მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რად უშვებს უფალი, რომ ბოროტი სულები კაცთა სხეულებშიც მძვინვარებდნენ სნეულებამდე მიჰყავდეთ ადამიანები

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რად უშვებს უფალი, რომ ბოროტი სულები კაცთა სხეულებშიც მძვინვარებდნენ სნეულებამდე მიჰყავდეთ ადამიანები


1-09-2014, 00:01

 

 

წმინდა სვიმეონის მიერ პრესვიტერზე აღსრულებული სასწაული

 

   ცნობილია, რომ ბოროტი დემონები ადამიანთა სულების დაღუპვას მათში მხოლოდ ცდომილების, ცრურწმენისა და უწმინდურების და-ნერგვითა და გამრავლებით კი არ ცდილობენ, არამედ, როგორც ეშმაკეულთა და მრავალგვარად ტანჯულ კაცთა მაგალითებით ვხე-დავთ, მათ სხეულშიც აღიძვრებიან და ხორციელ სნეულებამდე მიჰყავთ ადამიანები. რატომ უშვებს უფალი ამ უკანასკნელ განსაც-დელებს მათზე? რატომაა, რომ ისინი მხოლოდ სულს კი არა,-ხორცსაც ეუფლებიან?! იცით, ძმებო, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ბოროტი სულები ღვთის რისხვის იარაღად გვევლინებიან?! ღმერთი უშვებს, რომ მათ კაცთა სხეულებში სნეულება დანერგონ-სწორედ ცოდვების გამო, რათა ისინი, თუნდაც მწუხარებისა და ხორციელი ტანჯვის გზით, გონს მოეგნენ, ცოდვები მოინანიონ და გამოსწორდნენ.

   ერთხელ ერთი პრესვიტერი ეკლესიის წინკარში იჯდა და სახარებას კითხულობდა. კითხვისას იგრძნო, რომ მის სხეულს თითქოს რაღაც ბნელი ღრუბელი გარს მოადგა და მაშინათვე თვალთ დაუბნელდა, გონებაც დაებინდა, მთელი სხეულიც დაუძლურდა და დაბრმავდა.

   ამ მდგომარეობაში გაატარა მან ავადმყოფოს საზარელი ათი წელი. ისე იტანჯებოდა, რომ სხვათა დაუხმარებლად სარეცელზე ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნებაც კი არ შეეძლო. ბოლოს ისე მოხდა, რომ მისმა ახლობლებმა ღირსი სვიმეონ მესვეტის-სასწაულ-მოქმედების შესახებ შეიტყვეს და პრესვიტერი მასთან წაიყვანეს. მათ წმინდა სვიმეონის სამყოფელ მონასტრამდე ჯერაც არ მიეღწიათ და გზად დაღლილები მოსასვენებლად წამოწვნენ, რომ ამ უკანასკნელს-ლოცვად მდგარს-პრესვიტერის ავადმყოფობისა და მისი მოახლოების შესახებ ეუწყა. მაშინ წმინდა მამამ ერთ-ერთ მოწაფეს უხმო, წმინდა წყალი გადასცა და უთხრა:

   -აიღე ეს წყალი და მონასტრიდან გზისკენ იარე, აქვე ახლოს ნახავ სარეცელზე დავრდომილ სნეულ პრესვიტერს, მას უთხარი-ცოდვილი სვიმეონის შენათვალი:

   -სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, აღდეგ და დატოვე სარეცელი შენი და სვიმეონთან შენი ფეხით მიდი.

   მოწაფე წავიდა და ზუსტად სვიმეონის მითითებისამებრ მოიქცა. პრესვიტერი მაშინათვე განიკურნა, წმინდანთან მივიდა და შეუვრდა. სვიმეონმა მას უთხრა:

   -ადექი და ნუ გეშინია. თუმცა ეშმაკმა ათწლიან სატანჯველში ჩა-გაგდო, სამაგიეროდ კაცთმოყვარე ღმერთს არ დავიწყებიხარ და შენი საბოლოო დაღუპვა არ დაუშვა. იცოდე, ეშმაკისეული სასჯელი შენზე იმიტომ დაიშვა, რომ წმინდა საკურთხეველში უკრძალველად და უშიშრად იდექი, ცილისმწამებლებსა და ცილშეწამებულებს უსმენდი და ჭეშმარიტებამდე ვერ მისულმა უზიარებლად დატოვე ისინი. ამით დაამწუხრე ღმერთი და მეტისმეტად გაახარე ეშმაკი, რომელმაც თავის ბნელი ძალის ქვეშ მოგიქცია კიდეც. მაგრამ ამჟამად თავად იხილე, რომ ღვთის კაცთმოყვარება და წყალობათა სიუხვე გამრავლდა შენზე და ისინი, ვინც ზიარებისაგან დააყენე და ამით დაამწუხრე, განხსენ და როგორადაც შენ მოგაგო წყალობა უფალმა, იმგვარადვე უყავ მათ წყალობა.

   ამის შემდეგ სიხარულით აღსავსე პრესვიტერი წამოვიდა წმინდა სვიმეონისაგან და აღასრულა კიდეც ყოველივე, რაც მან უბრძანა.

   ამ მონათხრობიდან ალბათ ცხადდება ძმებო, რომ ბოროტი სულები ხშირად ღვთის რისხვის იარაღს წარმოადგენენ და ღმერთი თავად აძლევს მათ ნებას, ადამიანებს სნეულებანი მოუვლინონ ცოდვები-სათვის, რათა მათ მწუხარებისა და ხორციელი ტანჯვის გზით მაინც მოინანიონ ცოდვები და გამოსწორდნენ. ხსენებულ პრესვიტერზე უკეთ ამ ჭეშმარიტებას ვერავინ დაამოწმებს. რატომ მოექცა იგი ეშმაკის გავლენის ქვეშ, რომელმაც მისი სნეულებით მოწყლვა შეძლო? ცოდვების გამო! რისთვის დაიშვა ყოველივე ეს? როგორც წმინდა სვიმეონმა თქვა, მხოლოდ იმისათვის, რომ მას ცოდვები მოენა-ნიებინა და წარეხოცა ისინი. თუმცა ეს ერთადერთი მაგალითი რო-დია! ამგვარადვე ვხედავთ, რომ თავად პავლე მოციქულმა ბრძანა სისხლის აღრევის შესახებ: მიცემად ეგევითარი ეშმაკსა სატან-ჯველად ხორცითა, რათა სული ცხონდეს (1 კორ. 5,5). გაიგო-ნეთ?! ბრძანა, ეშმაკს გადასცემოდა კაცი,-არა წარსაწყმედად, არამედ-გამოსასწორებლად, საცხონებელად სულისა. ამგვარად, ვიმეორებთ, ზოგჯერ ღმერთი ანებებს ბოროტ სულებს, რომ მათ ხორციელი სნეულება მოუვლინონ ადამიანებს, რათა ისინი ტანჯვისა და მწუხა-რების გზით გონს მოვიდნენ და შეინანონ. ეს ყოველივე კი რას გვასწავლის, ძმებო? იმას, რომ გვახსოვდეს: თუმცა ეშმაკი გამუდ-მებით ეძებს დროს, რომ რამე გვავნოს, მაგრამ ღვთის დაშვების გარეშე ვერაფერს გვიზამს; ხოლო მისი ბნელი მეუფებისათვის თავის არიდება თუ გვინდა, ცოდვას უნდა გავურბოდეთ და სათნოებებით ვიცხოვროთ. გვახსოვდეს, რომ ბოროტ სულებს წმინდა და ღვთის-მოსავი ადამიანებისათვის რაიმეს ვნება არ ძალუძთ. ბოლოსდა-ბოლოს, თუკი ვიცით, რომ ეშმაკები გამუდმებით ჩვენს ვნებას ცდილობენ და მათი ამ ბოროტი ნების აღსრულება ჩვენივე ცოდვების გამო დაიშვება, მაშინ საერთოდაც დიდი ყურადღება გვმართებს საკუთარ აზრებთან, განზრახვებთან და საქმეებთან მიმართებაში. გამუდმებით ვფხიზლობდეთ და შევიჭურვიდეთ იმ იარაღს, რომე-ლზედაც სიტყვა ღვთისა მიგვითითებს და მტრის ძლევის და გა-დარჩენის საშუალებად წარმოგვიდგენს: განიფრთხვეთ, მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინამოსაჯული თქუენი ეშამკი, ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქა (1 პეტრ. 5,8).

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 

 

 


 

 


უკან დაბრუნება