მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ცოდვისაგან სათნოებისაკენ მიქცეულ ადამიანებს განსაკუთრებული მძვინვარებით ესხმის თავს
გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ცოდვისაგან სათნოებისაკენ მიქცეულ ადამიანებს განსაკუთრებული მძვინვარებით ესხმის თავს2-09-2014, 00:01 |
სიტყვა მიცვალებულთა მძარცველ და ამის შემდგომად სინანულის გზაზე შედგომილ ყმაწვილზე
ძმებო, რად ხდება ასე: საკმარისია, ჩავიფიქროთ ცოდვა, რომ თითქოს რაღაც გვაქეზებს და უკიდურესი სულწასულობით მივილ-ტვით მისკენ. ხოლო, როდესაც ცოდვისაგან სათნოებისაკენ შემობ-რუნებას გადავწყვეტთ, ეს გაცილებით მძიმე აღმოჩნდება ხოლმე? რად გვიპყრობს ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოწყინება და ნაღველი, ხშირად კი რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვამძიმებს? ძმებო, იცით, რომ პირველ შემთხვევაში ცოდვას იმიტომ მიველტვით უდიდესი მოსწრაფებით, რომ მისკენ ეშმაკი მიგვეზიდება, ხოლო უკანასკნელ შემთხვევაში, როდესაც სათნოებისაკენ მიქცევას ვცდი-ლობთ, უდიდეს ბრძოლას აღძრავს ხოლმე ჩვენს წინააღმდეგ. უხილავად გვტანჯავს და გვაშფოთებს, ყოველგვარი ღონისძიებით ცდილობს ჩვენს გადაყვანას სათნოებათა გზიდან და კვლავ წარ-წყმედის გზაზე დაბრუნებას. რომელიღაც ქალაქში ერთი ყმაწვილი ცხოვრობდა. მან უამრავი ბოროტება აღასრულა. მის უმთავრეს საქმიანობას მიცვალებულთა ძარცვა წარმოადგენდა. მაგრამ ერთხელ მის გულს ღვთის მადლი შეეხო, საკუთარმა ბოროტმა საქმეებმა შეაძრწუნა, გაიხსენა უფლის სამსჯავრო და გადაწყვიტა, დარჩენილი ცხოვრება სინანულსა და მორჩილებაში განევლო. ამიტომ იგი იმ გამოქვაბულებს ეწვია, სადაც მისგან გაძარცვული მიცვალებულები განისვენებდნენ. თავდაპირ-ველად მწარედ მოთქვამდა იქ და ღვთის სახელის წარმოთქმასაც კი ვერ ბედავდა, ბოლოს კი საერთოდაც ერთ-ერთ გამოქვაბულში გამოიკეტა. და აი, სწორედ აქ დაიწყო ეშმაკმა საშინელი ბრძოლა მასთან. გამოქვაბულში ყოფნის ერთი კვირის თავზე მას ეშმაკთა მხედრობა გამოეცხადა და შეუძახეს: -სად არის ის უწმინდური და საძაგელი, ცოდვით გამაძღარს რომ მოსურვებია, თავი წმინდად და უმანკოდ წარმოაჩინოს? ნუთუ შენ კვლავ ქრისტიანად ყოფნაზე ფიქრობ? ნუთუ გგონია, რომ მას შემდეგ, რაც ამდენი ჩვენმიერი ბოროტება აღასრულე, მაინც შეგიწყალებენ? ახლავე გამოდი აქედან და შენს ძველ საქმიანობას დაუბრუნდი. მეძავები და ნაძარცვის მყიდველები უკვე გელიან. რად არ გამოდიხარ შენი ბინძური სურვილების დასაკმაყოფილებლად? ნახავ, თუ არ გამოხვალ, ჩვენსას მაინც წავიღებთ და რაღასთვის იკლავ თავს? როგორ ცდილობ, შე წყეულო, რომ ტანჯვას გაექცე? განა ჩვენი არ ხარ? განა თავი არ მოგვყიდე? განა ყოველივე ჩვენი უსჯულოება არ აღ-ასრულე? განა ყოველივეში ჩვენი მორჩილი არ ხარ? განა გაბედავ და ყოველივე ამაზე რამეს მოგვიგებ? ამას გაჰყვიროდნენ ეშმაკები. მაგრამ ყმაწვილს მონანული ცოდვი-ლებისადმი ღვთის უსაზღვრო გულმოწყალების იმედი განამტკი-ცებდა, ღმერთის ძალისა და შეწევნის იმედი ჰქონდა და არას მიუგებდა მათ. ძალიან დიდხანს გრძელდებოდა ყმაწვილის ტანჯვა-ეშმაკების ამგვარი მძვინვარებით; მაგრამ, როდესაც მიხვდნენ, რომ ვერაფერს გახდებოდნენ და მას ხელში ვეღარ ჩაიგდებდნენ, ღვთის დაშვებით მის სხეულზე იწყეს თავდასხმა. მრავალჯერ ისე გვემეს იგი, რომ სრულიად ცოცხალ-მკვდარი დატოვეს. იყო წუთები: ყმაწვილს ისე სტკიოდა სხეულის ყველა ნაწილი, რომ ხელითაც კი ვერ ეხებოდა. გმინავდა და ფიქრობდა, რომ მისი სიცოცხლის უკა-ნასკნელი წუთები დგებოდა. გარდა ამისა, მას ახლობლებიც ეძებდნენ და როდესაც გამოქვაბულში იპოვეს, ეკითხებოდნენ: -რამ მოგიყვანა აქ?-მისი განზრახვა არ იცოდნენ და ამიტომ ყვე-ლანაირად ცდილობდნენ, რომ შინ დაბრუნებაზე დაეყოლიებინათ, მაგრამ ყმაწვილმა მათ ყური არ უგდო. ეშმაკები კვლავ მის ტანჯვას განაგრძობდნენ, ახლობლები კი ისევ და ისევ მიდიოდნენ და ევე-დრებოდნენ, გამოქვაბულიდან გამოსულიყო. ყმაწვილი კი მიუგებდა: -არა, ჯობს, ამ აკლდამებში მოვკვდე, ვიდრე ერში-მომაკვდინებელ ცოდვებს დავუბრუნდე. -ახლობლების ყოველგვარი ვედრებისადმი იგი შეურყეველი რჩებოდა და ისინი იძულებულნი ხდებოდნენ, რომ შინ იუმისოდ დაბრუნებულიყვნენ. მათი წასვლისთანავე ეშმაკები კვლავ ისეთი მძვინვარებით ესხმოდნენ თავს, რომ ლამის კლავდნენ მას. მაგრამ სამაგიეროდ ეს მათი უკანასკნელი თავდასხმა იყო. როდესაც ყმაწვილის კლდესავით შეურყეველი მოთმინება და ვაჟკა-ცობა ნახეს, ბოლოს და ბოლოს განეშორნენ ყვირილით: -ღვთის მადლითა და საკუთარი მოთმინებით გვძლია მან! -ამის შემდეგ მას ეშმაკებისაგან აღარანაირი ბოროტება აღარ შემთხვევია და ამბობენ, რომ სიკვდილამდე უჭირველად იცხოვრა. და განა ასე არ ხდება, ძმანო, რომ როდესაც ჩვენ ცოდვისაგან სათ-ნოებისაკენ შემოვბრუნდებით, ეს ძალიან გვიმძიმს და ნაღველი და მოწყინება გვეძალება. ამ დროს ხომ ეშმაკი გვიცხადებს შეურიგებელ ბრძოლას, უხილავად გვტანჯავს, გვაშფოთებს და მთელი ძალით ცდილობს, ცხონების გზიდან წარწყმენდის გზაზე გადაგვიყვანოს? შენიშნეთ, რომ ვიდრე ეს ყმაწვილი უამრავ ბოროტებას აღასრულებდა და მიცვალებულებს ძარცვავდა, არსად თქმულა, რომ ამ დროს ეშ-მაკებს მისთვის თუნდაც თითი დაეკარებინოთ. ხოლო, როდესაც ღვთის სასჯელი გაიხსენა და კეთილის ქმნას შეუდგა, მაშინ კი მათ ლამის მოკლეს იგი. სწორედ იგივე ხდება თითოეულ ჩვენგანთან დაკავშირებით: როცა ავ საქმეებს ვივიწყებთ და სიკეთის ქმნას ვიწ-ყებთ. ამ დროს ჩვენ უაღრესად მოვიწყენთ ხოლმე და ვეწამებით, რადგანაც ეშმაკი დაუცხრომელ ბრძოლას გვიცხადებს. ეს გვახსოვდეს და მთელი სულიერი ძალით შევეცადოთ, განვ-დევნოთ ჩვენი არსებიდან შინაგანი, გამხრწნელი გველი-მოთმინე-ბითა და სიმამაცით, და ამასთან, უეჭველად-ლოცვითა და მარხვით. იმიტომ, რომ მტრის წინააღმდეგ ბრძოლის სწორედ ეს ორი იარაღია ნაჩვენები თვით უფლის მიერ; ეს ნათესავი არ გავა ჩვენგან,-ამბობს იგიგარნა ლოცვითა და მარხვითა (მათ. 17,21). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |