მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცხონება მხოლოდ მონასტერში კი არა, ყველგან შესაძლებელია

ცხონება მხოლოდ მონასტერში კი არა, ყველგან შესაძლებელია


3-09-2014, 00:01

ცხონება მხოლოდ მონასტერში კი არა, ყველგან შესაძლებელია

 

   სექტემბრის მესამე დღის სვინაქსარში, წმინდა ბასილის სიტყვაში ვკითხულობთ: ყოველი მონასტერში მოსული როდი ცხონდება. მრავალი მიმართავს მონასტრულ ცხოვრებას და მხოლოდ მცირედნი გადალახავენ მის განსაცდელებს. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ძალიან ცდება იგი, ვინც ცხონებისათვის არაფერს აკეთებს და ფიქრობს: აი, მონასტერში რომ ვცხოვრობდეთ, ნამდვილად გადა-ვრჩებოდით! სწორედ ისინი სცდებიან, ჩვენ კი ისევ გავიმეორებთ წმინდა ბასილის სიტყვებს: ყოველი მონასტერში მოსული როდი ცხონდება. მრავალი მიმართავს მონასტრულ ცხოვრებას და მხოლოდ მცირედნი გადალახავენ მის განსაცდელებს. აქედან აშკარავდება, რომ ზარმაცისთვის ყველგან ცუდია: ცუდია ერში და სავარაუდოა, რომ არც მონასტერში წაუვიდოდა უკეთესად საქმე. მაშ, როგორ უნდა მოიქცეს იგი? პირველ რიგში, სიზარმაცე დაივიწყოს, მონასტერზე ფიქრს კი ნუ იჩქარებს. მოიშორებს სიზარმაცეს?-ერშიც ცხონდება, არ მოიშორებს?-უდაბნოს უშორეს მონასტერშიც კი წარწყმ-დება.

   ერთმა ერისკაცმა ღირს ნიფონტთან საუბარში თქვა:

   -ვისაც ცხონება სურს, უეჭველად მონასტერში უნდა წავიდეს, ერში კი ვერანაირად ვერ ცხონდება.-რა უპასუხა ღირსმა მამას ამაზე?! აი, რა:

   -შვილო, ადგილი ადამიანს ვერც აცხოვნებს და ვერც წარწყმედს, ეს მხოლოდ საქმეები გაცხოვნებენ და გვღუპავენ. მას, ვინც ღვთის მცნებებს არ აღასრულებს, ვერც წმინდა ადგილი არგებს რამეს და ვერც-წმინდა წოდება. საული სამეფო ბრწყინვალებით მოცული ცხო-ვრობდა და დაიღუპა, დავითი იმავე სამეფო დიდებულებით იყო მოცული და გვირგვინით შეიმკო. ლოთი უსჯულო სოდომელთა შორის გადარჩა, მოციქულთა შორის შერაცხილმა იუდამ კი გეენა დაიმკვიდრა. ის, ვინც ამბობს, რომ ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრე-ბით ცხონება შეუძლებელია, საკუთარ უგუნურებასა და ცოდვებს აფარებს ხელს. აბრაამს ცოლიც ჰყავდა და შვილებიც, სამასოთხმოცი მონაც და აურაცხელი ოქრო-ვერცხლი, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ღვთის მეგობრის სახელი მოეპოვებინა. რამდენი ეკლესიის მსახური და მეუდაბნოე ცხონდა! რამდენი მთავარი და მეომარი! რამდენი ხურო და მიწათმოქმედი! რამდენი-ხმაურიან დედაქალა-ქებში და რამდენი-დაყუდებაში! მეორე მხრივ, უამრავი ადამიანი დაიღუპა იმავე წოდებებითა და იმავე პირობებში რომ ცხოვრობდნენ, იმავე ადგილებში რომ იმყოფებოდნენ და იმავე დროს რომ არსე-ბობდნენ. მეფიდან მონამდე ბევრია ძე სასუფევლისა და მეფიდან მონამდე უამრავია ძე წარწყმედისა. ქრისტეს ეკლესიის შვილო, გულსა და გონებას სოფლის საცდურისაკენ ნუ წარმართავ: თუკი მის წმინდა ნებას აღასრულებ, ჩვენი ღმერთის მიერ ცხონებას ყველგან მოიხვეჭ. უფალი მართალ სულს თავის წიაღში ერთნაირად შეიწყ-ნარებს თვით სამეფო საყდრიდან, საკურთხევლიდან, ქოხიდან და ბრძოლის ველიდან. მაშ ასე, ერში ცხოვრობს ვინმე? სასოს ნუ წარ-იკვეთს! შესცოდა? სინანულით კვლავაც შეძლებს ღმერთთან მიახლოებას. შენი მოწოდების საქმე აღასრულე. ის, რაზედაც ღმერთს დაუდგენიხარ. ღვთისმოსავი და კაცთმოყვარე იყავ და ცხონდები. ამის საპირისპიროდ კი, თუკი ვინმემ უდაბნოს მიაშურა და დაყუ-დებას მიმართა, მაგრამ ბოროტი საქმეები და თვითნებობა არ მოიკ-ვეთა, უეჭველად დაიღუპება.

   ამგვარად, გესმით, ზარმაცებო? თუკი ვინმემ უდაბნოს მიაშურა და დაყუდებას მიმართა, მაგრამ ბოროტი საქმეები და თვით-ნებობა არ მოიკვეთა, იგი უეჭველად დაიღუპება. გამოდის დღესავით ნათელია, რომ თქვენი სიზარმაციანად მონასტერს კი არ უნდა მიაშუროთ, არამედ უპირველესად ერში ყოფნისთანავე განე-შოროთ მას, ხორცი თქვენი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად ჯვარს აცვათ, მთელი გულითა და გულმოდგინებით ემსახუროთ უფალს; და მხოლოდ ამის შემდეგ, თუკი ღმერთი ინებებს, მონა-სტერზე ლაპარაკიც შესაძლებელია. მაგრამ ყოველგვარ შემთხვევაში, იმისათვის, რომ ერში ემსახუროთ უფალს და იმისათვისაც, რომ სი-ზარმაცე კეთილი საქმეებით წარიხოცოს, ხშირად გაიხსენეთ წმინდა ნიფონტი, რომელიც ამბობს: ჩვენი ღმერთის მიერ ცხონებას ყვე-ლგან მოიხვეჭ. უფალი მართალ სულს თავის წიაღში ერთ-ნაირად შეიწყნარებს-თვით სამეფო საყდრიდან, საკურთხევ-ლიდან, ქოხიდან და ბრძოლის ველიდან. ამიტომ ღვთის სათნო-ყოფითა და ღვაწლით იცხოვრეთ იქ, სადაც ცხოვრობდით და ეძიეთ, უპირველეს ყოვლისა ბედნიერება და ცხონება არა სოფლად, არამედ-საკუთარ თავში.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება