარა-დიულ ცხოვრებაში კი არ გვიბრუნებს, არამედ,-აქვე. ასე აჯილდოებს იგი მოწყალეთ და მათზე თავისი საოცარი გულმოწყალების სასწაუ-ლებს აღასრულებს. და არაერთი მაგალითი ადასტურებს ამ ჭეშმარი-ტებას. ამგვარად ვიცით, რომ ტობითამ აურაცხელი მსხვერპლი შეს-წირა უფალს, მან სამაგიეროდ მისი ვაჟი ასმადეა გაათავისუფლა, თავად მას კი თვალისჩინი, სიმდიდრე და მშვიდი ცხოვრება მიჰ-მადლა. ღვთისათვის შეიკედლა სერაპტელმა ქალმა ილია-შიმშილო-ბისას; ლუკმას უნაწილებდა მას და ამიტომ (1 მეფ. 17,16). დაბოლოს, დავითიც ამბობს, რომ მან სიბერემდე მიაღწია, მაგრამ არ უნახავს მივიწყებული მართალი და დამდაბლებული იქამდე, რომ ის პურის მთხოველად გადაქცეულიყო (ფს. 36, 25-26). ეს მაგალითებიც მეტად დამაჯერებლად მოჩანს. სწორედ ამიტომ, აქ მოხმობილი ისტორიები-დან ვირწმუნოთ, ძმებო, ზემოხსენებული ჭეშმარიტება და დასკვნით სიტყვაზე შევჩერდებით: მთელი სულით ვისურვოთ, რომ არ დაგე-ნანოთ ყოველგვარი სიკეთე, რაც გაქვთ და მისცეთ ღმერთს, იქნება ის მოწყალება, თუ უბედურთა თანაგრძნობა. ცრემლი შეუშროთ ქვრივსა და ობოლს, და ამ მსხვერპლისა და მოწყალების მიერ თავად თქვენ ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე გაკურთხებს უფალი, ყველა შენს საქმეში და ნაამაგარში (2 სჯ.). და მომავალშიც მარადიული საფარ-ველის ქვეშ დაგავანებს. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება