მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > ჩვენ წყვდიადისა გვწამს? - წმიდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩი

ჩვენ წყვდიადისა გვწამს? - წმიდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩი


17-03-2016, 00:05

 

"რამეთუ ღმე­რთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთი" (1 იოან; 1,5)
 
   ბატონებო, ჩვენ გვწამს ღვთი­სა, თუმცა ჩვენი მოწინააღმდეგენი წყვდიადის რწმენას დაგვ­წამებენ. როგორ? - ვუპასუხებთ გაკვირ­ვე­ბულნი - ჩვენ ხომ ღმერთი სწორედ იმიტომ ვიწამეთ, რომ ნათელი გვწყუროდა? მაშ რატომ ამბობთ, რომ წყვდიადისა გვწამს? იქნებ ჩვენმა ოპონენტებმა სესხად მოგვცენ ნათელი, რომლითაც თავად ცხოვრობენ? ისინი თანახმა არიან გვიწილადონ ნათელი, რათა გავფანტოთ შავ - ბნელი აზრები, და გვთავაზობენ ნათლის გა-ნმარტებას: "არ არსებობს არც ღმერთი, არც ღმერთები, არ­სე­ბობს მხოლოდ ბუნება და მისი კანონები. ჩვენ ვსწავლობთ ბუნებას და ბუნების კანონი ჩვენთვის სულ უფრო გასაგები ხდება: სხვადასხვა მეცნიერებების დახმა­რე­ბით ჩვენ ბუნებითი კანონების სისტემატი-ზაცია მოვახ­დინეთ და, სადაც არ უნდა მივ­დი­ო­დეთ, წინ ჩირაღდნის მსგავსად გამუდმებით მიგვიძღვის მეცნიერება. იგი გვინათებს გზას და სწორ მიმართულებას გვაძლევს ყოველგვარი დაცე­მისა და გზა-აბნეულობის გარეშე.
   მაგალითად, თუ ზღვის შესწავლა გვინდა, მეცნიერებას მოვიშვე-ლიებთ და იგი ყოველგვარ კითხვაზე გაგვცემს პასუხს; 
   თუ მიწის რესურსების გამოძიება გვსურს, ჩვენს ხელთაა გეოლოგია და მინერალოგია;
   თუ მცენარეული სამყარო გვაინტერესებს, ჩვენ მოვუსმენთ ბოტა-ნიკოსებსა და ქიმიკოსებს.
   ციური სამყაროს შესწავლა თუ დაგ­ვჭი­რდა, ასტრონომიას მივმა-რთავთ და არა აპოლონსა და ვენერას;
   ჭექა-ქუხილის შესწავლა თუ დაგვჭირდა, ფიზიკას მოვიშველიებთ და არა იუპიტერსა და პერუნს;
   და ეს იმიტომ, რომ მეცნიერებამ ბუ­ნე­ბი­დან განდევნა ღმერთები, რწმენის ნაცვლად კი ცოდნის დრო დადგა.
   აი, რატომაა ჩვენი მეცნიერება ნათელი, თქვენი რწმენა კი - წყვდი-ადი".
   ასე გვესაუბრებიან ჩვენი მოწინააღმდე­გე­ნი, ჩვენ კი, განცვიფრ-ებულნი, შემდეგს ვპა­სუხობთ: "ჩვენც ხომ გვაქვს ნათელი, რომლითაც თქვენ ამაყობთ. მეცნიერება ისე­ვე გვეკუთვნის ჩვენ, როგორც თქვენ და მისი ჩირაღდანი ჩვენც გვინათებს გზას. მაგრამ ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, გვაქვს უპირატესობა - ღვთისადმი რწმენა, ხოლო რწმენის ნათელი მეცნიერებაზე გაცილებით ბრწყი­ნვალეა. თუმც თქვენ ამის აღიარება არ გსურთ. ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ თქვენ ნათელში, ჩვენ კი წყვდიადში ვიმყოფებით.
   ჩვენ ვაღიარებთ, რომ მეცნიერებამ ნა­თე­ლი მოჰფინა ბუნებას, გა-ნდევნა მისი წიაღიდან ნახევრად ღმერთები და კერპები. ჩვენ ვხედავთ, რომ მეცნიერებამ გაანათა, როგორც წყლის სამყარო, ასევე ცისქვეშეთი, მაგრამ ამ ნათელმა ვერ დაჩრდილა ჭეშმარიტი რწმენის ნათელი. მეცნიერებამ გაუკაფა რა გზა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მხოლოდ დაადასტურა, რომ ბუნების ტა­ძარი - უფლის ქმნილება - უნდა იყოს ღირსი მისი შემოქმედისა. ასეთი შეხედულების მქონენი ვამბობთ: გვწამს ნათლისა და არა წყვდიადის.
   თქვენ გწამთ, რომ ადამიანის ცხოვრება მოიცავს დროს საფლავიდან საფლავამდე. ერთი საფლავი დაბადებაა, მეორე - გარდაცვალება. თქვენ გწამთ, რომ ადამიანი დაბადებამდე სადღაც სამყაროში არსებობდა ატომების სახით, რომლებიც გარკვეულ სხეულებს მიეკუთვნებოდნენ, თქვენ ასევე გწამთ, რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგაც იარსებებს მხოლოდ გაფანტული ატომების სახით, რომლებიც სხვადასხვაგვარ უცხო სხეულებს მიეკუთვნებიან. თქვენ თეორიუ­ლა­დაც არ უშვებთ ალბათობას ადამიანის სიკვ­დი­ლის შემდეგ არსებობის შესახებ. ამიტომაც თქვენ ხართ სრულიად მოკლებული ნათელს და არა ჩვენ. ჩვენ უკვდავებისა გვწამს, რად­გან გვწამს უკვდავი ღმერთის, რომელიც წყა­როა ცხოვრებისა.
   ბუნების არსებობა ამტკიცებს, რომ არსებობს ბუნების კანონი, ბუ-ნების კანონთა არსებობა ადასტურებს უნივერსალური ღვთა­­­ე­ბ­რივი გონების არსებობას, ღვთაებ­რივი გონების არსებობა ადასტურებს მარადიული ცხოვრების არსებობას, რომელშიც არ არის სიკვდილი. და ყოველივე ეს იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული, რომ ცალ­­კეულად მათი წარმოდგენაც შეუძ­ლე­ბე­ლია...
    ჩვენ გვწამს ნათლისა დაბადებამდე და სიკვდილის შემდეგ, თქვენ კი - არა. ადამიანის გონებას სჭირდება უფრო მეტი სინათლე, ვიდრე მეცნიერება სთავაზობს და თვალი ხედავს. თქვენ კი, გაკმაყოფილებთ მხოლოდ ხილული, ფიზიკური ნათელი, ჰოდა, გვი­პა­სუხეთ, ბატონებო, ვინ არის ჩვენს შორის წყვდიადში? 
   თქვენ ამტკიცებთ, რომ ყოველი ადამიანი ბუნების განსაკუთრე-ბული მიზანია, რომ ადამიანებს არაფერი აერთიანებთ არც მეტა­ფი­ზიკურად, არც ორგანულად. კაცობრიობის ისტორიასაც უარყოფთ, მხოლოდ ცალ­კეული პიროვნებების ისტორიას აღია­რებთ და კვლავაც გვეუბნებით: მიატოვეთ თქვენი წყვდიადი და იწამეთ ჩვენი ნათელი.
   ჩვენ კი გაკვირვებულნი გპასუხობთ: ჩვენ არ გვწამს წყვდიადის, რადგან გვწამს, რომ ადამიანთა შორის არსებობს მეტაფიზიკური და ორგანული კავშირი. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია მიზანი და ცხოვრების აზრი. მაგრამ ცხოვრების აზრსა და მიზანს ადამიანის საერთო ბუნებიდან გამომდინარე ვიზიარებთ და არა განყენებულად, მიკერძოებით, რამეთუ ჩვენ ერთიან, ძლიერ ორგანიზმს შევადგენთ - კაცობრიობას, რომელიც დედამიწაზე დაარსდა, მთელი ისტორიის განმავლობაში ვითარ­დე­ბო­და და კვლავაც იცოცხლებს, ვიდრე უკა­ნა­სკნელი ადამიანი იარსებებს დედამიწაზე. ჩვენ ვგრძნობთ, რომ კაცობრიობას ერთიანი სხეული და ერთიანი სული გააჩნია, აღვიქვამთ ამას როგორც მეტაფიზიკურად, ასევე ორგანულად. ამიტომაც ვამბობთ: ყველა ადამიანი დედამიწაზე შეადგენს ერ­თიან ადამიანს - ზეადამიანს, რომლის ასაკი მრავალი ათასწლეულით აღირიცხება. მთე­ლი ისტორია - ძველიც და თანამედ­რო­ვეც - არის ზეადამიანის ისტორია, მას უფრო მეტი ძალა და ინტელექტი გააჩნია, ვიდრე ნებისმიერ ცალკეულ ადამიანს.
   ამიტომაც დღეს, ჩვენ, ვლოცულობთ ყველა უბრალო, ღარიბი და გაუნათლებელი ადამიანისათვის. თუ ისინი გამდიდრდებიან და განათლებას მიიღებენ, ჩვენც გავმდიდ­რდებით და სარგებელს მივიღებთ, მსგავსად ჯანსაღი სხეულის ნაწილსა, რომელიც კიდევ უფრო ძლიერად გამოჯანმრთელდება.
   ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი უფროსი ძმებისათვს, რომელთაც გაცი-ლებით დიადი და მდიდარი კულტურა გააჩნიათ. ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ მათ შევცქერით, როგორც წი­ნა­მ­ძღოლთ და ვლოცულობთ მათ განსამტკიცებლად, რათა თავი არ დახარონ, ჩვენ არ გვემუქრება საფრთხე, ვიდრე ისინი ფხიზლად დგანან სადარაჯოზე.
   ჩვენ ვლოცულობთ ევროპისათვის, ამე­რი­კისა და ყველა კონტინენ-ტის ადამიანი­სათვის განურჩველად ფერისა და სქესისა.
   ჩვენ ვლოცულობთ მუჰამედის, ბუდას და იეღოვას მიმდევრების-ათვის, ყველა ჩვენი მოწინააღმდეგისათვის, რომელიც ჩვენს რწმენას წყვდიადად მიიჩნევს. ვლოცულობთ ყველა ცრუმორწმუნის, ჯადოქრისა თუ ათე­ის­ტისათვის მთელ პლანეტაზე.
   ერთი სიტ­ყვით, ჩვენ ვლოცულობთ დედამიწის ყველა შვილისათ-ვის, ჩვენი ძმებისა და დებისათვის.
   ჩვენ ასე ვლოცულობთ, რამეთუ ჩვენი რწმენა გვასწავლის ამას. და გვიპასუხეთ, ბატონებო, ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ჩვენ წყვდია-დისა გვწამს? 
 
 წმ. ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი) 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება